ნაწარმოები იწყება ნაპოლეონთან გამომშვიდობების სცენით.ამ სახალხო მსვლელობაზე ახალგაზრდა ქალი ჟიული მოდის,რომ იხილოს საკუთარი სატრფო ოფიცერი ვიქტორ დეგლემონი.ჟიულის მამა შეშფოთებულია,რადგან ვიქტორი ჯარისკაცისთვის დამახასიათებელ თვისებებს ატარებს;მფლანგველია,ეგოისტია,უქნარა და მექალთანე.ჟიული მაინც გაყვა ცოლად ვიქტორს.მამაც მალე გარდაიცვალა.საომარი მდგომარეობის გამო ვიქტორმა ჟიული თავის ნათესავ მარკიზასთან გადაიყვანა ქალაქ ტურში.გათხოვების მერე ჟიული ძველებურად ანთებული აღარ არის ქმრის მიმართ.ტურში ჟიული ერთ ინგლისელ აზნაურს,არტურ ორმონდს შეუყვარდა.ჟიულის საიდუმლო ვიქტორის მამიდამ გაიგო.ჟიულის ილუზიები დაემსხვრა.გათხოვებამ ის მახინჯ,სნეულ და მობერებულ ქალად აქცია.მამიდა დახმარებას შეპირდა,მაგრამ ამ დროს ვიქტორმა რეჟიმის დაცემა აუწყა და საჩქაროდ ორლეანში წამოსვლა ურჩია.
ჟიულიმ მიატოვა ვიქტორის მამიდა და გზას გაუდგა,შეყვარებული ინგლისელი მას თან დასდევს.
მისი ქმარი გენერალი გახდა.ქმრის მამიდა გარდაიცვალა და ჟიული სრულიად მარტო დარჩა.ჟიული ქმართან პოზიციებს არ ამყარებს და მორჩილად აკეთებს ყველაფერს.ვიქტორმა საზოგადოებაში მაღალი ადგილი დაიმკვიდრა,ყველას ჭკვიანი ჰგონია,მაგრამ სინამდვილეში ჟიული განაგებს მის საქმეებს და მისი მრჩეველია.ჟიულის არ მოსწონს მამაკაცური როლი ოჯახში და პასიური ქალობა ურჩევნია.ამიტომაც იტანჯება.ტანჯვა ცოტა ხნით გოგონას დაბადებამ შეუმსუბუქა.თუმცა კი,მალევე შეამჩნია,რომ ქმარი საერთოდ გადაეჩვია.საბრალო ჟიული სიცოცხლით ტკბობას ვერ ახერხებს.მალე ისიც აღმოაჩინა,რომ ქმარი ღალატობს.ჟიულიმ საზოგადოებაში ხშირად გამოჩენა და შურისძიება და ქმრის დაბრუნება გადაწყვიტა,და აი,ისევ გამოჩნდა არტური.
არტურმა ჟიულის მკურნალობა იკისრა.მათ 1 წელი გაატარეს სანატორიუმში.ერთი წლის თავზე კი სიყვარულში გამოუტყდნენ ერთმანეთს.მაგრამ ჟიულიმ არტურს საფრანგეთის დატოვება მოსთხოვა,რადგან მისთვის მოვალეობა ოჯახის წინაშე წმინდაა.ამის შემდეგ ჟიული და ვიქტორი ერთად აღარ იწვნენ,მხოლოდ გარეგნულად დარჩნენ ცოლ-ქმრად.არტური საფრანგეთიდან არ წავიდა.ერთხელაც სცადა ჟიულისთან ყოფნა და ქალის ცივი უარის მერე თავი მოიკლა.ჟიული ისევ ლოგინად ჩავარდა და დაიწყო ისევ ტანჯული ცხოვრება.
ის სოფლად გადასახლდა,რადგან შინაგანად მკვდარია და განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა.მას მხოლოდ სოფლის მღვდელთან საუბარი ანუგეშებს.ის მღვდელს უამბობს,რომ დედობა აღარ სიამოვნებს,რადგან,როცა შვილს უყურებს ახსენდება ის,რაც უნდა ჰქონოდა და არ აქვს.როცა შვილს უყურებს,უნდა რომ მას მისი სატრფოს თვალები ჰქონდეს და არა ქმრის.ჟიულის საზოგადოების ნორმების დანგრევა უნდა. მღვდელს არ მოეწონა ჟიულის საუბარი.იგი თვლის,რომ ჟიულის ეგოიზმი ალაპარაკებს.მას არც ოჯახი ადარდებს,არც რელიგია და ეს ყველაფერი ჰედონიზმამდე მიიყვანს.მღვდელი თვლის,რომ ყალბ ფილოსოფიას და გამოსავლის ძიებას სიკვდილში,ჯობია რელიგიას მიმართოს,მაგრამ ჟიულის არაფრის მოსმენა არ უნდა.
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ჟიულის შეუყვარდა მასზე პატარა კაცი,ვინმე შარლ დე ვანდენესი.
შარლი და ჟიული საყვარლები არიან.მათ ვაჟიც შეეძინათ.ახალი ბავშვის შეძენამ ის გამოიწვია,რომ დედამ საყვარელი მამაკაცისგან შეძენილ ბავშვს მიანიჭა უპირატესობა და პირველი გოგონა სახელად ელენი დაიჩაგრა.ამ გოგონამ ეჭვიანობის ნიადაგზე ბიჭი დაახრჩო.ჟიულიმ ეს ბავშვი თავისი ქმრის ბავშვად გაასაღა.ქმრისგან კიდევ ერთი ბიჭი გუსტავიც შეეძინა.ამას მოჰყვა კიდევ 2 შვილი.უფროსმა ელენმა იცის დედის საიდუმლო და ის დედის მიმართ გაცივდა და გულჩათხრობილ ადამიანად გაიზარდა.მას მამა უფრო უყვარს.
ელენს მამის მიერ 2 საათით შეფარებული მკვლელი შეუყვარდა,რადგან თვითონაც ბოროტმოქმედად აღიქვამს თავს და მკვლელთან ერთად დატოვა სახლი.წლების მერე,მამამ ელენი მეკობრეთა ხომალდზე ნახა.მკვლელი ხომალდის მეთაური გახდა.იგი ელენს ფუფუნებაში აცხოვრებდა და ერთად 4 შვილი შეეძინათ.ელენი უზომოდ ბედნიერი იყო,მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.წლების მერე ის იტალიის მთებში შეხვდა ჟიულის.ელენის ქმარი და 3 შვილი ზღვაში შეტაკების დროს დაიღუპა.ელენი თავის უკანასკნელ შვილთან ერთად ჟიულის თვალწინ გარდაიცვალა.
შემდეგ ჟიულის მომდევნო 2 ვაჟი გარდაიცვალა.დარჩა 1 გოგონა.4 შვილი დაკარგა და მაინც მიკერძოებულად ძლიერად უყვარდა მოენა.მოენა დედას სიბერეში გულცივად ეპყრობოდა.ასეთ დარდებში გარდაიცვალა 50 წლის ჟიული.საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ მიმართული და დედობისთვის შეუფერებელი.ინტროვერტი და ეგოისტი ქალები კარგი დედები ვერ იქნებიან.
ვფიქრობ,რომ ეს არ არის ბალზაკის საუკეთესო ნაწარმოები.ბევრი რამ ბუნდოვანია.გაუგებარია მაინც რის გამო შეიძულა ჟიულიმ თავიდანვე ქმარი.ქმარს ხომ იგი ყოველთვის უყვარდა!გენერალი დეგლემონი უზომოდ მზრუნველი მამა აღმოჩნდა და როგორც მკითხველს გამიჭირდა მისი შეძულება.
ასევე,გაუგებარია სიკვდილის წინ რისი თქმა უნდოდა ელენს.ინანა მკვლელთან ერთად გაქცევა?აპატია დედას?ან საერთოდ რა იცოდა დედის საიდუმლო სიყვარულზე და რას ფიქრობდა?
თუმცა კი,ნამდვილად ჩამთრევი რომანია.უგუნურებამდე შეყვარებული ჟიულის გრძნობებიდან უცებ მეკობრეთა ხომალდზე ვხვდებით და დიდი თავგადასავლები იწყება.
No comments:
Post a Comment