Thursday, November 26, 2020

ალეკო ელისაშვილის საბურთალოს ტური

 მნიშვნელოვანი ფაქტები:

1.საბურთალო იყო და იწყებოდა ვერეთი.საბურთალო თბილისს 1917 წელს შეუერთდა.1906 წელს კი ვაკე.1958 წელს კლდე გაჭრეს და თამარაშვილით ვაკე საბურთალოს მეორე მხრიდან დაუკავშირდა.

2.გმირთა მოედანზე იყო ყაზარმების გორა.ცირკის უკან ყაზარმების შენობები ახლაც არის შემორჩენილი.

3.გმირთა მოედანზე აფხაზეთის მემორიალის ადგილას ვასილ კიკვიძის ძეგლი იდგა.კიკვიძე ქუთაისელი გენერალი იყო.ეს ძეგლი გადაიტანეს ნახალოვკაში.

4.ზოოპარკის ტერიტორიაზე ვერის ბაღები და დუქნები იყო .
5.გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლესთან საბურთალოს ბაზარი იყო.
6.ცირკს და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ შენობას ერთი არქიტექტორი ჰყავდა.ტექნიკური უნივერსიტეტის წინ კი ლენინის ძეგლი იდგა.
7.არქივის შენობის არქიტექტორი ქალი იყო,ვალერია ჰაჯიბეილი.
8.ბუკიას ბაღი მირიან ბუკიამ გააკეთა.ის მებაღე და აგრონომი იყო.ბუკიას ერთი ნაწილი დღემდე შემოღობილია,რადგან იქ მკვლელობა მოხდა.
9.ჟან შარდენმა ერთ-ერთმა პირველმა დახატა თბილისი.
10.წითელი ბაღი სასაფლაოზე დგას,იქვე ახლომახლო გერმანელების სასაფლაო იყო.ახლა მემორიალი დგას.საქართველოში ასევე იყვნენ რუმინელი ტყვეები.ეს რუმინელი ტყვეები კუს ხორცს ჭამდნენ და ამიტომ გაქრნენ კუები კუს ტბიდან.
11.დელისი სოფელი იყო,ისევე როგორც დიღომი.დელისს ადრე გრდელისი ერქვა.რუსთავი ორის შენობასთან იპოვეს განძი,რომელიც დელისის განძის სახელით არის ცნობილი.
12.საბურთალო ჩაფიქრებული იყო,როგორც აკადემ-ქალაქი.ამიტომ აქ ჩასახლდა ინტელიგენცია.პირველი კოსტავას ქუჩა გაშენდა.                                                        
                                                                                                                                                                                     
                                                                                                                                                                                   


Wednesday, November 25, 2020

სერგი მაკალათიას "ხევსურეთი"

 ბრინჯაოს ხანაში ხევსურეთი უკვე დასახლებული იყო.შემდეგ ვხვდებით ცნობას,რომ ფშავ-ხევსურეთმა მირიანის მოთხოვნით არ მიიღო ქრისტიანობა.ხევსურები წარმოშობით ფშაველები არიან.ფშავიდან მოხდა მიგრაცია ჩრდილოეთით.ტერმინი ხევსურეთი მე-15 საუკუნიდან გამოიყენება.ამის გამო ამბობდნენ,რომ აქ მოვიდნენ ჯვაროსნები და ხევსურები მათი შთამომავლები არიანო.ეს მოსაზრება გარეგნულ მსგავსებაზეა აგებული და მცდარია.

უგზოობის გამო ხევსურები მოწყვეტილნი იყვნენ დანარჩენ კუთხეებს.თვით სიტყვა ხევსურეთი ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს.

ხევსურეთის მთებში მოიპოვება მარმარილო და სპილენძი.

ხევსურების გადასახლება მოხდა გუდამაყარში,ხევში,კახეთში,გომბორზე.

1212 წელს ფშავ-ხევსურეთი თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულა.აჯანყების მიზეზი უცნობია.თამარმა ივანე მხარგრძელი გაგზავნა აჯანყების ჩასაქრობად და ფხოველები დანებებულან.

ჩრდილოეთ კავკასიელები ყოველთვის ჩვენი მეგობრები იყვნენ,სანამ მე-14 საუკუნეში თემურ-ლენგმა არ გაამაჰმადიანა ისინი.მე-16 საუკუნეში კი შაჰ-აბასი ამხედრებდა მათ ჩვენს წინააღმდეგ.

