Monday, August 31, 2020

#ბალზაკი #შაგრენისტყავი

 ახალგაზრდა კაცი,სახელად რაფაელი დილიდან კაზინოში მიდის.მან ფული წააგო.ამის შემდეგ თავის მოსაკლავად მიდის.მან ცხოვრებაში რამდენიმე იმედგაცრუება გამოიარა და უკანასკნელი ფულიც წააგო.სახეზე ნიჭიერება ატყვია.კეთილშობილი ნაკვთები აქვს.უკიდურეს გაჭირვებაშია ჩავარდნილი.ამავე დროს მეცნიერია.

 შემდეგ ის ანტიკვარიატის მაღაზიაში შევიდა დროის გასაყვანად.იქ გამყიდველმა მას ურჩია შეიძინოს შაგრენის ტყავი,რომელიც მას განუსაზღვრელ ძალაუფლებას მიანიჭებს.ეს არის ცხვრის ,თხის ან ვირის აზიური წარმოშობის ტყავი-თილისმა.ეს ტყავი გამყიდველმა ინდოეთიდან ჩამოიტანა.ახალგაზრდა კაცი აჰყვა ცდუნებას და ისურვა უთავბოლო ღრეობა და დედამიწის ყველა სიამოვნება.რაც უფრო ბევრი იქნება მისი სურვილი,მით უფრო დაპატარავდება ტყავი და მისი ცხოვრების დღეები.მოგვიანებით ვიგებთ,რომ ეს ირანული ვირის ტყავია.შაგრი კი ქალაქია.

  ყმაწვილს რაფაელი ჰქვია.მან ტყავი ჯიბეში ჩაიდო და მაღაზია დატოვა.მას შეხვდნენ მეგობრები.მეგობრებმა რაფაელი ახლად დაარსებული გაზეთის ლიდერად დანიშნეს.გაზეთის მიზანია ოპოზიციის როლის თამაში,ისე რომ მეფის ხელისუფლება არ დაზიანდეს.ეს ახალგაზრდები მზად არიან ნებისმიერი სიბინძურე იკადრონ.ასე გადაიდო რაფაელის თვითმკვლელობა.

 მეგობრებმა იგი მდიდრულ ვახშამზე წაიყვანეს.იქ უამრავი პოეტი,თუ არქიტექტორი ტრიალებს,რომლებსაც ნიჭი არ აღმოაჩნდათ და ახლა თავიანთი ღვარძლი პოლიტიკაში უნდათ დახარჯონ.ამ სადილზე ჩანს,რომ ამ ადამიანებს არაფრის სწამთ,ყველაფერს დასცინიან,აბუჩად იგდებენ განათლებას,თავისუფლებას და ასეთი ადამიანები აპირებენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

 ამ საღამოზე ბიჭები შეხვდებიან კურტიზან ქალებს.ამ ქალებმა ყველაფერი იციან ცხოვრებაზე.აპირებენ წამიერ სიამოვნებას მიუძღვნან ცხოვრება,ოღონდ ტანჯვა არ იხილონ.და რამდენი სევდაა მათ ცხოვრებაში.

 რაფაელი სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა.მამა ძალიან მკაცრი ჰყავდა.ყველა სიამოვნებაზე უარს ეუბნებოდა და მუდამ აკონტროლებდა.პირველად სახარჯი ფული 20 წლის ასაკში მიიღო რაფაელმა.ცხოვრებასთან პირველი ნაცნობობა კაზინოში თამაში და ფულის მოგება იყო.ამის შემდეგ,მამამ საადვოკატო საქმეში ჩააბა.ახალგაზრდა რაფაელი სულ მუშაობდა და ახალგაზრდული გართობისთვის დრო არ რჩებოდა,რამაც მოგვიანებით იჩინა თავი.მამამისი გაკოტრდა.მალევე გარდაიცვალა.რაფაელი სრულიად მარტო და ღარიბი აღმოჩნდა.მამის მოპყრობამ საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინა,თუმცა გრძნობს,რომ დიდი საქმის საკეთებლად დაიბადა,მაგრამ სიმორცხვის გამო არაფერი გამოსდიოდა.სიმორცხვის გამო ქალების მოხიბვლას ვერ ახერხებდა,თუმცა კი მასში ცეცხლი გიზგიზებს და ოკეანე ბობოქრობს.იძულებითი მარტოობის,შეკავებული გრძნობების გამო მგრძნობელობა გაუმძაფრდა.იგი პატივმოყვარეობამ გადაარჩინა.გადაწყვიტა ხელმომჭირნედ ეცხოვრა და წიგნი გამოეცა,რომლითაც საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა.მან დაწერა კომედია,რომელსაც დასცინეს.მან უარი თქვა დიასახლისის ქალიშვილის სიყვარულზე,რადგან მდიდარი ქალის სიყვარულზე ოცნებობს.ის გამდიდრებაზე და ფუფუნებაზე ოცნებობს.ერთხელაც,მას შეხვდება მეგობარი,რომელიც ამბობს,რომ წარმატება წიგნის ჭიობით კი არ მიიღწევა,არამედ ხალხში ტრიალით და გაქექილობით.

