Thursday, May 16, 2019

მოგზაურობა ჩეხეთში

ჩეხეთში მოგზაურობისას აუცილებლად აღმოაჩენთ,რომ არსებობს ლუდის შამპუნი,საპონი და ლუდის სპა.ჩეხები არა მარტო სვამენ,არამედ კოსმეტიკაშიც იყენებენ ლუდს.
თუკი რაიმე მისტიკურს ეძებთ,მოინახულეთ ალქიმიის მუზეუმი,რომელიც ესპანურ სინაგოგასთან მდებარეობს.
პრაღის გარეთ მოინახულეთ ქალაქი კუტნა ჰორა.ამ ქალაქში ვერცხლის წარმოება იყო და ქალაქის სახელი ითარგმნება,როგორც შახტების გორა.წმინდა ბარბარა მეშახტეების მფარველად ითვლება.გზად დაინახავთ ფილიპ მორისის ქარხანას.
ძვლების ეკლესიაში შავი ჭირის დროს ძვლები ამოთხარეს და ინფიცირებულები ჩაასვენეს.ხოლო ძვლებით ეკლესია მორთეს.
მორავია ჩეხეთში ითვლება,როგორც ქრისტიანობის და ასევე ღვინის საწყისი.თავდაპირველად ჩეხები პროტესტანტები იყვნენ,შემდეგ კი მოხდა ჰუსიტების რევოლუცია და კათოლიკეებმა გაიმარჯვეს.
ჩეხეთში სანტა კლაუსის არ სჯერათ.სჯერათ,რომ საჩუქრები პატარა იესოს მოაქვს.
ჩეხეთში უყვართ პრინცესა ანა,რომელიც ინგლისის მეფე ჩარლზ მეორეს გაჰყვა ცოლად.
ასევე,უყვართ პირველი პრეზიდენტი ტომაშ მასარიკი.მისი სახელობის მოედანი ისრაელშიც კი არის.
პირველი მუზეუმი ჩეხეთში მე-14 საუკუნეში გაიხსნა.
ჩეხები განტვირთვის მიზნით ხშირად დადიან სოკოს კრეფაზე და იციან მათი ცნობა.
ჩეხების მფარველი წმინდანი ვიაჩესლავი ვიტუსის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.
ებრაელები პრაღაში მეცხრე საუკუნეში მოვიდნენ.
ვიტუსის ტაძარს გარგოილები(ouroboros) ამშვენებენ.გარგოილები ტაძარს ავი სულებისგან იცავენ.

No comments:

Post a Comment