Tuesday, November 24, 2020

მეგალითური კულტურა საქართველოში

 მეგალითის ქართული შესატყვისია გმირთ-ნაკვეთი,ან გმირთ-კვეთილი.შეიძლება მეგალითებს უკავშირდებოდეს სიტყვები:დევის-ნამუხლი,ქალ-ქვა,სულთა ქვა,ქვათა-რძალი.ასევე,ქოროღლი უნდა ნიშნავდეს ციკლოპურს.წალკაში არის სანთას ქოროღლის ციკლოპური ციხე.ქართველებს სწამდათ,რომ ეს მეგალითები დევ-გმირებმა ააშენეს.

ბროლის ციხე აბესალომ და ეთერში და ბროლის ქვა ამირანში შეიძლება მეგალითებზე მიანიშნებდეს. გამოთქმაც ხომ არსებობს,გარგანტუას 10000 კლდე დასცვივდაო.

ქაჯეთის ციხეც შესაძლოა მეგალითებზე მიანიშნებდეს.

სამშვილდის ნაქალაქარის ადგილას ძველად მეგალითური კომპლექსი იდგა.სამშვილდე შეიძლება მშვილდოსნის ზოდიაქოს უკავშირდებოდეს.

მენჰირი კელტური სიტყვაა და ნიშნავს აზიდულ ქვას.ქართულად ასეც შეიძლება თქმა:ქვა-კაცი.ქვათა-რძალიც შესაძლოა მენჰირია.ბიბლიაშიც ხომ არის ეპიზოდი,როდესაც სოდომ-გომორის ტრაგედიის მერე ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა.გამოთქმაც არის ქართულ ენაში:შიშისგან გაქვავდა.

ბევრი მენჰირი გადაკეთდა ჯვრად და ასე გაჩნდა გამოთქმა ჯვარი-პატიოსანი.იქნებ სვეტი ცხოველიც მენჰირი იყო?

ზოგიერთი სომხური ხაჩკარი შეიძლება გადაკეთებული მენჰირი იყოს.

თეჯისის ციკლოპური ციხე პირვანდელი სახის არ არის,გადაკეთებულია.დასავლეთ კარში არის ერატიპა.კრომლეხიდან მხოლოდ 4 ქვაა გადარჩენილი.კრომლეხი კელტური სიტყვაა,ნიშნავს წრედ დაწყობილ ქვებს.

დოლმენიც კელტური სიტყვაა.

სოფელ ყიზილქილისადან 7 კმში არის კიდევ ერთი მენჰირი.

თავფარავნელი ჭაბუკის ლეგენდა და სომხური ახტამარის ლეგენდა ერთმანეთს ჰგავს.თავფარავანი უნდა ყოფილიყო სოფელი ფარავნის ტბასთან.

ერატიპა ქვახვრელი ეს არის ნახვრეტი ქვაში,სადაც უშვილო ქალი უნდა გამძვრალიყო,რომ შვილი ჰყოლოდა.უკავშირდება ძველ წარმოდგენას,რომ ჩვენი წინაპრების სული ქვაში სახლდებოდა და როცა ქალი ამ ქვაში 3-ჯერ გაძვრებოდა სული ქალის საშოში გადადიოდა და ყოველი ახალშობილი ჩვენი წინაპრის სულია.

ძალიან ჰგავს რაჭაში სიყვარულის ჩანჩქერის ქვეშ გაძვრომის რწმენას.თუ ამ ჩანჩქერის ქვეშ გაძვრები,გათხოვდებიო ამბობენ.

No comments:

Post a Comment