ამ ლექსთა კრებულში ჩანს, რომ მწერალს უნდა ადამიანები სიცოცხლის დიდ საიდუმლოს აზიაროს.
მისი ლექსები ძალიან რომანტიული და ლირიკულია.
მის ლექსებში ჩანს მისი კარ-მიდამო, ბუნების სიყვარული და სოფლური იდილიური ყოფა.
საინტერესოა ლექსი, სადაც პოეტი ოქროსფერ ირემს დაეძებს.
შემდეგ მოდის მოთხრობა -ზღაპრები დედა -შვილობაზე. ამ მოთხრობებს გასდევს აზრი, რომ დედა-შვილს შორის ყველაზე სანუკვარი ურთიერთობაა.
შემდეგ მოდის აფორიზმები. ასევე, შეხვდებით ღმერთისადმი საგალობლებს.
პოეტი ამბობს, რომ რადგან სიცოცხლე უყვარს ,სიკვდილიც ეყვარება, როცა ის მოვა.
პოეტი ჰინდუისტი იყო,მაგრამ მისი ლექსები ქრისტიანობასაც უხდება.
ამ წიგნში ასევე არის თხზულება "დღენი ჩემი სიჭაბუკისა ".
ეს არ არის მისი ავტობიოგრაფია, არამედ ლიტერატურული მასალა.
მწერალი იხსენებს, როგორ ეზიარა პოეზიას.
იგი თხზავდა ლექსებს სულის ერთიანობაზე, ექოზე, ღრუბლებზე, რადგან ის ამ ყველაფერს განიცდიდა.
იხსენებს , როგორ მკაცრად ექცეოდნენ მსახურები და აკრიტიკებს სერვოკრატიას.
მისი მასწავლებლები უხეშობით გამოირჩეოდნენ და ბავშვებიც სწავლობდნენ უხეშობას.
მან ბავშვობიდან დაიწყო წერა.
იხსენებს ,როგორ მონათლეს ბრაჰმანად .ბრაჰმანი არის ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდება, ანუ ქურუმი.
თაგორი ბავშვობიდან ლიტერატურულ გარემოში იზრდებოდა. მისი ძმებიც წერდნენ და ოჯახის ყველა წევრი ეცნობოდა ლიტერატურას.
მას დიდი წვლილი მიუძღვის ბენგალური ენის განვითარებაში. ბენგალური ენა ინდურიდან მომდინარეობს. ამჟამად ბენგალელების ნაწილი ინდოეთში შედის და ნაწილი პაკისტანში .
თაგორი ნანობს, რომ მისი მოუმწიფებელი ნაშრომები ნაადრევად დაიბეჭდა მის ახალგაზრდობაში.
თაგორისთვის ინგლისური ლიტერატურა ქარიშხლიანი და ვნებათაღელვით სავსეა .მიაჩნდა, რომ ინგლისურ ლიტერატურას ზომიერება აკლია.
მწერალი ცდილობს გამოიცნოს, რა მოხდება ერთ დღეს მიზიდულობის ძალამ ,რომ იკლოს და შენობებზე და ძეგლზე გადახტომა შევძლოთ?
შესანიშნავი წიგნია დამწყები პოეტებისთვის. თაგორი ხომ სულით ხორცამდე პოეტი იყო.
ასევე ,კარგი წიგნია რომ ვისწავლოთ როგორ მოვექცეთ ბავშვს.
რაღაცით ჟან პოლ სარტრის "სიტყვები "გაგახსენდებათ. იქაც მწერლის ლიტერატურით ბავშვობიდან დაინტერესებაა აღწერილი.
თვითონ თაგორი ძალიან გულუბრყვილო, მოკრძალებული ადამიანი ჩანს . იგი თითქოს უდარდელი პეპელაა და მისთვის უცნობია სოციალური თუ სხვა პრობლემები .
გთავაზობთ რამდენიმე გამოთქმას წიგნიდან :
1.ის, ვის ხელშიაც იმყოფება ძალაუფლება, არ შეიძლება ბოროტად არ სარგებლობდეს ამ თავისუფლებით .მაგრამ ბოროტად სარგებლობის გარეშეც თავისუფლება ხომ თავისუფლება არ იქნებოდა.
2.დიადის გამეორება შეუძლებელია დამახინჯების გარეშე .
No comments:
Post a Comment