Thursday, November 26, 2020

ალეკო ელისაშვილის საბურთალოს ტური

 მნიშვნელოვანი ფაქტები:

1.საბურთალო იყო და იწყებოდა ვერეთი.საბურთალო თბილისს 1917 წელს შეუერთდა.1906 წელს კი ვაკე.1958 წელს კლდე გაჭრეს და თამარაშვილით ვაკე საბურთალოს მეორე მხრიდან დაუკავშირდა.

2.გმირთა მოედანზე იყო ყაზარმების გორა.ცირკის უკან ყაზარმების შენობები ახლაც არის შემორჩენილი.

3.გმირთა მოედანზე აფხაზეთის მემორიალის ადგილას ვასილ კიკვიძის ძეგლი იდგა.კიკვიძე ქუთაისელი გენერალი იყო.ეს ძეგლი გადაიტანეს ნახალოვკაში.

4.ზოოპარკის ტერიტორიაზე ვერის ბაღები და დუქნები იყო .
5.გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლესთან საბურთალოს ბაზარი იყო.
6.ცირკს და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ შენობას ერთი არქიტექტორი ჰყავდა.ტექნიკური უნივერსიტეტის წინ კი ლენინის ძეგლი იდგა.
7.არქივის შენობის არქიტექტორი ქალი იყო,ვალერია ჰაჯიბეილი.
8.ბუკიას ბაღი მირიან ბუკიამ გააკეთა.ის მებაღე და აგრონომი იყო.ბუკიას ერთი ნაწილი დღემდე შემოღობილია,რადგან იქ მკვლელობა მოხდა.
9.ჟან შარდენმა ერთ-ერთმა პირველმა დახატა თბილისი.
10.წითელი ბაღი სასაფლაოზე დგას,იქვე ახლომახლო გერმანელების სასაფლაო იყო.ახლა მემორიალი დგას.საქართველოში ასევე იყვნენ რუმინელი ტყვეები.ეს რუმინელი ტყვეები კუს ხორცს ჭამდნენ და ამიტომ გაქრნენ კუები კუს ტბიდან.
11.დელისი სოფელი იყო,ისევე როგორც დიღომი.დელისს ადრე გრდელისი ერქვა.რუსთავი ორის შენობასთან იპოვეს განძი,რომელიც დელისის განძის სახელით არის ცნობილი.
12.საბურთალო ჩაფიქრებული იყო,როგორც აკადემ-ქალაქი.ამიტომ აქ ჩასახლდა ინტელიგენცია.პირველი კოსტავას ქუჩა გაშენდა.                                                        
                                                                                                                                                                                     
                                                                                                                                                                                   


No comments:

Post a Comment