თელავში ჭადრების ულამაზესი ხეივანი იყო.ერთ-ერთი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.ხალხს სჯეროდა რომ ეს ხე იყო კავშირი ცასა და მიწას შორის.იკრიბებოდნენ მის გარშემო და უყვებოდნენ თავის სატკივარს.ჭადრების ხეივნიდან მხოლოდ ერთი ჭადარი გადარჩა.ამ ხემ მადლიერების ნიშნად ხალხის სურვილების ასრულება დაიწყო.ეს ტრადიცია ახლაც არსებობს.თუ ჭადარს მნახველთა ჯგუფი წრეს შემოავლებს და სურვილს ჩაიფიქრებს,ის აუცილებლად ასრულდება.ეს ხე მდებარეობს თელავში,ერეკლე მეორის სასახლესთან.
No comments:
Post a Comment