დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე მდებარეობს ზუგდიდში.ზუგდიდში აბაშის და და შემდეგ სენაკის გავლით ჩავედი.
დადიანების სასახლე ნამდვილი ხელოვნების ზეიმია.
იგი დავით დადიანს ეკუთვნოდა.მისი მეუღლე იყო ეკატერინე ჭავჭავაძე.იქ დგას მეორე პატარა სასახლეც,რომელიც დავითის ძმას ნიკოს ეკუთვნოდა.მესამე ძმა კი ანდრია დადიანი იყო.
მათ ფართო განათლება და დიდი გასაქანი ჰქონდათ.ასევე,დიდი კავშირები ჰქონდათ.ანდრია დადიანმა იტალიაში სიგელი აიღო ჭადრაკში.ისინი დაუნათესავდნენ მიურატებს.
ყველაფერი დავით დადიანის ნაქონია.ვნახე კუს ბაქნით და სპილოს ძვლით გაკეთებული მაგიდები.
ვნახე რუსულ-ფრანგული მუზარადი,რომელიც დავითს ეკუთვნოდა.
ჰქონდათ უზარმაზარი ბიბლიოთეკა.
აქ არის ნაპოლეონის ნიღაბი.
დადიანების გერბზე წერია,ნუ შემეხებით.
გვარი მეგრული წარმოშობისაა.დადი მეგრულად ნიშნავს მფლობელს.
საძვალე მარტვილში აქვთ.ბოტანიკური ბაღიც ისტორიულია.კარის ეკლესია მე-19 საუკუნისაა.
აქ არის იტალიელი,გერმანელი,ფრანგი და ქართველი მხატვრების ტილოები:პიერ ბლანშარი,ფრანც კრიუგერი,ვასილ ტიმი,ფრიდრიხ ფრიში,ედუარდ ჰაუ,გრიგოლ გეგეჭკორი.
აქ,ასევე ნახავთ რუსი იმპერატორების პორტრეტებს.
დადიანებმა ძალაუფლება დაკარგეს ბატონყმობის გაუქმების მერე,დავითი უკანასკნელი იყო.
No comments:
Post a Comment