1804 წელს მთიულეთის აჯანყების დროს,მეფის რუსეთმა მოისყიდა ხევსურები,რომ არ მიეღოთ მონაწილეობა აჯანყებაში და ეს აჯანყება დამარცხდა.

1812 წელს კახეთის აჯანყების დროს,რუსეთის ჯარი შატილამდე ასულა მეფე ერეკლეს ვაჟის,ალექსანდრე ბატონიშვილის დასაჭერად და შატილელებს მწარე მარცხი აგემეს რუსებმა.

ხევსურეთი უნაყოფოა,რადგან ნახევარზე მეტი კლდეებია.ამიტომ აქ მარტო მესაქონლეობაა.ეკონომიკურად ღარიბია.

მიწების მოპოვების მიზნით ხევსურები და ფშავლები ხშირად ომობდნენ.მიწების გამო ხევსური ხევსურსაც ხშირად კლავდა.ხევსური მწყემსობას არ კადრულობდა და ქირაობდა ან გუდამაყრელს ან მთიულს,ან ქისტს.

ხევსურულად ყველს კუსი ჰქვია.

გუდანის ჯვარის სახელით სამეკობროდ მიდიოდნენ.არსებობდა სისხლის აღების წესი.კაცის მოკვლის შემდეგ მკვლელს 80 ძროხა უნდა მიეყვანა დაზარალებულთან.ქალის მოკვლის შემთხვევაში 30,ქმარმა რომ ცოლი ან შვილი მოკლას 5 ძროხაც საკმარისია.

კეჭნაობა არის ხევსურული შურისძიების ერთ-ერთი სახე,რომელიც ფარიკაობას ჰგავს.ამჟამად ცეკვაში არის შემორჩენილი.

თუ კატას ჩამოახრჩობდნენ და ვინმეს სახლთან ჩამოკიდებდნენ,ეს წყევლას ნიშნავდა.

ქალი ხევსურეთში სრულიად უუფლებო არსება იყო.ქალის ცეკვა არ შეიძლებოდა ქორწილში.ქორწილის მერე ქმარს ცოლთან ერთი წლის მანძილზე ეკრძალებოდა დაწოლა.ქალი გადადიოდა მამისეულ ოჯახში და ხანდახან ქმრის ოჯახშიც მოდიოდა.ასე ქალს ეძლეოდა დრო,რომ შეჩვეოდა უცხო ოჯახს. ქმრის ოჯახი კი აკვირდებოდა ახალ რძალს,თუ რამდენად მშრომელია იგი.

დაშორების შემდეგ,ბავშვი მამასთან რჩებოდა.

თვიურის დროს,ქალი სახლიდან მიდიოდა იქვე ახლო-მახლო ქოხში და თვიურის დამთავრებამდე იქ რჩებოდა,რადგან უწმინდურად ითვლებოდა და ეგონათ,რომ ყველას მოჯადოება შეეძლო.

მშობიარობის დროს ქალი მარტო მშობიარობდა,რადგან მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა.მშობიარობიდან 2 კვირის მერე,საკლავს კლავდნენ სახლის ბანზე და ამ გზით ოჯახიც და ქალიც იწმინდებოდა.ისე ძალიან სასაცილოა,უწმინდურ ქალს ცხვრის სისხლით რომ წმინდავდნენ.

კეჭნაობის და გაუთავებელი მკვლელობების გამო ხევსურეთში ექიმობა საპატიო საქმედ ითვლებოდა.ოპერაციებს გაუტკივარების გარეშე აკეთებდნენ და ამტანი ხევსურები ამას იტანდნენ.

ხევსურულ სამოსს ჰქვია ტალავარი..

ხევსურული კოშკები სავარაუდოდ თუშებისგან და ქისტებისგან გადმოიღეს.

ქალები თმას იყვითლებდნენ საქონლის შარდით ან ნაცრით.

ხევსურეთში იყო სწორფრობის ტრადიცია,ფშავში წაწლობა.ქალი და ვაჟი ერთმანეთს ირჩევდნენ,შეეძლოთ ერთად წოლა,წელს ზევით მოფერება,მაგრამ სქესობრივი კავშირი არა.ამ ტრადიციით,ისინი ემზადებოდნენ სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებისთვის.ხევსურეთი ეს არის არშემდგარი სიყვარულის მხარე,სადაც ეს ტკივილი პოეზიაში დარჩა.