მას გააცნეს ერთი დიდგვაროვანი ქალი,თეოდორა.რაფაელმა თეოდორას დაპყრობა გადაწყვიტა.ეს ქალი შეესაბამება მის პატივმოყვარულ სურვილებს.მას შეუყვარდა თეოდორა,მაგრამ თეოდორამ სიყვარულზე უარი უთხრა.ეს ეგოისტი ქალია.აღმერთებს ოქროს.სენტიმენტები არ გააჩნია.რაფაელი მასთან უამრავ დროს ატარებდა და შეყვარებული თვალებით უყურებდა,მაგრამ თეოდორას ერთხელაც არ ასძგერებია გული.თეოდორა მეგობრობდა რაფაელთან,რადგან მის ბიძაშვილთან ნაცნობობა სჭირდებოდა,რომ ქონება დაემტკიცებინა.

  რაფაელმა კი თავის წერის ნიჭი გაყიდა.ის ერთ უნიჭო მწერალს დაუწერს ნაშრომს და სანაცვლოდ ფულს გადაუხდიან.თეოდორას არ უნდა კაცის შეყვარება.ის უსიყვარულოდ,მხოლოდ ფულიან კაცს გაჰყვება ცოლად.

  თეოდორამ პირდაპირ უთხრა რაფაელს,რომ იგი საერთოდ არ უყვარს.ამის შემდეგ რაფაელმა აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.იგი დროსტარებაში რასტინიაკმა ჩაითრია.რაფაელმა საკუთარი კუნძულიც კი გაყიდა.

 შემდეგ ვუბრუნდებით შაგრენის ტყავის ისტორიას.რაფაელმა სიმდიდრე ინატრა და მოულოდნელად დიდძალი მემკვიდრეობა მიიღო.ის დარწმუნდა,რომ ტყავი მართლაც ასრულებს სურვილებს.

ამის შემდეგ ის ყიდულობს მდიდრულ სასახლეს,აჰყავს მსახური.მელანქოლიით და შინაგანი ბრძოლით შეპყრობილი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა.ის ცდილობს სიცოცხლე გაიხანგრძლივოს,რადგან თითოეული სურვილი ძვირად უჯდება და ტყავი პატარავდება.ცდილობს მოერიდოს ხალხში ტრიალს და რაიმეს ნატვრას.თუმცა,მაინც ვერ გაექცა ვნებათაღელვას.იგი თეატრში შეხვდა დიასახლისის ქალიშვილს,რომლის სიყვარულზეც თავის დროზე უარი თქვა სიღარიბის გამო.ახლა კი გოგონამ მემკვიდრეობა მიიღო.რაფაელმა იგი ცოლად შეირთო და გადაეშვა სიყვარულში.ტყავი კი ყოველდღიურად პატარავდება.

  თეატრში მას ის გამყიდველიც შეხვდა,რომელმაც ტყავი მისცა.თვით ამ გამყიდველმა უარყო ცხოვრება ცოდნისათვის და თქვა,რომ მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.

 რაფაელმა ტყავი ჭაში გადააგდო,მაგრამ მებაღემ კიდევ უფრო მეტად დაპატარავებული მოუტანა უკან.მან მეცნიერების დახმარებით სცადა მისი გაფართოება,მაგრამ უშედეგოდ.ის თვლის,რომ ტყავი დემონს ეკუთვნის.

შემდეგ მას ხველება აუტყდება მოულოდნელად.ერთმა ექიმმა თქვა,რომ კუჭი აწუხებდა,მეორემ აკვიატებული აზრი აწუხებსო,მესამემ სულიერმა მდგომარეობამ გამოიწვია შინაგანი სნეულებაო და სამკურნალო წყლებზე გაუშვეს.კურორტზე რაფაელს არავინ ეკარება და არავინ თანაუგრძნობს.იმდენად სძულთ იგი,რომ ერთმა ახალგაზრდამ დუელში გამოიწვია.რაფაელმა სურვილი ჩაიფიქრა და გაიმარჯვა.

ნუთუ არ შეიძლებოდა ტყავის უფრო ჭკვიანურად გამოყენება? ბოლოს,რაფაელმა თვითონ აღიარა,რომ ძალაუფლება ჰქონდა და ვერ გამოიყენა.

იგი საკუთარ სახლში,ცოლის მკლავებში გარდაიცვალა.


ფუჭ ვნებებს არ უნდა ავყვეთ და ძალაუფლება სწორად გამოვიყენოთ.


No comments:

Post a Comment