Tuesday, December 12, 2017

ქართლის დედოფალი თამარი

                 ქართლიდ დედოფალი თამარი
  ეს არის თამარ დედოფლის საფლავი.იგი იყო ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტის მეუღლე.გიორგი მეთერთმეტე დაიღუპა ავღანეთში.

Wednesday, December 6, 2017

სტალინის სტამბა მუზეუმი

        სტალინის სტამბა-მუზეუმი
საიდუმლო სტამბა მდებარეობს 300 არაგველის მეტროსთან,მარჯვნიდან პირველ ჩიხში.
მუზეუმი ადგილობრივმა გიდმა დამათვალიერებინა,რომელიც გულმხურვალე სტალინისტი აღმოჩნდა.მან განაცხადა,რომ დაზვერვაში პუტინთან ერთად მუშაობდა და ძველ პოლკოვნიკად გამეცნო.თურმე მას ხელფასი არ აქვს და არავინ ზრუნავს ამ მუზეუმზე.
ტურისტებისთვის შესვლა 10 ლარი ღირს.
სტალინს სტამბა ბაქოშიც ჰქონია და ბეჭდავდნენ აზერბაიჯანულად.თბილისში კი ქართულად,სომხურად და რუსულად იბეჭდებოდა და ევროპაში იგზავნებოდა.
თავიდან პატარა იყო სტამბა,შემდეგ ლენინმა გააკეთებინა.
თითქმის ყველაფერი რესტავრირებულია.
აქ არის სტალინის ლოგინი,სადაც 3 წელი ეძინა.
ლენინის და სტალინის ტომეულებია.ასევე,რეპროდუქციები.
მიწისქვეშა გვირაბში წყალი იდგა.
ვნახე ასოებით აწყობილი სტალინის სურათი.ასევე,გალაკტიონის ლექსი სტალინზე,რაც მეუცხოვა.
აქ არის სტამბის ამშენებლების გვარები და სურათები.

Monday, December 4, 2017

ცისფერი გალერეა

         ცისფერი გალერეა
 ცისფერი გალერეა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგამოფენო სივრცეა თბილისში.
 მეორე სართულზე შეგიძლიათ იხილოთ ფიროსმანის,გუდიაშვილის,დავით კაკაბაძის,იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.
 ფიროსმანის სურათებიდან აღსანიშნავია არსენალის მთა ღამით და ვირის ხიდი.
 მაგრამ ვერ ნახავთ მის შავ ლომს,რომელიც საზღვარგარეთ არის გატანილი.ასევე,საინტერესოა მისი ჟირაფი.ნიკოს ჟირაფი გაზეთში უნახავს.
 ლადოს სურათებიდან აღსანიშნავია:ქრისტინე,პირიმზისა.იგი ყურებს არ ხატავდა,რადგან თვალებზე ჰქონდა აქცენტი.
 ნიკოლაძის სკულპტურებიდან აქ არის კამო,რომელიც პუშკინის სკვერში იდგა.აქ არის სალომეა,აქ არის ქალი ქარში და ლესელიძე.

Saturday, December 2, 2017

შეისრული ხიდები

შეისრული ხიდი
შეისრული ხიდები დამახასიათებელია თამარის ეპოქისთვის.მხოლოდ ხიდის მშენებელმა იცოდა იმ ერთი ქვის შესახებ,რომელსაც მტრის შემოსევის დროს ამოაძრობდა და ხიდი იშლებოდა.
ხიდი შენდებოდა ორივე ნაპირიდან და დიდი დრო სჭირდებოდა.

თამარის ქანდაკება ახალციხეში

          თამარის ქანდაკება ახალციხეში
 ეს არის თამარის პირველი ქანდაკება საქართველოში.მისი ავტორი მალხაზ ცისკაძეა.ასევე,მონაწილეობდნენ ავალიშვილი და ცუცქირიძე.მათ ეს ქანდაკება გასამრჯელოს გარეშე შექმნეს.

