Tuesday, April 18, 2017

დადიანების კიბე



     ამ კირქვით ნაშენი კიბით დადიანები მარტვილის კანიონზე საბანაოდ ჩადიოდნენ.
 ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად,წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა, სადაც აბრაგები მგზავრებს უსაფრდებოდნენ,თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ.ამიტომაც ამ ადგილს მეგრულად "ოფუცხოლე" ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდეს. მდინარე აბაშის ხეობით მოხიბლულმა სამეგრელოს მთავრებმა ოფუცხოლე საქეიფო და საბანაო ადგილად აქციეს.ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანიც დადიოდა აქ საბანაოდ.მანამდე კი დავით აღმაშენებელი თავის აღმზრდელთან ერთად ბანაობდა აქ.

No comments:

Post a Comment