Tuesday, July 10, 2018

ცნობები ლევან სანიკიძის "დედა ისტორიიდან"

  ინგილოები იყვნენ ლეკების მიერ ძალით გამაჰმადიანებული ქართველი გლეხები.
  ერეკლე მეორე ერთხანს ინდოეთში იყო გაგზავნილი ნადირ შაჰის მიერ საომრად.
  ერეკლე მეორემ ერევანი გაანთავისუფლა ყიზილბაშებისგან და ერევანი მას ხარკს უხდიდა.
  იმერეთის მეფის სოლომონ პირველის მეტსახელი იყო ქვახეთქია,მისი საოცარი თვალების გამო.
  გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგმა პიესაში "მინა ფონ ბარნჰელმი"ერეკლე მეორე აქო და ადიდა.
  1795 წლის კრწანისის ტრაგედიის მერე,რუსეთმა სპარსეთს ომი გამოუცხადა 1796 წელს,მაგრამ ომი არ შედგა,რადგან ეკატერინე მეორე გარდაიცვალა.
  ერეკლე მეორე წყალმანკით გარდაიცვალა.(სათესლეს გარშემო წყლით სავსე ბუშტის წარმოქმნა).
  კახეთში,სოფელ კაკაბეთთან,ნიახურას ციხესთან ქართველების და რუსების გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ლეკები.
  მას შემდეგ რაც მეფობა გააუქმეს ქართლ-კახეთში,რუსებმა ქართველი მეფეები და მათი შთამომავლობა რუსეთში გადაასახლეს და იქ პენსია დაუნიშნეს.
  მთიულეთის აჯანყების დროს,კაიშაურის კოშკთან 17 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.კაიშაური ხადას ხეობაშია.
  ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო სომხეთის ოლქის პირველი გამგებელი.
  ალექსანდრე გრიბოედოვმა შეადგინა თურქმანჩაის ზავი,რომლითაც ირანმა აღიარა რუსების ბატონობა კასპიის ზღვისპირეთში.
  1828 წელს გენერალმა პასკევიჩმა სამცხე-ჯავახეთში სომხები ჩაასახლა.
  რუსეთმა ყველაზე გვიან ბათუმი აიღო 1878 წელს.

No comments:

Post a Comment