ბორჯომის საბაგირო

             ბორჯომის საბაგირო
საბაგირო შეიქმნა 1962 წელს,2005 წელს ჩაუტარდა რემონტი.ბოლოს ტროსის გამოცვლა მოხდა 2017 წელს.


                                                                                                                                                                                ქარხანა ბერტა 2009 წელს დაარსდა.ქართულ_შვეიცარიული კომპანია ჰიგიენური პროდუქტების მწარმოებელი იყო.პროექტი 35 მილიონი დოლარი დაჯდა.კომპლექსი 5 შენობისგან შედგება,სადაც საპონს,სარეცხ ფხვნილს,შამპუნს და საწმენდ საშუალებებს უშვებდნენ.ამჟამად ქარხანა დალუქულია.

Wednesday, November 8, 2017

დადიანების სასახლე













                                                                                      დადიანების სასახლე მდებარეობს ზუგდიდში.ზუგდიდში აბაშის და და შემდეგ სენაკის გავლით ჩავედი.
     დადიანების სასახლე ნამდვილი ხელოვნების ზეიმია.
     იგი დავით დადიანს ეკუთვნოდა.მისი მეუღლე იყო ეკატერინე ჭავჭავაძე.იქ დგას მეორე პატარა სასახლეც,რომელიც დავითის ძმას ნიკოს ეკუთვნოდა.მესამე ძმა კი ანდრია დადიანი იყო.
     მათ ფართო განათლება და დიდი გასაქანი ჰქონდათ.ასევე,დიდი კავშირები ჰქონდათ.ანდრია დადიანმა იტალიაში სიგელი აიღო ჭადრაკში.ისინი დაუნათესავდნენ მიურატებს.
     ყველაფერი დავით დადიანის ნაქონია.ვნახე კუს ბაქნით და სპილოს ძვლით გაკეთებული მაგიდები.
     ვნახე რუსულ-ფრანგული მუზარადი,რომელიც დავითს ეკუთვნოდა.
     ჰქონდათ უზარმაზარი ბიბლიოთეკა.
     აქ არის ნაპოლეონის ნიღაბი.
     დადიანების გერბზე წერია,ნუ შემეხებით.
     გვარი მეგრული წარმოშობისაა.დადი მეგრულად ნიშნავს მფლობელს.
    საძვალე მარტვილში აქვთ.ბოტანიკური ბაღიც ისტორიულია.კარის ეკლესია მე-19 საუკუნისაა.
    აქ არის იტალიელი,გერმანელი,ფრანგი და ქართველი მხატვრების ტილოები:პიერ ბლანშარი,ფრანც კრიუგერი,ვასილ ტიმი,ფრიდრიხ ფრიში,ედუარდ ჰაუ,გრიგოლ გეგეჭკორი.
     აქ,ასევე ნახავთ რუსი იმპერატორების პორტრეტებს.
     დადიანებმა ძალაუფლება დაკარგეს ბატონყმობის გაუქმების მერე,დავითი უკანასკნელი იყო.
  თუკი გადაწყვეტთ შიო მღვიმის მონასტერში წასვლას დამოუკიდებლად,მოგცემთ მოკლე რჩევებს,თუ როგორ მიაგნოთ.
  ავუყვებით სამთავროს მონასტერს და შევალთ პირველივე მოსახვევში მარცხნივ.ამის შემდეგ გავუყვებით სასაფლაოს,შეგვხვდება ამერიკელი მეხანძრეების სახელზე აშენებული მონუმენტი,აქედან ისევ მარცხნივ და გზა მიგიყვანთ ჭიშკრამდე.
  გზად უამრავი სალოცავი და ნიშია.ერთ-ერთი სალოცავია კალოუბანი სადაც თათრებს ბავშვები დაუხოცავთ.

Saturday, October 14, 2017

 
მშვენიერი გოგონას გამოსახულება ბორჯომის პარკში კლდეზე.
ერთი ვერსიით ეს თვით თამარ მეფეა.
მეორე ვერსიით,ეს ბორჯომელი მოცეკვავე გოგონაა,რომელიც წყალში დაიხრჩო 90-იანებში და შეყვარებულმა დახატა იგი.

