ჯონ სტაინბეკი და რობერტ კაპა საბჭოთა კავშირში გაემგზავრნენ,რომ რეპორტაჟი მოემზადებინათ იმაზე,რაზეც არავინ წერდა.ანუ უბრალო რუსი ხალხის ცხოვრებაზე.მათ უნდოდათ დაემსხვრიათ ის სტერეოტიპები,რაც ამერიკულ მედიაში არსებობდა საბჭოთა კავშირზე.გადაწყვიტეს დაეწერათ და გადაეღოთ ის, რასაც ნახავდნენ ქების და ლანძღვის გარეშე.
ლენინგრადი ნახევრად დანგრეული დახვდათ.თვითმფრინავები დაკაწრული და შეუხედავი.მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მხოლოდ ორი წელია გასული.გერმანელებს მოსკოვამდეც მიუღწევიათ და მოსკოვსაც ეტყობოდა ომის კვალი.
სტაინბეკს გაუმართლა,რომ ომი ახალი დამთავრებულია და რუსეთს სულაც არ უნდა ამერიკასთან ომი.ამიტომ ამ მოგზაურობამ უსიამოვნებების გარეშე ჩაიარა.
სტაინბეკმა შეამჩნია,რომ საბჭოთა რეჟიმმა თავისი კვალი დაატყო ახალგაზრდობას.რუსი ახალგაზრდები სერიოზულები არიან და ქუჩაში არავინ არ იღიმება.ამის გამო,ქალაქში გასეირნება სტაინბეკისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა.
შემდეგ მათ უკრაინა დაათვალიერეს.უკრაინელები უფრო მხიარული ხალხი აღმოჩნდა.ისინი სხვანაირი სლავები არიან.მათი ენა,უფრო ჩეხურს ან უნგრულს ჰგავს.
ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში გაჭირვება იგრძნობა.
სტაინბეკი და კაპა ხანდახან ერთმანეთს ვერ უგებენ და ერთმანეთს აჯავრებენ.
უკრაინელები სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხია.სტეინბეკს და კაპას დიდი სუფრები გაუშალეს.
ვოლგოგრადი ადრე სტალინგრადი იყო.კიევის მერე სტალინგრადს ესტუმრნენ.სტალინგრადის ფრონტზე რუსების დაწინაურებამ გადაწყვიტა ომის ბედი.მათ იხილეს ნანგრევებს შორის მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა,რომელიც სანაგვიდან საზამთროს ნარჩენებს ჭამდა.ეს გოგონა თავისი კორპუსის ნანგრევებში ცხოვრობს და არ უნდა სხვაგან წასვლა.
სტაინბეკი ამბობს,რომ კაცობრიობის ორი უდიდესი პოტენციალია შენება და ნგრევა.
გენიალურია რობერტ კაპას ჩანართი/საყვედური სტაინბეკის მიმართ.ისეთია ბევრს რომ იცინებ.რობერტ კაპას,როგორც ჩანს წერის ნიჭიც ჰქონდა.ის წუხს,რომ რუსები ძალიან სერიოზულები და მორალურები არიან და ფოტოების გადაღება არ უყვართ.
შემდეგ იწყება ქართული მოგზაურობა.პირველად სოხუმში გაჩერდნენ.სტაინბეკი ქართველებს სემიტებს უწოდებს.შუმერებადაც მოიხსენიებს.
საქართველოში სტაინბეკმა და კაპამ ამოისუნთქეს.რუსული სიცივის მერე თავი ისე იგრძნეს,როგორც საკუთარ სახლში.
მთელი წიგნი მსუბუქი იუმორით არის დაწერილი.არ იგრძნობა ღვარძლი არც ერთი ერის,არც ერთი მოვლენის მიმართ.სტაინბეკმა ნამდვილად შეძლო ყოფილიყო ობიექტური.ის ნამდვილად იმსახურებს,რომ ერთ ქუჩას მისი სახელი დავარქვათ.სტაინბეკი საქართველოდან აღფრთოვანებული წამოვიდა.
სტაინბეკი ამბობს,რომ ქართველებს ძალიან უყვართ პოეზია.ამერიკელები კი საერთოდ არ კითხულობენ პოეზიას.
საინტერესოა,რომ სტაინბეკმა სტალინის მუზეუმში 1947 წელს ნახა ის ექსპონატები,რომლებიც 1957 წელს გახსნილ შენობაშია.მაგ,მისი პატიმრობის ამსახველი რუკა,მისი დაწერილი წიგნები.
საინტერესოა,რომ ბათუმში ყველგან ამერიკული მუსიკა ისმოდა,რადგან რუსებს მოსწონდათ ამერიკული მუსიკა.
ბათუმშიც იგივე მოხდა,რაც უკრაინაში.სტეინბეკი და კაპა ჭამით გახეთქეს.
საბჭოთა კავშირში სრულიად მოუწესრიგებელი ფრენის განრიგი იყო.სრული ქაოსი აეროპორტში.თვითმფრინავები საათობით იგვიანებდნენ ხოლმე.ბორტზე საუზმეს არავინ არიგებდა ხოლმე და არც კონდიცირება იყო.
მოსკოვში კრემლი დაათვალიერეს შიგნიდან.არ მოეწონათ რუსული გემოვნება და კრემლი დაახასიათეს, როგორც ყველაზე დამთრგუნველი ადგილი მსოფლიოში.
ამბობენ,რომ რუსეთში საუკუნეების განმავლობაში ბევრი არაფერი იცვლება.
ამერიკაში გაფრენის დრო რომ დადგა,კაპას ფირებმა ცენზურა გაიარეს და რამდენიმე ფირი ჩამოართვეს.
შესანიშნავი წიგნია,მაგრამ პატარ-პატარა უზუსტობებია.სტაინბეკი ამბობს,რომ მსოფლიოში უძველესი ეკლესია კიევშია და მე-11 საუკუნით თარიღდება.კიდევ ერთი უზუსტობა არის ის,რომ სტეინბეკი ამბობს,ყველას უკრაინაში უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ფოტო ეკიდაო.არადა,მაშინ პირველი მდივნის თანამდებობა არსებობდა საბჭოთა კავშირში.
No comments:
Post a Comment