Wednesday, December 6, 2017

სტალინის სტამბა მუზეუმი

        სტალინის სტამბა-მუზეუმი
საიდუმლო სტამბა მდებარეობს 300 არაგველის მეტროსთან,მარჯვნიდან პირველ ჩიხში.
მუზეუმი ადგილობრივმა გიდმა დამათვალიერებინა,რომელიც გულმხურვალე სტალინისტი აღმოჩნდა.მან განაცხადა,რომ დაზვერვაში პუტინთან ერთად მუშაობდა და ძველ პოლკოვნიკად გამეცნო.თურმე მას ხელფასი არ აქვს და არავინ ზრუნავს ამ მუზეუმზე.
ტურისტებისთვის შესვლა 10 ლარი ღირს.
სტალინს სტამბა ბაქოშიც ჰქონია და ბეჭდავდნენ აზერბაიჯანულად.თბილისში კი ქართულად,სომხურად და რუსულად იბეჭდებოდა და ევროპაში იგზავნებოდა.
თავიდან პატარა იყო სტამბა,შემდეგ ლენინმა გააკეთებინა.
თითქმის ყველაფერი რესტავრირებულია.
აქ არის სტალინის ლოგინი,სადაც 3 წელი ეძინა.
ლენინის და სტალინის ტომეულებია.ასევე,რეპროდუქციები.
მიწისქვეშა გვირაბში წყალი იდგა.
ვნახე ასოებით აწყობილი სტალინის სურათი.ასევე,გალაკტიონის ლექსი სტალინზე,რაც მეუცხოვა.
აქ არის სტამბის ამშენებლების გვარები და სურათები.

No comments:

Post a Comment