Friday, July 28, 2017

#სამასიარაგველი

 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.მემორიალი ეძღვნება დავით მაჩაბელს,ერეკლე მეორის მუსიკოსს და მასთან ერთად დაღუპულ მუსიკოსებს.იქვეა ეგრეთ წოდებული მაჩაბლის კედელი.
 პირველ სურათზე კი აბო თბილელია.



 
მუზა ან ნიღაბი,რომელიც მოგვიანებით იქნა გადმოტანილი სკვერში.

 სწორედ აქ დაიღუპნენ კრწანისის ომის გმირები. 


Thursday, July 6, 2017

  წმინდა მენელსაცხებლე და მოციქულთა სწორი მარიამ მაგდალინელი,მის ერთ-ერთ ხატს წავაწყდი სნოში ახლად აშენებულ ეკლესიაში და უფრო მეტად გამიცხოველდა ინტერესი მის მიმართ.

Sunday, July 2, 2017

  უკრაინელი წმინდანი და მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი.მართლმადიდებლობის დიდი მეხოტბე.ერთ-ერთი მისი ხატი შეგიძლიათ იხილოთ გერგეტის სამების ტაძარში.

Tuesday, May 30, 2017

გელათის ფრესკა



 ამ ფრესკაზე მარცხნიდან მარჯვნივ გამოსახულები არიან:დედოფალი რუსუდანი,მისი ძე ბაგრატი,გიორგი მეორე,დედოფალი ელენე,ბაგრატ მესამე,აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონ ჩხეტისძე და დავით აღმაშენებელი.

სწრაფი ფაქტები თამარ მეფეზე

  გავრცელებული მოსაზრებით თამარი გელათის საკურთხეველშია დაკრძალული.
  მას უწოდებდნენ სამების მეოთხე წევრს.
  სავარაუდოდ კიბოთი გარდაიცვალა.
  ლაშა-გიორგი მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში.
  თამარი რუსულ ლეგენდებში მოხსენიებულია როგორც царица динара.
  გელათის მთავარ ტაძარში, ჭიშკარში თამარ მეფის სახელობის ეკვდერია და მისი სავარაუდო ნახევრად წაშლილი ფრესკაა.
  ექვთიმე თაყაიშვილი ერთადერთი იყო ,ვინაც სცადა მისი საფლავის მოძიება, ჩაატარა გათხრები გელათში, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე ,რადგან არ აცალეს და თამარის საფლავის საიდუმლოება ამოუხსნელი დარჩა.

13 ასურელი მამა

1.იოანე ზედაზნელი
2.შიო მღვიმელი
3.იოსებ ალავერდელი
4.ანტონ მარტყოფელი
5.დავით გარეჯელი
6.ისე წილკნელი
7.აბიბოს ნეკრესელი
8.მიქაელ ულუმბოელი
9.სტეფანე ხირსელი
10.ზენონ იყალთოელი
11.თადეოზ სტეფანწმიდელი
12.ისიდორე სამთავნელი
13.პიროს ბრეთელი
  ძველად კავკასიის ქედზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 3 გადმოსასვლელი იყო: დარიალი, მეორე აფხაზეთში და მესამე დარუბანდი(დღევანდელი დერბენტი დაღესტანში).
  ალექსანდრე დიუმას სპარსელები საკმაოდ ცუდად ჰყავს დახასიათებული.მისი თქმით მათი ნდობა არ შეიძლება, ფიცის გამტეხნი არიანო.
  მან შეამჩნია რომ სპარსელები და თურქები ერთმანეთს ვერ იტანენ,რადგან ერთი შიიტია და მეორე სუნიტი.

