წიგნში თავიდანვე იგრძნობთ ბიბლიის აბუჩად აგდებას,თუმცა წიგნი სულ სხვა რამეზეა.
ავტორი აღშფოთებულია,რომ უნიჭო მწერლები იბეჭდებიან.
მოქმედება წარმოებს გამომცემლობაში.მდივანო გოგონა გვიამბობს გამომცემლობის ყოველდღიურობას.გვიამბობს,რომ მწერლები,რომლებიც მასთან დადიან,არიან მკვდარი ტექსტების ცოცხალი შემოქმედები.რომ საქართველოში მხოლოდ მკვდრებს კითხულობენ.
ნაწარმოებში ხდება უცნაური მოვლენები.რამდენიმე მწერალი გაუჩინარდა.მდივანმა გოგონამ კი წერილი მიიღო გაუჩინარებული ავტორისგან.გოგონამ პოლიციაში განაცხადა.შემდეგ მესაფლავე დაიკარგა.ვარაუდობენ,რომ ქალაქში სერიული მკვლელია.
მდივანმა გოგონამ შეყვარებული გაიჩინა,რომელმაც ერთ კვირაში ხელი სთხოვა.შემდეგ კი გაქრა.ეს ყველაფერი იმით ახსნა,რომ დიდი ხანია აღარ უდგება და გოგოების გამწარება მოსწონს.
სერიული მკვლელი დამლაგებელი აღმოჩნდა.დამლაგებლის მონოლოგი ცვლიდა მდივანი გოგონას მონოლოგს და ბოლო წუთამდე ვერავინ მიიტანა ეჭვი მასზე.გვამები მის სარდაფში იპოვეს.
ახლა კი გთავაზობთ გამოთქმებს წიგნიდან:
1.საქართველო ის უიშვიათესი ქვეყანაა,სადაც წიგნებს ყდის ფერების მიხედვით არჩევენ,რომ ესა თუ ის წიგნი შესაბამისობაში მოდიოდეს შპალერისა და ავეჯის ფერთან.
2.საქართველოში მკითხველები დინოზავრზე ადრე გადაშენდნენ
3.თუ თბილისში ერთი მილიონი მოსახლეა,ეს ნიშნავს,რომ მათგან ორი მილიონი პოეტია.
4.კარგ მწერალს სხვა არაფერი დარჩენია,გარდა ერთისა,იჯდეს და წეროს იმაზე,თუ როგორ მოკვდა ლიტერატურა.
5.რაც მეტს ფიქრობ,მით მეტ უაზრობას ამბობ,ხოლო რაც მეტ უაზრობას იტყვი,მით უფრო ახლოს ხარ ფილოსოფიასთან.
No comments:
Post a Comment