ამ ლექსთა კრებულში ჩანს, რომ მწერალს უნდა ადამიანები სიცოცხლის დიდ საიდუმლოს აზიაროს.
მისი ლექსები ძალიან რომანტიული და ლირიკულია.
მის ლექსებში ჩანს მისი კარ-მიდამო, ბუნების სიყვარული და სოფლური იდილიური ყოფა.
საინტერესოა ლექსი, სადაც პოეტი ოქროსფერ ირემს დაეძებს.
შემდეგ მოდის მოთხრობა -ზღაპრები დედა -შვილობაზე. ამ მოთხრობებს გასდევს აზრი, რომ დედა-შვილს შორის ყველაზე სანუკვარი ურთიერთობაა.
შემდეგ მოდის აფორიზმები. ასევე, შეხვდებით ღმერთისადმი საგალობლებს.
პოეტი ამბობს, რომ რადგან სიცოცხლე უყვარს ,სიკვდილიც ეყვარება, როცა ის მოვა.
პოეტი ჰინდუისტი იყო,მაგრამ მისი ლექსები ქრისტიანობასაც უხდება.
ამ წიგნში ასევე არის თხზულება "დღენი ჩემი სიჭაბუკისა ".
ეს არ არის მისი ავტობიოგრაფია, არამედ ლიტერატურული მასალა.
მწერალი იხსენებს, როგორ ეზიარა პოეზიას.
იგი თხზავდა ლექსებს სულის ერთიანობაზე, ექოზე, ღრუბლებზე, რადგან ის ამ ყველაფერს განიცდიდა.
იხსენებს , როგორ მკაცრად ექცეოდნენ მსახურები და აკრიტიკებს სერვოკრატიას.
მისი მასწავლებლები უხეშობით გამოირჩეოდნენ და ბავშვებიც სწავლობდნენ უხეშობას.
მან ბავშვობიდან დაიწყო წერა.
იხსენებს ,როგორ მონათლეს ბრაჰმანად .ბრაჰმანი არის ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდება, ანუ ქურუმი.
თაგორი ბავშვობიდან ლიტერატურულ გარემოში იზრდებოდა. მისი ძმებიც წერდნენ და ოჯახის ყველა წევრი ეცნობოდა ლიტერატურას.
მას დიდი წვლილი მიუძღვის ბენგალური ენის განვითარებაში. ბენგალური ენა ინდურიდან მომდინარეობს. ამჟამად ბენგალელების ნაწილი ინდოეთში შედის და ნაწილი პაკისტანში .
თაგორი ნანობს, რომ მისი მოუმწიფებელი ნაშრომები ნაადრევად დაიბეჭდა მის ახალგაზრდობაში.
თაგორისთვის ინგლისური ლიტერატურა ქარიშხლიანი და ვნებათაღელვით სავსეა .მიაჩნდა, რომ ინგლისურ ლიტერატურას ზომიერება აკლია.
მწერალი ცდილობს გამოიცნოს, რა მოხდება ერთ დღეს მიზიდულობის ძალამ ,რომ იკლოს და შენობებზე და ძეგლზე გადახტომა შევძლოთ?
შესანიშნავი წიგნია დამწყები პოეტებისთვის. თაგორი ხომ სულით ხორცამდე პოეტი იყო.
ასევე ,კარგი წიგნია რომ ვისწავლოთ როგორ მოვექცეთ ბავშვს.
რაღაცით ჟან პოლ სარტრის "სიტყვები "გაგახსენდებათ. იქაც მწერლის ლიტერატურით ბავშვობიდან დაინტერესებაა აღწერილი.
თვითონ თაგორი ძალიან გულუბრყვილო, მოკრძალებული ადამიანი ჩანს . იგი თითქოს უდარდელი პეპელაა და მისთვის უცნობია სოციალური თუ სხვა პრობლემები .
გთავაზობთ რამდენიმე გამოთქმას წიგნიდან :
1.ის, ვის ხელშიაც იმყოფება ძალაუფლება, არ შეიძლება ბოროტად არ სარგებლობდეს ამ თავისუფლებით .მაგრამ ბოროტად სარგებლობის გარეშეც თავისუფლება ხომ თავისუფლება არ იქნებოდა.
2.დიადის გამეორება შეუძლებელია დამახინჯების გარეშე .