ლეგენდები ალექსანდრე დიუმას წიგნიდან " კავკასია"

  ალექსანდრე დიუმამ კავკასიაში 1858 წელს იმოგზაურა. მისი ნაწარმოები არ არის ისტორიული სიმართლე,ფაქტები დამახინჯებულია, მაგრამ უხვადაა გამოყენებული ლეგენდები კავკასიის და საქართველოს შესახებ.გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
  1.ბიბლიური გადმოცემის თანახმად,კიდობნის მტრედი იალბუზზე დამჯდარა.
  2.მტკვრის ანტიკური სახელწოდება იყო კირუსი,იგი მომდინარეობს სპარსეთის მეფე კიროს მეორის სახელიდან.
  3.კავკასია ბერძნულად თოლიების მთაა.
  4.ყურანში ალექსანდრე მაკედონელი გაიგივებულია ზულ-კარნაინთან.
  5.მდინარე თერგი კასპიის ზღვაში ჩაედინება. (ეს ისე, გონების სავარჯიშოდ).
  6.თურმე ორბელიანები მეხუთე საუკუნეში ჩინეთიდან მოსულან.
  7.კიდევ ერთი ლეგენდა ორბელიანებზე:წარღვნის დროს ერთი ადამიანი დაცურავდა წყლის ზედაპირზე და ნოეს გრაგნილს აწვდიდა,სადაც მისი წარმომავლობა იყო მოცემული და ნოეს კიდობანში მიღებას სთხოვდა.
  8. დიუმას მიერ ქართველების დახასიათება: ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეული ზურნის ხმა, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილ ტიტანებს მოგვაგონებენ და მზად არიან, ცაზე მიიტანონ იერიში.
 

Tuesday, April 18, 2017

დადიანების კიბე



     ამ კირქვით ნაშენი კიბით დადიანები მარტვილის კანიონზე საბანაოდ ჩადიოდნენ.
 ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად,წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა, სადაც აბრაგები მგზავრებს უსაფრდებოდნენ,თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ.ამიტომაც ამ ადგილს მეგრულად "ოფუცხოლე" ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდეს. მდინარე აბაშის ხეობით მოხიბლულმა სამეგრელოს მთავრებმა ოფუცხოლე საქეიფო და საბანაო ადგილად აქციეს.ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანიც დადიოდა აქ საბანაოდ.მანამდე კი დავით აღმაშენებელი თავის აღმზრდელთან ერთად ბანაობდა აქ.

Saturday, March 25, 2017

ლეგენდა ჭადარზე

თელავში ჭადრების ულამაზესი ხეივანი იყო.ერთ-ერთი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.ხალხს სჯეროდა რომ ეს ხე იყო კავშირი ცასა და მიწას შორის.იკრიბებოდნენ მის გარშემო და უყვებოდნენ თავის სატკივარს.ჭადრების ხეივნიდან მხოლოდ ერთი ჭადარი გადარჩა.ამ ხემ მადლიერების ნიშნად ხალხის სურვილების ასრულება დაიწყო.ეს ტრადიცია ახლაც არსებობს.თუ ჭადარს მნახველთა ჯგუფი წრეს შემოავლებს და სურვილს ჩაიფიქრებს,ის აუცილებლად ასრულდება.ეს ხე მდებარეობს თელავში,ერეკლე მეორის სასახლესთან.

