ახალგაზრდა კაცი,ალექსანდრე პრივალოვი სოლოვეცამდე გაიყოლებს ორ მონადირეს და მოხვდება იდუმალებით მოცულ სახლში,სადაც უზარმაზარი კატა დასეირნობს და გარედან აწერია ჯადოქრობის ინსტიტუტი.ალექსანდრემ ამ სახლში ღამე გაათია და იხილა უამრავი უცნაურობა.მან იხილა მოლაპარაკე კატა;წიგნები,რომელთა სათაურები წამდაუწუმ იცვლება და ქოხი,რომელმაც ფეხი აიდგა.ასევე,მოლაპარაკე სარკე.შემდეგ ჭაში მოლაპარაკე ქარიყლაპიას გადაეყარა.ალექსანდრეს ეს ყველაფერი მოსწონს და უნდა,რომ უფრო მეტი გაიგოს ამ უცნაურობათა შესახებ.იგი ფიქრობს,რომ საჭირო არ არის მოვლენას სასწაული ვუწოდოთ,თუკი მისი არსი არ გვესმის.შემდეგ მაღაზიაში ყიდვის მერე,გაცემული ხურდა ისევ ჯიბეში უბრუნდება.
შემდეგ მისი ოთახიდან დივანი გაქრა.მის ოთახში დივნის გამო უცნობმა ადამიანებმა კონდენსირება დაიწყეს,ზოგი ადამიანი ტუალეტში გაიჟონა.ადამიანები ჩნდებიან და ქრებიან და ეძებენ დივანს,რომელსაც ტრანსლატორს და თეზისს ეძახიან.ტრანსლატორი რეალურ სინამდვილეს ზღაპრულ სინამდვილედ აქცევს.
წიგნში არის ასევე უჩინმაჩინის ქუდი,ფილოსოფიური ქვა,ალქიმია და მაგია.ეს წიგნი ჰარი პოტერის მამად შეიძლება ჩაითვალოს.
ორშაბათი იწყება შაბათს,ანუ არასამუშაო დღეს მუშაობას რომ გაიძულებენ,ყოველდღე რომ მუშაობ,მაგრამ შენი საქმე გიყვარს და სულერთი ხდება ორშაბათია თუ შაბათი.
შემდეგ ალექსანდრემ მაგიის ინსტიტუტში დაიწყო მსახურება,სადაც ევალება არ დაუშვას ხანძარი.აქ მან გაიცნო უამრავი მაგიის დოქტორი.თვითონაც დაეუფლა მაგიის ხერხებს,მაგალითად მსხალი შექმნა.ეს დოქტორები ცდილობენ მიაგნონ ბედნიერებას ყველა ადამიანისთვის,რომელიც თეთრი თეზისია და რომელიც დივანშია.ამიტომ ელოლიავება ყველა დივანს.
ალექსანდრეს ევალება ასევე,რომ შეულოცოს დემონებს და მან იხილა სამაგიდო თამაშით გართული ორი დემონი.
ინსტიტუტში არის ასევე ბედნიერების განყოფილება,სადაც სიცილის კონდენსირებას ახდენენ.ცდილობენ ადამიანების სულიერი ტონუსის ამაღლებას და ქმნიან ექსტრაქტებს.
წიგნში შეხვდებით ასევე დამავოის და კოშჩეი ბესმერტნის.
ასევე,წიგნში არის წინასწარმეტყველება კლონების შექმნაზე.ჯადოქრები ქმნიან საკუთარ კლონებს და მათ აკეთებინებენ საკუთარ საქმეს.
ახალი წლის ღამეს ყველა ინსტიტუტში მოვიდა,რადგან საკუთარ საქმეზე უგონოდ შეყვარებულები არიან და ურჩევნიათ რამე კარგი საქმე დაამთავრონ,ვიდრე არყით გაილეშონ.ალექსანდრეც მუშაობის დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო.
ინსტიტუტში უჩვეულო ამბები ხდება.მაგ,ვამპირი,რომელიც გაუჩერებლად ჭამდა,გასკდა.ეს ვამპირი ექსპერიმენტი იყო,რომელიც მეორედაც უნდა ჩატარებულიყო,მაგრამ ექსპერიმენტი სხვა მაგებმა ჩაშალეს,რადგან ეს ვამპირი იდეალური ადამიანის ნიმუში უნდა ყოფილიყო და ნაცვლად ამისა მას სულ შიოდა და ჭამდა.
ნაწარმოებში შეხვდებით ასევე დროის მანქანას.ალექსანდრემ დროში იმოგზაურა და იხილა,რომ მომავალში ადამიანები შიშვლები ივლიან,რომ რობოტები ადამიანებს აუმხედრდებიან და რომ დედამიწას სხვა ცივილიზაცია დაიმორჩილებს.მისი დროში მოგზაურობა გამოცხადების წიგნს ჰგავს.
ჩვენი მაგები ინსტიტუტის გაზეთსაც ბეჭდავენ და პოეზიით არიან დაკავებულნი.
შემდეგ ბიჭებმა ამოხსნეს კონტრამოცია,ანუ დროში მოძრაობა მომავლიდან წარსულისკენ.ინსტიტუტის დირექტორი მომავლიდან წარსულისკენ ტრანსგრესირდება და იცის ვის რა ბედი ეწევა.კონტრამოციით ახსნეს,ასევე, ტუნგუსკის მეტეორის საიდუმლო.მეტეორის კვალს ვერავინ მიაგნო და ბიჭებმა ივარაუდეს,რომ მეტეორი ერთი დღით უკან გადაადგილდა დროის სიბრტყეზე და გაქრა.
ამ დროს,ბიჭები აღმოჩენით გამოწვეულ ნეტარებას ეძლევიან და მკითხველსაც ხიბლავენ მეცნიერების ჯადოსნური სამყაროთი.
გამოთქმა წიგნიდან:
ბედნიერება შეუცნობლის მუდმივ შემეცნებაშია და ცხოვრების აზრიც.თითოეული ადამიანი ბუნებით მაგია,მაგრამ ის მხოლოდ მაშინ ხდება მაგი,როდესაც ნაკლებად იწყებს ფიქრს საკუთარ თავზე და მეტად სხვებზე,როცა მუშაობა მისთვის უფრო საინტერესო ხდება,ვიდრე გართობა.
No comments:
Post a Comment