დონალდ ტრამპის ბიზნესია უძრავი ქონება და გასართობი სამყარო.მისი წინაპრები შოტლანდიელები იყვნენ.
მწერალი რობერტ კიოსაკი ამბობს,რომ დონალდ ტრამპი პირდაპირი და მკაცრია.ტრამპის ნაფიქრალი ხდება სიტყვა,ხოლო სიტყვა ხდება ქმედება.
ტრამპი ამბობს,რომ წარმატებულია იმის წყალობით,რომ შეუძლია ნაკლებმნიშვნელოვანი უკუაგდოს და სწრაფად ჩასწვდეს მთავარს.
ტრამპი დადებითად აფასებს ობამას პრეზიდენტობას.
მას კრიტიკა არაფრად მიაჩნია.
იგი გვირჩევს ვიყოთ ნოვატორები.ამისთვის საჭიროა ძველი ელემენტები გავაერთიანოთ,ან ორ რამეზე ერთდროულად ვიფიქროთ,რადგან ორი იდეის შეჯახებას მოჰყვება ინოვაცია.
ტრამპი გვირჩევს ვისწავლოთ გუნდური თამაში.ასევე,გვირჩევს ვიყოთ მადლიერები."ტრაგიკულ დღეებში უნდა ამაღლდეთ უბედურებაზე და გაიხსენოთ,რამდენი რამის მადლიერი უნდა იყოთ ცხოვრებაში".-ამბობს იგი.
ტრამპი საკმაოდ ნაკითხი ადამიანია.იგი თითოეულ პროექტს დეტალურად შეისწავლიდა და ბევრს კითხულობდა.
ტრამპი გვირჩევს კვირაში რამდენიმე საათი დავუთმოთ ლიტერატურის ან ისტორიის კითხვას,რადგან უნდა შეგვეძლოს სხვადასხვა თემებზე საუბარი.
ტრამპი დიდ პატივს სცემს ხელოვან ხალხს და ხედავს რამხელა შრომას დებენ ისინი თავიანთ შედევრებში.იგი თავის საქმიანობას ხელოვნებას ადარებს.
როგორ მოვერიოთ შიშს?ამისთვის საჭიროა პრობლემის მოგვარება.საჭიროა მოქმედება.შიშმა ფეხი არ უნდა მოიკიდოს ჩვენს ცხოვრებაში,მისი ადგილი რწმენამ უნდა დაიკავოს.
დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები მაღალ შეფასებას აძლევენ სისხარტეს.
უნდა განეწყო სამუშაოსთვის და პასუხისმგებლობას არ გაექცე.
ტრამპს ხშირად უწოდებენ თავხედს.თავად ტრამპისთვის თავხედობა გაბედულებას ნიშნავს,რადგან თვლის,რომ მორცხვი ადამიანი ვერ მიაღწევს წარმატებას.
ტრამპი გვირჩევს საკუთარი თავი გავიპიაროთ.
იგი გვირჩევს,რომ რა საქმიანობასაც არ უნდა მივსდევდეთ,აუცილებელია ვერკვეოდეთ ფინანსურ სამყაროში,თუ რახდება მსოფლიო ბაზარზე.ეს დაწყებით სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.
ყოველი დღის გათენებისას ვთქვათ,რომ ეს მშვენიერი დღეა და რომ ამ დღეს შეუძლია ჩვენი მომავლის შექმნა!
იგი თავს უხერხულად არ გრძნობს,რომ უამრავ სასაცილო რეკლამაში მიუღია მონაწილეობა.გვირჩევს,რომ სერიოზულად მოვეკიდოთ სამუშაოს და ნაკლებად სერიოზულად საკუთარ თავს.
გვირჩევს,რომ საკუთარ თავს ხშირად ვუთხრათ,რომ გენიოსები ვართ.
გამოთქმები წიგნიდან:
1.თითოეულ ჩვენგანს ძალუძს სამყაროს შესთავაზოს რამე უნიკალური.
2.ქაოსი ახალ გადაწყვეტილებებს წარმოშობს.
3.მაშ,რას ვფლობთ შინაგანად,რა ბუდობს ჩვენში?ბევრი კარგი იდეა,სამომავლო გეგმა.
4.პრობლემა უნდა მივიღოთ,როგორც თამაში,რომელიც უნდა მოვიგოთ.
5.გაეცალეთ კომფორტის ზონას,მოუსმინეთ საკუთარ თავს,შეიძლება თქვენი ძაბვა სხვა ჩამრთველს საჭიროებს.
6.საკუთარი ნიშა რომ შექმნათ უნდა იყოთ ორიგინალურები.ორიგინალობა კი დინების საწინააღმდეგოდ სიარულს ნიშნავს.
7.ყველა წამოწყებიდან რაიმე პოზიტიურს უნდა ელოდო.
8.ყველა ადამიანს წარმატების მიღწევის თავისი ხერხი აქვს.ზოგი საათობით უსაქმურად ზის და ბოლოს გენიალური იდეები მოსდის თავში,ზოგმა კი დღეში 7 საათი უნდა იმუშავოს.
9.იფიქრეთ იმაზე,თუ რა არ არსებობს და ეს ფიქრი მიგიყვანთ აღმოჩენამდე.
No comments:
Post a Comment