პრომეთეს ქანდაკება

  2007 წლის ნოემბერში თამარ მეფის ხიდთან პრომეთეს ქანდაკება დაიდგა.მისი ავტორია ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე დევი ხმალაძე. იგი მოიწვია დედაქალაქის მერიამ.ამჟამად ქანდაკება ბორჯომის ისტორიულ პარკს ამშვენებს.
  იცით თუ არა რომ ტიბეტური სიბრძნის მიხედვით ძროხა კარიერიზმს გამოხატავს,ვეფხვი თავმოყვარეობის გრძნობაა,ცხვარი სიყვარული,ცხენი ოჯახი,ღორი
კი ფული.
  თქვენი ასოციაცია ძაღლთან ეს თქვენი საკუთარი პიროვნებაა, ასოციაცია კატასთან ეს თქვენი პარტნიორი იგულისხმება, ასოციაცია ვირთხასთან ეს თქვენი მტერია, ასოციაცია ყავასთან ეს თქვენი დამოკიდებულებაა სექსთან, ასოციაცია ზღვასთან თქვენი საკუთარი ცხოვრება.
   თუკი თქვენს საყვარელ ადამიანს შეუსაბამებთ რომელიმე ფერს აღმოჩნდება ,რომ ყვითელი არის ადამიანი,რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ და რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. სტაფილოსფერი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. წითელი არის ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვართ. თეთრი თქვენი მონათესავე სული,მწვანე ადამიანი ,რომელზეც მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

სევანავანკი ანუ მარიამაშენი

მონასტერი მდებარეობს სომხეთში.
ააშენა მე-9 საუკუნეში აშოტ 1 ბაგრატუნის ასულმა მარიამმა.
მონასტერში მკაცრი ცხოვრება იყო.
კომპლექსში ორი ეკლესიაა :სურბ არაკელოტსი(წმინდა მოციქულები) და სურბ ასტვაცაცინი(ღვთისმშობელი).ასევე არის მესამე დანგრეული ეკლესიის ნაშთები.
მე-10 საუკუნეში იყო შეტაკება არაბებსა და სომხებს შორის.სომხებმა მოახერხეს გამარჯვება.საბჭოთა კავშირის დროს არ მოქმედებდა.ამოქმედდა 1990 წლიდან.
                                     ვაგრძელებთ სერიას სომხეთის შესახებ.
    ამჯერად ვისაუბრებთ სევანის ტბაზე.
    ქართულ საისტორიო წყაროებში მას გელაქუნის ტბა ან უბრალოდ გოგჩა ეწოდება.
    მასში ჩაედინება 28 მდინარე და გამოედინება ერთი მდინარე,სახელად ჰრაზდანი.
მისი სიღრმეა 25 მეტრი,სიგანე 74 კილომეტრია,წყლის მოცულობა 3200000 კუბური კილომეტრია.
  იყოფა ორ ნაწილად დიდი სევანი და პატარა.
  მოცულობით კავკასიაში ყველაზე დიდია.
  ზღვის დონიდან 1900 მეტრზეა.
  თევზით მდიდარია,90% -ით უზრუნველყოფს თევზჭერას.
  ადრე კუნძული იყო,ახლა ნახევარ-კუნძულია,რადგან გამოყენებულ იქნა არარატის პლატოს სარწყავად.ასევე,გამოიყენებოდა ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.
  თვითონ ტბის დასახელების წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი ვერსიაა.ურარტულ ენაზე სუინია არის ტბა.სომხურად სევ არის შავი,ხოლო ვანქ მონასტერი.
  ასევე სახელი შეიძლება მომდინარეობდეს ტბა ვანისგან,რომელიც ამჟამად თურქეთშია და საიდანაც წამოვიდა სომეხი ერი.

  ამ ბოლო ხანებში სომხეთი ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დაწინაურდა,ამიტომ ვთვლი საჭიროდ ცოტა რამ შევიტყოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესახებ.
  ადმინისტრაციულად 11 ნაწილად იყოფა.ესენია:არაგაცოტ,კოტაიკ,არარატ,არმავირ,გეღარკიუნიკ,ლორე,შირაკ,სიუნიკ,
ტავუშ,ვაიოტს ძორ,ერევანი.
  პრეზიდენტია სერჟ სარგისიანი.
  სომხური ანბანი შეიქმნა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში.
  სომხური ენა შედის ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფში.
  აქვთ ორი დიალექტი:აღმოსავლურ სომხური და დასავლეთ სომხური.
  ყველაზე დიდი ქალაქებია:ერევანი,გიუმრი,ვანაძორი.
  მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონია.
  ტერიტორია 29000 კვადრატული კილომეტრი.
  ისევე როგორც საქართველო, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.
  სომხური კერძებია:ბასთურმა,მანტე,დოლმა,ქაბაბი,კუფტა და ა.შ

