Sunday, August 23, 2020

წმინდა გიორგის კულტი საქართველოში

 კაპადოკიელი წმინდა გიორგის კულტი საქართველოში შეერწყა თეთრი გიორგის კულტს.თეთრი გიორგი იყო მეომარი მთვარის ღვთაება.მთვარის ღვთაება იყო,ასევე, არმაზი.

ბაბილონურ მითებში გვხვდება მარდუქისა და თიამათის ბრძოლა.თიამათი წარმოდგენილია როგორც ზღვის ურჩხული,დრაკონი.

ასევე,შეიძლება გავიხსენოთ ამირანის ბრძოლა გველეშაპთან 3500 წლის წინ.

ასევე,გვახსენდება იასონი,რომელიც კლავს გველეშაპს.

ან თუნდაც,ჰერკულესის ბრძოლა გველეშაპთან.

გავიხსენოთ,შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია,რომელიც უკავშირდება შავნაბდიან მეომარს.

მოკლედ,გველეშაპთან ბრძოლის მოტივი უძველესია,მაგრამ უძველესი წერილობითი ცნობა წმინდა გიორგის მიერ დრაკონის მოკვლის შესახებ წერია ქართლის ცხოვრების მე-11 საუკუნის ჩანართში.წმინდა გიორგის კულტი გაძლიერდა მე-11 საუკუნიდან,დავით აღმაშენებლის დროს,რადგან ამ დროს სამხედრო იდეოლოგია იყო მთავარი.ამბობენ,დიდგორის ბრძოლაში წმინდა გიორგი ქართველების მხარდამხარ იბრძოდა.ქართველებთან ერთად ჯვაროსნებიც იბრძოდნენ.დავით აღმაშენებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯვაროსნებში და მათ წმინდა გიორგის კულტი აიტაცეს.მე-11 საუკუნეში სწორედ მათ დაიწყეს კაპადოკიაში გველეშაპთან მებრძოლ წმინდა გიორგიზე საუბარი.და გაჩნდა გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის პირველი გამოსახულებები.შემდეგ ჯვაროსნებმა ეს ამბავი მთელ ევროპას მოსდეს.

მე-13 საუკუნიდან ეს ხალხური მოტივი გადავიდა ჰაგიოგრაფიაში.

მანამდე წმინდა გიორგის გამოსახავდნენ,როგორც ახალგაზრდა,უწვერულ ჭაბუკს ხუჭუჭა თმებით,მეომარივით ჩაცმული,თეთრ ცხენზე ამხედრებული,თავზე წამებულის გვირგვინით.

საქართველოში გვაქვს,ასევე,ლომისის წმინდა გიორგი.ეს არის ხატი,რომელიც ხარის რქაზე დაბრძანებულა და 7000 ქართველი ტყვე იხსნა და სამშობლოში დააბრუნა.ლომისა იყო ღვთაება მთიულეთში.მანამდე,ამ ტაძრის ადგილას იყო წარმართული მთვარის ტაძარი და უკავშირდებოდა ხარის კულტს.

ამბობენ,საქართველოში იმდენი წმინდა გიორგია,რამდენიც დღეა წელიწადში.

ჟაკ დე ვიტრი იყო იერუსალიმის ლათინი პატრიარქი და ის ამბობდა,რომ აღმოსავლეთში ცხოვრობს კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი.ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ,რადგან მოწიწებით ექცევიან წმინდა გიორგის.მან ჩაიწერა ჯვაროსნული ლაშქრობები.

1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს გერბზე იყო თეთრი წმინდა გიორგი შვიდ მნათობთან ერთად.

გამსახურდიას "დიონისოს ღიმილში" თეთრი გიორგი ებრძვის შავი ზღვიდან ამოსულ ვეშაპს.

No comments:

Post a Comment