Tuesday, May 14, 2019

საინტერესო ცნობები ქალაქ რუსთავზე

პირველ რიგში უნდა იცოდეთ,რომ რუსთავი თბილისზე ძველია.იგი თრდატ მეფემ ააშენა მეოთხე საუკუნეში.თავდაპირველად იყო კუხეთის ცენტრი და ითვლებოდა საუფლისწულოდ.რუსთავის ციხე იცავდა თბილისს.
რუსთავში რომ შეხვალთ თვალში მოგხვდებათ კათოლიკური ეკლესია თბილისის ქუჩაზე.რუსთაველებს სჯერათ,რომ შოთა რუსთაველი აქ დაიბადა.
სავარაუდოდ,რუსთავში ძველი ტომები-ხალიბები მოსახლეობდნენ. და რუსთაველები სიამაყით გაჩვენებენ ხალიბების ძეგლს.კულტურისა და დასვენების პარკში ადგილობრივი მოქანდაკეების ნამუშევრებს ნახავთ.აქ არის ყოფილი კულტურის სახლი "ხიმიკები" და ამ შენობის წინ იხილავთ მენდელეევის და მელიქიშვილის ძეგლებს.
1265 წელს რუსთავს ისეთივე შავი დღე გაუთენდა,როგორც თბილისს კრწანისის ომის დროს.აღდგომა დღეს ქალაქი ბექა ყაენმა დაანგრია.ამის შემდეგ რუსთავში დიდი ხნით შეწყდა სიცოცხლე.
1940 წლიდან აშენდა თანამედროვე რუსთავი.გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს.ინდუსტრიალიზაციის დროს რუსთავს კარვების ქალაქს ეძახდნენ,რადგან უამრავი მშენებელი ჩამოდიოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და კარვებში ცხოვრობდნენ.რუსთავის ფოლადის მეტალურგიული ქარხანა ამჟამად არ მუშაობს.
არც საბჭოთა ბუნკერია ღია მნახველებისთვის.
სამაგიეროდ ,ჰეიდარ ალიევის ძეგლი იწონებს თავს ქალაქში.
მთავარ მოედანს მშრალი მოედანი ქვია.
ადგილობრივები სიამაყით გირჩევენ გასინჯოთ ქათმის ფილე რუსთავულად.

No comments:

Post a Comment