Wednesday, July 18, 2018

თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე "

  ჟურნალისტიკის სტუდენტი რადა მოდებაძე, რომელსაც ყველა დასცინის, ჯგუფელებზე პიკანტურ ინფორმაციას აგროვებს და ანონიმურ გაზეთს აქვეყნებს.
  მას ჯგუფში ყველაზე პოპულარული ბიჭი შეუყვარდა -ანდრია მახარაძე .მას შემდეგ რაც ამ ბიჭმა მონაწილეობა მიიღო გათამაშებაში ,რომლის მიხედვითაც რადა უნდა შეეცდინა, გოგონამ შურისძიება გადაწყვიტა.
  ანდრიას ბოდიშის მიუხედავად, რადამ ყველას გააგებინა, რომ ანდრია "გალავარეზობს".
  ყველაფერი საშინლად დამთავრდა. რადას ერთ -ერთმა შერცხვენილმა ჯგუფელმა თავი მოიკლა. ანდრია კი ავარიაში მოჰყვა. რადას ჟურნალისტობა აღარ უნდა  რადგან მიხვდა , რომ ამ პროფესიას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებს.
  იგი ინგლისში გაიქცა და მიმტანად დაიწყო მუშაობა მატარებელში. მატარებლის რესტორანში ორი წლის მერე ისევ შეხვდა ანდრიას.
  ლონდონში ერთად დაიწყეს ცხოვრება .რადამ სცენარისტობას მიჰყო ხელი. მათი სიყვარული იდეალური იყო თითქოს ,მაგრამ ანდრიამ მას უღალატა. რადამ ეს ვერ აპატია და დაშორდნენ.
  უცნაურია, როგორ აკლია ამ გოგოს პატიების უნარი და როგორ ანგრევს ადამიანების ცხოვრებას. სიუჟეტის უფრო მძაფრ განვითარებას მოველოდი და ვფიქრობდი, რომ რადა უნდა დასჯილიყო ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მაგრამ მეორე ნაწილში მხოლოდ "ლავ სთორი "დამხვდა. ამ წიგნის მიხედვით, სიყვარული ხანმოკლეა  და ყველაზე იდეალური წყვილებიც კი შორდებიან.
  მოკლედ თინეიჯერული საკითხავია.

No comments:

Post a Comment