Monday, August 31, 2020

გამოთქმები ბალზაკის შაგრენის ტყავიდან

 1.განა,სულიც საშინელ საწამლავს არ ქმნის თავის სიხარულთა,ძალთა და იდეათა კონცენტრაციით?განა,მრავალ ადამიანს არ ღუპავს რომელიმე ზნეობრივი მჟავა,რომელიც მოულოდნელად იღვრება მთელ მათ შინაგან არსებაში?

2.სურვილი გვწვავს,ძალა გვანადგურებს.მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს.

3.ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გრძნობაში,რომელიც ჩლუნგდება,არამედ ტვინში,რომელიც არ ცვდება და ყველაფერზე უფრო დღეგრძელია.

4.ბოლოს,ყოველივეს მივაღწიე იმიტომ,რომ ყოველივე უგულებელვყავი.

5.განა,ცოდნა უშუალო სიამოვნება არ არის?

6.არასოდეს არაფერი მომისურვებია,მხოლოდ ველოდი.

7.ჩვენი წინაპრები ნგრევას ამზადებდნენ სიცილით,ჩვენ კი ვიღიმებით ნანგრევებს შორის?

8.საზოგადოებრივი აზრი?ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა!

9.ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ:ან გრძნობები მოვკლათ და სიბერემდე ვიცოცხლოთ,ან ვნებათაღელვის მოწამებრივი გვირგვინი მივიღოთ და ახალგაზრდანი დავიხოცოთ.

10.ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად,მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვვაჭრობთ.

11.ჩვენ ყოველ წუთში ახალი არსებანი ვართ,განუმეორებელნი,განსხვავებულნი ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი მესაგან.

No comments:

Post a Comment