Monday, May 4, 2020

#აკაკიგელოვანი #მარადცოცხალი ხელოვნება

ამ წიგნში საუბარია ცნობილ მხატვრებზე.ბევრია ამ მხატვრების ქება-დიდება,მაგრამ არ არის მათი ნამუშევრების ანალიზი.ამ წიგნის წაკითხვის მერე ვერ გაიგებ მაინც რაში მდგომარეობს ლეონარდო და ვინჩის გენიალობა და ცოტა მოსაწყენია.
სასიამოვნო წიგნია,მაგრამ როგორ უნდა გავარჩიოთ რენესანსი,ბაროკო,როკოკო,კლასიციზმი და რომანტიზმი მხატვრობაში?კლასიციზმი არქიტექტურაში და ლიტერატურაშიც არსებობს,მაგრამ ამ წიგნიდან ვერ შეიტყობთ მათ საზღვრებს.
პირველ თავში აღწერილია ანტიკური საბერძნეთი და ხელოვნების ტრადიციები,რაც საბერძნეთმა მსოფლიოს დაუტოვა.
საბერძნეთი 1453 წლიდან 1821 წლამდე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა,რის გამოც უამრავი ბერძნული ხელოვნების შედევრი დაზიანდა და დავკარგეთ.
შემდეგ საუბარია სანდრო ბოტიჩელიზე.იგი ადრეული რენესანსის წარმომადგენელია ანუ კვატროჩენტისტი.ფსევდონიმი ბოტიჩელი თავისი ოქრომჭედელი მასწავლებლისგან აიღო.მის ტილოებში ოქროსფერი ჭარბობს.მისი საუკეთესო ნამუშევრებია:"გაზაფხული," "ვენერას დაბადება",  "ათენა და კენტავრი",  "ქრისტეს დატირება".
ბოტიჩელის ქერათმიანი მადონები დიდად არ მომწონს.თითქოს არისტოკრატი,ამპარტავანი ქალი პოზირებდა მისთვის როცა მადონას ხატავდა.მისი მადონები სამკაულებით არიან მორთულები და გვირგვინს იდგამენ და უცხოა ჩემთვის.სამაგიეროდ შეუდარებელია მისი ქალღმერთები(ათენა და აფროდიტე).
იტალიაში დამკვიდრდა შემდეგი ტერმინები:ტრეჩენტო-მე-14 საუკუნის მხატვრობა.კვატროჩენტო-მე-15 საუკუნის მხატვრობა,ანუ 1420წლიდან და ჩინკვეჩენტო ანუ მე-16 საუკუნის მხატვრობა 1500 წლიდან.
ლეონარდო და ვინჩი საფრანგეთში გარდაიცვალა.მას უამრავი დაუმთავრებელი პროექტი დარჩა.დაწყებულ საქმეს იშვიათად ასრულებდა.და ვინჩის ტილოებზე ერთი და იგივე კლდე მეორდება.ნეტავ,რა კლდეებია?
მიქელანჯელომ სიქსტინის კაპელის ჭერი წარმოსახვით მოხატა მოდელების გარეშე,მაშინ როცა ლეონარდო და რაფაელი ყოველთვის მოდელზე იყვნენ დამოკიდებულნი.
ბერძნულ ქანდაკებაში კუნთების ამობურცულობა ნაკლებია,მიქელანჯელო კი პირიქით ზრდიდა კუნთებს.
განმარტებები:
1.პანო:კედელზე შესრულებული ფერწერული სურათი.
2.ფრესკა:კირიან წყალში გახსნილი საღებავით ახლად შელესილ კედელზე ხატვა.
3.ტილო:სახატავად მომზადებულ ქსოვილს ადებენ გრუნტს.
4.ოფორტი:ლითონზე შესრულებული გრავიურა.
5.გრავიურა:ლითონზე ამოკვეთილი ნახატი,შემდეგ ქაღალდზე გადატანილი.
6.გრაფიკა:ქაღალდზე ხატვა ნახშირით,კალმით,ტუშით,ფანქრით,ცარცით.


გამოთქმა წიგნიდან:
სულით ღატაკთ არ შურთ სულით მდიდრებისა,რადგან არ ესმით.

No comments:

Post a Comment