Friday, October 30, 2020

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "ნაზია ღამე"

 არაჩვეულებრივი წიგნი სასიყვარულო ურთიერთობებზე.ეს არის წიგნი იმაზე,თუ როგორ შეიძლება დაკარგო საკუთარი თავი ქორწინებაში.

  დიკი პროფესიით ფსიქიატრია.წარმატებას მიაღწია სარფიანი ქორწინების წყალობით.მან ნიკოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაიცნო.ნიკოლი ბავშვობაში მამამ გააუპატიურა და მას შიზოფრენია დაეწყო ,კერძოდ თანდაყოლილი მამაკაცების შიში.ნიკოლს დიკი შეუყვარდა და მას კლინიკიდან წერილებს წერდა.დიკის სიყვარულის წყალობით,ნიკოლი-ეს დამსხვრეული არსება გამთლიანდა.დიკმაც შეიყვარა ნიკოლი და ცოლად მოიყვანა.ფაქტიურად დათანხმდა,რომ იქნებოდა მისი ქმარი,მომვლელი,მაგრამ ის ვეღარ გათვალა,რომ 6 წელს ნიკოლს შესწირავდა და საკუთარი თავის განვითარებისთვის დრო აღარ დარჩებოდა.ვერასდროს იფიქრებდა,რომ ნიკოლის შეტევები ასე გამოაცლიდა ძალას.

   დიკი ცდილობს ნიკოლისგან ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს,მაგრამ ნიკოლის შემოსავალი დღითი-დღე მატულობს და დიკის მუშაობას აზრი ეკარგება.

  ასე გრძელდებოდა როზმერის გამოჩენამდე.როზმერი 18 წლის მსახიობია.როზმერის და დიკს ერთმანეთი შეუყვარდათ.დიკი ნატრობს,რომ ნიკოლთან გატარებული 6 წელი არ არსებობდეს.მისთვის ეს სიყვარული რაღაც ღრმად დამარხულის გამოვლენაა.ახლა მას ეჭვი ეპარება საკუთარ ნაშრომებში და მისტირის დაკარგულ წლებს.ცოლის გვერდით არის და მაინც მარტოა.

  როზმერი მალე გაემგზავრა.მათ ერთმანეთი 18 თვის მერე რომში ნახეს,სადაც მოსახდენი მოხდა.დიკს სიყვარულში იმედი გაუცრუვდა.მიხვდა,რომ ეს მხოლოდ ვნება იყო.თან როზმერის სხვა კაცთანაც აქვს რომანი.რომში დამთავრდა მისი ოცნება როზმერიზე.იმედგაცრუებისგან ტაქსისტებთან იჩხუბა,რომლებიც მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ და ცხვირი გაუტეხეს.

 ამის მერე,დიკი ძალიან გულჩათხრობილი გახდა.რაღაც მოუთმენელი სევდა აწუხებს.ცინიკური და აგრესიული გახდა.ხალხში ლოთის რეპუტაცია დაიმკვიდრა.

  ახლა ნიკოლმა გაივლო ფიქრი ღალატზე.ნიკოლი გრძნობს დასასრულს.განშორების ტკივილი აწუხებს,თან ახალი სიოს ქროლვას გრძნობს.ის უკვე იმდენად ჯანმრთელია,რომ შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას.საკუთარ თავში ის თვისებები დაინახა,რაც დიკმა მანამდე ვერ აღმოაჩინა.აღარ არის საჭირო,რომ დიკზე იყოს მიბმული.

  დიკი და ნიკოლი დაშორდნენ.დიკის და როზმერის ურთიერთობა არ შედგა,რადგან როზმერი ბავშვად დარჩა.დიკი ამერიკაში დაბრუნდა და მაინც ვერ იპოვა საკუთარი თავი....


No comments:

Post a Comment