Tuesday, September 1, 2020

ბოჰუმილ ჰრაბალის "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა"

 მთავარი პერსონაჟია მაკულატურის მწნეხელი ჰანტა.მისი love story არის წიგნებთან ურთიერთობა.იგი უნებურად განათლებულია.ფაქიზი ყასაბია,რომელიც ანადგურებს წიგნებს და თუ საინტერესო რამეს გადააწყდება კითხულობს,ხოლო წაკითხვის შემდეგ იგი მაკულატურის შეკვრას უნდა ჩააყოლოს და ასე საკუთარი ხელწერა დაატყოს.იგი კითხულობს წიგნებს და სხვა სამყაროში ხვდება.წიგნების დახმარებით საკუთარ თავს პოულობს.იგი 35 წელია აქ მუშაობს და ახალგაზრდული ილუზიებიც აქ დაასამარა.იგი მარტოსულია.მარტოა ამ წიგნების მთებთან.

  წიგნში იგრძნობა,რომ ჩეხ ერს დიდი სულიერი წარსული მემკვიდრეობა აქვს.

 გული სტკივა,როდესაც უნიკალური წიგნები მოაქვთ ჩასაბარებლად.სახლი წიგნებით აქვს გამოტენილი.ცუდი თვისებებიც აქვს.ლუდის სუნად ყარს და პალტოში თაგვები უძვრებიან.ტუალეტშიც კი წიგნები უდევს.სკამზე დამჯდარს სძინავს,რომ წიგნები თავზე არ ჩამოექცეს.წიგნების აქეთ-იქით თრევით 9 სანტიმეტრი მოიკლო.არ უყვარს ბანაობა.

  სევდიანი ირონიით აღნიშნავს,რომ უნივერსიტეტ დამთავრებული ხალხი კანალიზაციაში მუშაობს:რომ ომის დამთავრებისთანავე,დიალექტიკის კანონის თანახმად,გამარჯვებული ძალა ისევ ორ ბანაკად დაიშლება.

 ძალიან სასაცილოა ეპიზოდი,სადაც ჰანტას შეყვარებული გოგონა განავალში ამოისვარა და ყველა მას დასცინოდა.ეს ორჯერ განმეორდა.

იგი იხსენებს ბოშებს,რომლებიც მას სტუმრობენ და მაკულატურის შეგროვებით ირჩენენ თავს.

  ხანდახან ჰალუცინაციები ეწყება ნასვამს და ვის არ ხედავს.ხან იესოს,ხან ლაო ძის.

  იგი აღიარებს,რომ მისი ცხოვრება მოწყენილი და მიტოვებულია.მეგობრებად ბუზები ჰყავს.

  მაკულატურას მექანიკურად წნეხს და გონებით კი სხვაგან დაფრინავს ემანუელ კანტთან ერთად.

 საინტერესოა როგორ იქცა ეს კაცი ასეთად.მეორე მსოფლიო ომის დროს მისი შეყვარებული ბოშა გოგონა გაზის კამერაში დაწვეს.მისი საყვარელი ფრაზაა,რომ ზეცა ნამდვილად არ არის ჰუმანური.მაგრამ არსებობს სიყვარული და თანაგრძნობა,რისიც სწამდა,მაგრამ შემდეგ ესეც დაივიწყა.ადამიანური ტრაგედიაა.ასე აუხეშებს ცხოვრება ადამიანს.

  შემდეგ ჩეხეთი საბჭოთა კავშირმა დაიპყრო.ახალი საწნეხი მანქანები დადგეს,სადაც თანამშრომლები არ კითხულობენ წიგნებს,უგულოდ ხევენ მათ და შვებულებას ღებულობენ.ჰანტას გული გაუტყდა.ახალი ეპოქა დაიწყო.ის მალე უმუშევარი დარჩება.სოციალიზმის მუშაკებს კი არ სჭირდებათ საქმისადმი მხატვრული მიდგომა,როგორც ამას თვითონ აკეთებდა.

 ინდუსტრიალიზაციამ იგი უფუნქციოდ დატოვა.შემდეგ იხილა,როგორ მოიწყო კეთილმოწყობილი ცხოვრება მისმა ყოფილმა შეყვარებულმა,რომელიც დაცინვის ობიექტი გახდა,და რომელსაც წიგნი არასდროს წაუკითხავს.

  ეს დღეც დადგა და ჰანტა სხვა სარდაფში გადაიყვანეს,სადაც მან უბრალოდ ქაღალდები უნდა შეფუთოს.მისთვის ეს სამყაროს დასასრულს ნიშნავს.მას წიგნების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.

  იგი ჩაჯდა თავის წნეხის მანქანაში და თავი მოიკლა.



No comments:

Post a Comment