Tuesday, May 30, 2017

ლეგენდები ალექსანდრე დიუმას წიგნიდან " კავკასია"

  ალექსანდრე დიუმამ კავკასიაში 1858 წელს იმოგზაურა. მისი ნაწარმოები არ არის ისტორიული სიმართლე,ფაქტები დამახინჯებულია, მაგრამ უხვადაა გამოყენებული ლეგენდები კავკასიის და საქართველოს შესახებ.გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
  1.ბიბლიური გადმოცემის თანახმად,კიდობნის მტრედი იალბუზზე დამჯდარა.
  2.მტკვრის ანტიკური სახელწოდება იყო კირუსი,იგი მომდინარეობს სპარსეთის მეფე კიროს მეორის სახელიდან.
  3.კავკასია ბერძნულად თოლიების მთაა.
  4.ყურანში ალექსანდრე მაკედონელი გაიგივებულია ზულ-კარნაინთან.
  5.მდინარე თერგი კასპიის ზღვაში ჩაედინება. (ეს ისე, გონების სავარჯიშოდ).
  6.თურმე ორბელიანები მეხუთე საუკუნეში ჩინეთიდან მოსულან.
  7.კიდევ ერთი ლეგენდა ორბელიანებზე:წარღვნის დროს ერთი ადამიანი დაცურავდა წყლის ზედაპირზე და ნოეს გრაგნილს აწვდიდა,სადაც მისი წარმომავლობა იყო მოცემული და ნოეს კიდობანში მიღებას სთხოვდა.
  8. დიუმას მიერ ქართველების დახასიათება: ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეული ზურნის ხმა, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილ ტიტანებს მოგვაგონებენ და მზად არიან, ცაზე მიიტანონ იერიში.
 

No comments:

Post a Comment