მოთხრობათა კრებულის შესავალში ავტორი ამბობს, რომ ეს იყო მისი პირველი ესეები და არ მოსწონს მათი მძიმე ფორმა. ამბობს, რომ ამ ესეებს ბევრი ნაკლოვანებები აქვს. ეს მისი ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც აფრიკაში გაუსაძლის სიცხეში და სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ იქიდან დაუწყო ირონიით ყურება კომფორტს .
მოთხრობაში ირონია აღწერილია სიბერე და როგორი მარტოსულები, მიტოვებულები არიან მოხუცები.
მოთხრობაში "ჰო-სა და არა-ს შორის "ისევ სიღარიბეზეა საუბარი .
მოთხრობაში "სიკვდილი სულში "ავტორი გვიამბობს თავის მარტოობაზე, უთვისტომობაზე პრაღაში.
მოთხრობაში "სიცოცხლის სიყვარული "ჩანს, რომ მწერალს მოგზაურობა არ უყვარს .მისი ყველა მოგზაურობა სევდიანია.
ამ მოთხრობების კრებულს გასდევს საშინელი სევდა ,ამაოების განცდა, ადამიანის უმწეობა ცხოვრების წინაშე.
რატომ ჰქვია სარჩული და პირი? მწერალი სამყაროს სარჩულს და პირს გულისხმობს. ანუ მზე და ჩრდილი,ორი უკიდურესობა, ჭეშმარიტების ძიება და მისი ვერ პოვნა.
მზე ეს არის ალჟირი ,ჩრდილი ეს არის ევროპა. მწერალი ალჟირში გატარებულ ახალგაზრდობას უფრო ტკბილად იხსენებს ,ვიდრე ჩრდილიან ევროპას .
გამოთქმები წიგნიდან :
1.ზღვის ბორგვა არის სამყაროს გრძელი და გაბმული სუნთქვა.
2.სიმდიდრის გარკვეულ ზღვარს რომ მიაღწევ, ზეცაც და ვარსკვლავებით კალთაამოვსებული ღამეც ჩვეულებრივ ფუფუნებად გვესახება და ამაში სასწაულს ვერაფერს ჭვრეტ, აი, სიღარიბეს და სიდუხჭირეს ნაჩვევ კაცს კი, ზეცა თავის ნამდვილ არსს წარმოუჩენს და ფასდაუდებელ მადლად იქცევა მისთვის.
3.ერთადერთ შესაძლებელ ბედნიერებას ვეზიარე -საკუთარი გონება შემოვირიგე და მეგობრად გავიხადე.
4.კულტურის გარეშე შთენილი, თვით სრულქმნილი საზოგადოებაც კი ჯუნგლებს ემსგავსება.
No comments:
Post a Comment