Tuesday, July 31, 2018
Thursday, July 19, 2018
ალბერ კამიუს "სარჩული და პირი "
მოთხრობათა კრებულის შესავალში ავტორი ამბობს, რომ ეს იყო მისი პირველი ესეები და არ მოსწონს მათი მძიმე ფორმა. ამბობს, რომ ამ ესეებს ბევრი ნაკლოვანებები აქვს. ეს მისი ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც აფრიკაში გაუსაძლის სიცხეში და სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ იქიდან დაუწყო ირონიით ყურება კომფორტს .
მოთხრობაში ირონია აღწერილია სიბერე და როგორი მარტოსულები, მიტოვებულები არიან მოხუცები.
მოთხრობაში "ჰო-სა და არა-ს შორის "ისევ სიღარიბეზეა საუბარი .
მოთხრობაში "სიკვდილი სულში "ავტორი გვიამბობს თავის მარტოობაზე, უთვისტომობაზე პრაღაში.
მოთხრობაში "სიცოცხლის სიყვარული "ჩანს, რომ მწერალს მოგზაურობა არ უყვარს .მისი ყველა მოგზაურობა სევდიანია.
ამ მოთხრობების კრებულს გასდევს საშინელი სევდა ,ამაოების განცდა, ადამიანის უმწეობა ცხოვრების წინაშე.
რატომ ჰქვია სარჩული და პირი? მწერალი სამყაროს სარჩულს და პირს გულისხმობს. ანუ მზე და ჩრდილი,ორი უკიდურესობა, ჭეშმარიტების ძიება და მისი ვერ პოვნა.
მზე ეს არის ალჟირი ,ჩრდილი ეს არის ევროპა. მწერალი ალჟირში გატარებულ ახალგაზრდობას უფრო ტკბილად იხსენებს ,ვიდრე ჩრდილიან ევროპას .
გამოთქმები წიგნიდან :
1.ზღვის ბორგვა არის სამყაროს გრძელი და გაბმული სუნთქვა.
2.სიმდიდრის გარკვეულ ზღვარს რომ მიაღწევ, ზეცაც და ვარსკვლავებით კალთაამოვსებული ღამეც ჩვეულებრივ ფუფუნებად გვესახება და ამაში სასწაულს ვერაფერს ჭვრეტ, აი, სიღარიბეს და სიდუხჭირეს ნაჩვევ კაცს კი, ზეცა თავის ნამდვილ არსს წარმოუჩენს და ფასდაუდებელ მადლად იქცევა მისთვის.
3.ერთადერთ შესაძლებელ ბედნიერებას ვეზიარე -საკუთარი გონება შემოვირიგე და მეგობრად გავიხადე.
4.კულტურის გარეშე შთენილი, თვით სრულქმნილი საზოგადოებაც კი ჯუნგლებს ემსგავსება.

Wednesday, July 18, 2018
თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე "
ჟურნალისტიკის სტუდენტი რადა მოდებაძე, რომელსაც ყველა დასცინის, ჯგუფელებზე პიკანტურ ინფორმაციას აგროვებს და ანონიმურ გაზეთს აქვეყნებს.
მას ჯგუფში ყველაზე პოპულარული ბიჭი შეუყვარდა -ანდრია მახარაძე .მას შემდეგ რაც ამ ბიჭმა მონაწილეობა მიიღო გათამაშებაში ,რომლის მიხედვითაც რადა უნდა შეეცდინა, გოგონამ შურისძიება გადაწყვიტა.
ანდრიას ბოდიშის მიუხედავად, რადამ ყველას გააგებინა, რომ ანდრია "გალავარეზობს".
ყველაფერი საშინლად დამთავრდა. რადას ერთ -ერთმა შერცხვენილმა ჯგუფელმა თავი მოიკლა. ანდრია კი ავარიაში მოჰყვა. რადას ჟურნალისტობა აღარ უნდა რადგან მიხვდა , რომ ამ პროფესიას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებს.
იგი ინგლისში გაიქცა და მიმტანად დაიწყო მუშაობა მატარებელში. მატარებლის რესტორანში ორი წლის მერე ისევ შეხვდა ანდრიას.
ლონდონში ერთად დაიწყეს ცხოვრება .რადამ სცენარისტობას მიჰყო ხელი. მათი სიყვარული იდეალური იყო თითქოს ,მაგრამ ანდრიამ მას უღალატა. რადამ ეს ვერ აპატია და დაშორდნენ.