Friday, March 17, 2017

  მე არც ისტორიკოსი ვარ და არც მკვლევარი,რომ რამე ვამტკიცო.მე უბრალო დამკვირვებელი ვარ ,რომელსაც ხიბლავს ყოველივე უცხო და ამოუცნობი.
  ეს ფოტოები სასომხეთში, სანაინის მონასტერშია გადაღებული.
  ერთი შეხედვით ამ საფლავის ქვამ მომაგონა მცხეთის სამთავროს მონასტერი,სადაც ასეთივე ფიგურაა გამოსახული,რომელიც უცხოპლანეტელს ჩამოჰგავს.
  ჯვრებს კი რაც შეეხება,ერთი შეხედვით ყველა ერთნაირია,მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით ყველა განსხვავებულია განლაგებით.

Wednesday, March 1, 2017

საინტერესო ცნობები


  • ცნობილი გეღარდის მონასტერი სომხეთში,რომელიც აშენდა მე-4 საუკუნეში ასევე ცნობილია შუბის მონასტრის სახელით ,რადგან ლეგენდის თანახმად აქ ინახებოდა შუბი რომელიც აძგერეს მაცხოვარს.ლეგენდა ამბობს ,რომ შუბი აქ იუდამ ჩამოიტანა.ამჟამად შუბი ინახება ეჩმიაძინის მონასტრის მუზეუმში.
  • თურმე,თამარ მეფის დროს გეღარდის მონასტერში ერთი სალოცავი თამარის მხედართმთავრებსაც აუგიათ.
  • მონასტრის მეორე სახელია აირივანქი ანუ გამოქვაბულის მონასტერი.

ზოგიერთი საინტერესო დეტალი სომხეთ-საქართველოს ისტორიიდან


  • ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით სომხები ლეგენდარული ურარტუს შთამომავლები არიან.
  • ზოგი კი თვლის რომ სომხები აბორიგენი(მკვიდრი) მოსახლეობა იყო.
  • ასევე არსებობს მოსაზრება,რომ სომხების ეთნიკური ჯგუფი ირანიდან მოვიდა და დასახლდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე.
  • ბაგრატიონები წარმოშობით სპერიდან იყვნენ.შემდეგ ეს გვარი ორ შტოდ გაიყო.ერთი შტო საქართველოში მეფობდა,მეორე კი სომხეთში.მეფეთა სომხურ დინასტიას ერქვა ბაგრატუნი.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა


         შენობა (ყოფილი გზათა მშენებლობის სამინისტრო) აშენდა 1974 წელს არქიტექტორ გ.ჩახავას მიერ, ზ.ჯალაღონიასთან ერთად.ინჟინრები:თ.თხილავა და ა.კიმბერგი.
 ნაგებობა პოსტკონსტრუქტივისტული სტილის ნიმუშია ბრუტალისტური სტილის ელემენტებით.

პეკინის ქუჩა თბილისში

  ალბათ ყველას უსეირნია ან უშოპინგია პეკინის გამზირზე,მაგრამ იცით რატომ ატარებს ეს გამზირი ჩინეთის დედაქალაქის სახელს?
  ყველასათვის ცნობილია ,რომ საბჭოთა კავშირს ჩინეთთან მეგობრობა აკავშირებდა.ამან ერთ-ერთი როლი ითამაშა გამზირისთვის სახელის შერჩევისას.თუმცა იყო სხვა სახელებიც.
  თავდაპირველად ეს იყო სოფელ ლისში მიმავალი შარაგზა.მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა როგორც ქუჩა.1959 წელს იყო ლისის ქუჩა,1981 წელს მშვიდობის გამზირი,1990 წელს გამსახურდიას გამზირი.პეკინი ეწოდა 2006 წელს.
  ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი.