Monday, June 17, 2019

მილორად პავიჩის "უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში"

  ნაწარმოები იწყება კარტის მოკლე ისტორიით,რომ იგი ბოშებმა ქალდეადან და ეგვიპტიდან ისრაელში და საბერძნეთში შეიტანეს და ტაროს კარტში ასტროლოგია და ნუმეროლოგია ურევია.
  პირველ თავში,სახელად მასხარა ვეცნობით სოფრონი ოპუიჩს.იგი საფრანგეთის არმიის კავალერისტია.უყვარს ქალები და დროსტარება,მაგრამ აქვს საიდუმლო.უნდა,რომ შეიცვალოს,მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის მისი იდუმალი ოცნება.მას სამყაროს წესრიგის შეცვლა უნდა.ის თვლის,რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ არის განწყობილი და ის მარტოსულია.განდეგილი მას ურჩევს,რომ მამის ჩრდილიდან გამოვიდეს,რადგან გამარჯვებული მამა შვილს ცხვარივით წინ გაირეკავს.
ნაწარმოები ძალიან პოეტურია.გვხვდება საინტერესო გამოთქმები.ძალიან მისტიკურია.ზოგჯერ შინაარსის გასაგებად დიდი დრო გვჭირდება.ნაწარმოებში ბევრი დაფარული აზრია.რას უნდა ნიშნავდეს სამი სიკვდილი და ორი წარსული?რას უნდა ნიშნავდეს,რომ მამაკაცებს ერთი სქესი აქვთ და ქალებს ორი? გაბრიელ გარსია მარკესის გავლენა იგრძნობა პავიჩის შემოქმედებაში.
  ოპუიჩს უნდოდა სურვილი ჩაეფიქრებინა მაგთან,მაგრამ მაგს მისი სურვილის შეეშინდა და კონსტანტინოპოლში გაუშვა.ასევე,ოპუიჩი ეძებს მამას.
  პაპესამ (ქურუმმა ქალმა)ოპუიჩს უთხრა,რომ ის მამამისივით სამხედრო პირი არასდროს იქნება და მას სულ სხვა გზა აქვს გასავლელი ცხოვრებაში.იგი საუბრით ტკბობას ისწავლის.
  ის შეხვდა დედას.დედა ურჩევს,რომ ცოლი მოიყვანოს.
  ნაწარმოებში ორი დაპირისპირებული მხარე გამოიკვეთა.ოპუიჩის მამა და მეორე გენერალი ტენეცკი.ტენეცკის ვაჟმა სოფრონის და გააუპატიურა.მამა ოპუიჩმა მოკლა უფროსი ტენეცკი და მოკლულის ქალიც მას შეხვდა.
  შემდეგ რამდენიმე თავი ამ ქალს ეხება.მას რასტინა ქვია.რასტინა გათხოვდა,რადგან ოპუიჩს მისი ომში წაყვანა არ შეეძლო.ერთი გოგო და ერთი ბიჭი შეეძინა.ბიჭმა ,სახელად არსენმა თავისი საუკეთესო მეგობარი შემოიკედლა.ამ მეგობარს კი სექსი ჰქონდა რასტინას ქალიშვილთან და რასტინამ ორივე გააგდო სახლიდან.
  რასტინას ქალიშვილი კაპიტან ოპუიჩის საყვარელი გახდა,მას შემდეგ რაც,ოპუიჩმა მოკლა ამ გოგონას სატრფო. ეს გოგონა მოგვიანებით უმცროს ოპუიჩთანაც დაწვება.რასტინას ვაჟმა,არსენმა გადაწყვიტა თავისი საუკეთესო მეგობრის გამო შურისძიება და კაპიტან ოპუიჩის მოკვლა.ამავე დროს,უფროსი ოპუიჩი არსენის მამაა.
  უმცროს ტენეცკისაც ჰყავს და.მას ერისენა ჰქვია.უმცროსმა ტენეცკიმ სოფრონი დაჭრა და სწორედ ერისენამ გადაარჩინა იგი.მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.ერისენა მესამე ფეხსაცმელია,ანუ ქალი,რომელიც დოგმებს არ მისდევს.ოპუიჩის და ერისენას შეხვედრა თავიდანვე ნაწინასწარმეტყველები იყო.
  ერისენა ცდილობს დაარწმუნოს ოპუიჩი,რომ ომი უაზრობაა და მეომრის პროფესიას შეეშვას.ოპუიჩი შეეშვა კიდევაც,მაგრამ რაღაც არ ასვენებს.ბოლოს,ერისენამ ურჩია მამამისთან ერთად კონსტანტინოპოლში წასვლა,რადგან საიდუმლო იქ გაცხადდება.ოპუიჩმა სურვილი ჩაიფიქრა კონსტანტინოპოლში,როდესაც ფარის ნახვრეტში თითი ჩაყო და ხელისგულით წრე შემოხაზა.
  ბოლო ეპიზოდში ერისენა ოპუიჩის მამას უყურებს ვნებიანი თვალებით და ფიქრობს,რომ მისგან ეყოლება შვილი.უმცროსი ოპუიჩისგან არ ეყოლა შვილი.ამ დროს ოპუიჩი მწარედ განიცდის,რომ მისი ოცნება მის გარეშე,სადღაც შორს ასრულდა და ვერც ვიგებთ მაინც რა იყო მისი ოცნება.უფროსი ოპუიჩი კი უცებ აორთქლდა და მეორე დღეს ვერავინ იპოვა.
  ეს არის რომანი ომის უაზრობაზე,მამებზე და ვაჟებზე,სიყვარულზე,ბედისწერაზე,გამარჯვებასა და დამარცხებაზე.
  ის,ვინაც ომში გაიმარჯვა,რეალურად დამარცხებულია,მას მომავალი არ აქვს.მაშ,რომელი ჯობია გამარჯვება თუ დამარცხება,გვეკითხება მწერალი...


გამოთქმები:
1.ქარმა წონაში მოიმატა და მას მერე არ მინახიხარ.
2.ყოველივე,რაც მიწის წიაღში ხდება,მხოლოდ ვარსკვლავების ციმციმის ანარეკლია.
3.მთვარის სუნთქვას ეპასუხება მდინარეების სუნთქვა.
4.ხორბალს ქრისტეს სხეულის სუნი ასდიოდა...
5.გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს,დამარცხება კი მუდამ ობოლია.გამარჯვებას და დამარცხებას ერთი დედა ჰყავთ.
6.მაინც როგორ დაუშვი,ღმერთო,რომ ჩვენს წინ კი არ გაყენებთ,არამედ ზურგს უკან გმალავთ?
7.თუ იმ მიმართულებით წახვალ,საითაც შენი შიში უფრო მძაფრდება,მაშინ სწორ გზას ადგახარ.
8.გამარჯვებას შვილები არა ჰყავს,მას მხოლოდ მამა ჰყავს.დამარცხებას კი 100 შვილი მაინც ჰყავს.ახლა იფიქრე,მათგან რომელი უფრო ძლიერია?
9.სიზმარი-ეს ჩვენი სამშობლოა ბაბილონის გოდოლის დროისა.
 
 

No comments:

Post a Comment