უცნაურია, როგორ აკლია ამ გოგოს პატიების უნარი და როგორ ანგრევს ადამიანების ცხოვრებას. სიუჟეტის უფრო მძაფრ განვითარებას მოველოდი და ვფიქრობდი, რომ რადა უნდა დასჯილიყო ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მაგრამ მეორე ნაწილში მხოლოდ "ლავ სთორი "დამხვდა. ამ წიგნის მიხედვით, სიყვარული ხანმოკლეა და ყველაზე იდეალური წყვილებიც კი შორდებიან.
მოკლედ თინეიჯერული საკითხავია.

Tuesday, July 10, 2018
ცნობები ლევან სანიკიძის "დედა ისტორიიდან"
ინგილოები იყვნენ ლეკების მიერ ძალით გამაჰმადიანებული ქართველი გლეხები.
ერეკლე მეორე ერთხანს ინდოეთში იყო გაგზავნილი ნადირ შაჰის მიერ საომრად.
ერეკლე მეორემ ერევანი გაანთავისუფლა ყიზილბაშებისგან და ერევანი მას ხარკს უხდიდა.
იმერეთის მეფის სოლომონ პირველის მეტსახელი იყო ქვახეთქია,მისი საოცარი თვალების გამო.
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგმა პიესაში "მინა ფონ ბარნჰელმი"ერეკლე მეორე აქო და ადიდა.
1795 წლის კრწანისის ტრაგედიის მერე,რუსეთმა სპარსეთს ომი გამოუცხადა 1796 წელს,მაგრამ ომი არ შედგა,რადგან ეკატერინე მეორე გარდაიცვალა.
ერეკლე მეორე წყალმანკით გარდაიცვალა.(სათესლეს გარშემო წყლით სავსე ბუშტის წარმოქმნა).
კახეთში,სოფელ კაკაბეთთან,ნიახურას ციხესთან ქართველების და რუსების გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ლეკები.
მას შემდეგ რაც მეფობა გააუქმეს ქართლ-კახეთში,რუსებმა ქართველი მეფეები და მათი შთამომავლობა რუსეთში გადაასახლეს და იქ პენსია დაუნიშნეს.
მთიულეთის აჯანყების დროს,კაიშაურის კოშკთან 17 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.კაიშაური ხადას ხეობაშია.
ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო სომხეთის ოლქის პირველი გამგებელი.
ალექსანდრე გრიბოედოვმა შეადგინა თურქმანჩაის ზავი,რომლითაც ირანმა აღიარა რუსების ბატონობა კასპიის ზღვისპირეთში.
1828 წელს გენერალმა პასკევიჩმა სამცხე-ჯავახეთში სომხები ჩაასახლა.
რუსეთმა ყველაზე გვიან ბათუმი აიღო 1878 წელს.

ცნობები ლევან სანიკიძის წიგნიდან "დედა ისტორია"
თემურ-ლენგმა ილაშქრა ირანშიც და ინდოეთშიც.
დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებული მესხები ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდნენ,მარჯვნივ იმერეთი,მარცხნივ კახეთი და უკან ქართლი.
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.ეს ხალხური ლექსი მეთექვსმეტე საუკუნეში შეიქმნა,როდესაც ალგეთის ხეობაში,ფარცხისის ბრძოლაში ქართველები ირანელებთან დამარცხდნენ.
შაჰ-აბასი მიერეკებოდა ქართველებს ფერეიდანში,რადგან ეიმედებოდა,რომ ქართველები ხრიოკ ირანულ მიწაზე მიწათმოქმედებას გააჩაღებდნენ.
ქეთევანი შირაზში აწამეს.მისი ნაწილები ისპაჰანის კათოლიკურ ეკლესიაში გადაასვენეს,იქიდან კი გოას და-გრასას მონასტერში.
სუფრაჯი ნიშნავს სუფრის გამგებელს.
როსტომ ხანის შემდეგ მთელი 100 წელი ქართლს გამაჰმადიანებული ქართველები მართავდნენ,მაგრამ მათ ირანელი შაჰები ნიშნავდნენ.
1650 წელს ქუთაისში რუსი ელჩები იევლევი და ტოლჩანოვი ჩამოვიდნენ.მათ ტაძრების აღწერილობა დაგვიტოვეს.ისინი თეიმურაზ პირველმა მოიწვია,რადგან რუსეთის იმედი ჰქონდა.იგი იმერეთში იმალებოდა.
ტრისტიციები ეს არის სევდიანი ლექსები.
სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში წარმატებით რომ დასრულებულიყო,ახლა საქართველო კათოლიკური იქნებოდა.
ვახტანგ მეექვსე იყო კარგი მწიგნობარი და განმანათლებელი,მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი და სარდალი.მას შეეძლო დაეპყრო ირანი,მაგრამ ვერ გაბედა.

ბუღა თურქმა მოკლა კონსტანტი კახი,აბულ ყასიმმა გობრონი.
დავით სოსლანი გამსახურდიასეული გიორგი პირველის მეორე ცოლისგან შობილი ვაჟის შთამომავალი იყო.
ბაგრატ მეოთხის ასული მართა-მარიამი მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიის დედოფალი ანუ ბასილისა იყო.
დავით აღმაშენებლის მეუღლე,გურანდუხტი ყივჩაღთა მთავრის ასული იყო.
აღმაშენებლის დროს შეიქმნა დიდი სახელმწიფო,სადაც ყველა კავკასიელი ხალხი გაერთიანდა.ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდან არეგაწამდის.
დემეტრე პირველმა თვალები დასთხარა საკუთარ ძმას,ცვატას ღალატისთვის.
გიორგი მესამემ თვალები დასთხარა ძმის შვილს,დემნა ბატონიშვილს ღალატისთვის.
ლაშა-გიორგის ზედნადები სახელი ლაშა ნიშნავს განმანათლებელს,ქვეყნის მანათობელს.
დავით ნარინმა დაარბია და შეინარჩუნა თამარის დროს შექმნილი ტრაპიზონის სამეფო.
მეცამეტე საუკუნეში,მონღოლების დროს ,სამცხე-ჯავახეთი გამოეყო თამარის ერთიან საქართველოს და იქ ცალკე მმართველობა დამკვიდრდა.აქ მშვიდობა იყო,რადგან სამცხეს მონღოლები მფარველობდნენ.სამცხე გიორგი ბრწყინვალემ შემოიერთა.მან აღმაშენებლის დროინდელი საქართველო აღადგინა.
თემურ-ლენგი თურმე წიგნებს სცემდა პატივს.ქართული ბიბლიოთეკა გაიტანა სამარყანდში.

ავტორი იყენებს გამოთქმას "თავადი სიტყვა" ანუ მთავარი სიტყვა.
აიეტის და პასიფაე იყო კრეტის მეფის მინოსის ცოლი.
თურმე, ოქროს საწმისი ერთ ლტოლვილ ბერძენ პრინცს მოუტანია კოლხეთში.
მედეას ბერძნებმა შვილები მოუკლეს,რადგან მედეამ ჯადოქრობით მოკლა იასონის ახალი საცოლე.
ევრიპიდეს ტრაგედია "მედეას" გამო ჰგონიათ მედეა შვილების მკვლელი.
ფარნავაზიც,მსგავსად ვახტანგ გორგასლისა,თბილისისკენ ნადირობდა.მან დიღმის ველზე იპოვა ცნობილი განძი.
ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი შესაძლოა რაბინები იყვნენ და იესოს გასასამართლებლად მიიწვიეს იერუსალიმში.
პონტო ბერძნული წარმოშობის სახელმწიფო იყო,ხოლო პართია ირანელი არშაკიდების.
წმინდა ნინომ მთიულეთში იქადაგა ქრისტიანობა კახეთში დასახლებამდე.
ნინომ გააქრისტიანა რიფსიმე და გაიანე.
კონსტანტინოპოლს იმპერატორ კონსტანტინეს საპატივცემულოდ დაერქვა ეს სახელი.ეს ის კონსტანტინეა,რომელმაც ქრისტიანობა პირველმა მიიღო.
მანამდე კონსტანტინოპოლი იყო ძველი ბერძნული კოლონია ბიზანტიონი.აქედან მოდის ბიზანტიის იმპერიის სახელი.
ფოთში არსებობდა სკოლა მუზათა ტაძარი.
ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სახელი იყო იალბუზის გმირი.
ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ თბილისი მოარბია,რადგან მცხეთის ჯვრის აღმშენებელი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციის იყო.

Subscribe to:
Posts (Atom)