მომაკვდავი ადამიანიც უწმინდურად ითვლებოდა.მას სახლში სიკვდილის უფლება არ ჰქონდა და გარეთ ღია ცისქვეშ გაჰქონდათ.მიცვალებულს საფლავში არაყს ატანდნენ..მიცვალებულს წყაროს აუგებდნენ ხოლმე.ვინმე გამოივლის და შენდობას იტყვისო.

საქართველოშიც იყვნენ მისნები.ხევსურეთში იყო მესულთანე ქალი,რომელიც გარდაცვლილის სულის თხოვნებს კითხულობდა.

თუ ადამიანს მემკვიდრე არ ჰყავდა,აწყობდა ეგრეთ წოდებულ თავის დამარხვას და სიცოცხლეშივე იხდიდა პანაშვიდს.

ხევსურების რწმენით,საიქიო ერთი დიდი კოშკია,რომელსაც წყარო ჩამოუდის.

ხევსურეთშიც იყო ჭიაკოკონობა,მეკვლეობა.თეთრ გიორგის სთხოვდნენ გვალვისგან დაცვას.

პირველი ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ხევსურეთში.

მთავარი ღმერთი იყო მორიგე ღმერთი.მის მერე მოდიოდა კვირიკე.შემდეგ ადგილობრივი ღმერთები და ხატები:გუდანის ჯვარი,კოპალა,ანატორის ჯვარი,პირიმზე,სანება(მეკობრეობის ღმერთი),ხახმატის ჯვარი და მისი დობილები:აშექალი,მზექალი და სამძიმარი.

პირიმზე მამრობითი ამინდის ღმერთია,რომელიც მთის წვერიდან მეხს ტყორცნის.შესაძლოა,პირიმზისგან ისესხეს ბერძნებმა ზევსი.


Tuesday, November 24, 2020

მეგალითური კულტურა საქართველოში

 მეგალითის ქართული შესატყვისია გმირთ-ნაკვეთი,ან გმირთ-კვეთილი.შეიძლება მეგალითებს უკავშირდებოდეს სიტყვები:დევის-ნამუხლი,ქალ-ქვა,სულთა ქვა,ქვათა-რძალი.ასევე,ქოროღლი უნდა ნიშნავდეს ციკლოპურს.წალკაში არის სანთას ქოროღლის ციკლოპური ციხე.ქართველებს სწამდათ,რომ ეს მეგალითები დევ-გმირებმა ააშენეს.

ბროლის ციხე აბესალომ და ეთერში და ბროლის ქვა ამირანში შეიძლება მეგალითებზე მიანიშნებდეს. გამოთქმაც ხომ არსებობს,გარგანტუას 10000 კლდე დასცვივდაო.

ქაჯეთის ციხეც შესაძლოა მეგალითებზე მიანიშნებდეს.

სამშვილდის ნაქალაქარის ადგილას ძველად მეგალითური კომპლექსი იდგა.სამშვილდე შეიძლება მშვილდოსნის ზოდიაქოს უკავშირდებოდეს.

მენჰირი კელტური სიტყვაა და ნიშნავს აზიდულ ქვას.ქართულად ასეც შეიძლება თქმა:ქვა-კაცი.ქვათა-რძალიც შესაძლოა მენჰირია.ბიბლიაშიც ხომ არის ეპიზოდი,როდესაც სოდომ-გომორის ტრაგედიის მერე ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა.გამოთქმაც არის ქართულ ენაში:შიშისგან გაქვავდა.

ბევრი მენჰირი გადაკეთდა ჯვრად და ასე გაჩნდა გამოთქმა ჯვარი-პატიოსანი.იქნებ სვეტი ცხოველიც მენჰირი იყო?

ზოგიერთი სომხური ხაჩკარი შეიძლება გადაკეთებული მენჰირი იყოს.

თეჯისის ციკლოპური ციხე პირვანდელი სახის არ არის,გადაკეთებულია.დასავლეთ კარში არის ერატიპა.კრომლეხიდან მხოლოდ 4 ქვაა გადარჩენილი.კრომლეხი კელტური სიტყვაა,ნიშნავს წრედ დაწყობილ ქვებს.

დოლმენიც კელტური სიტყვაა.

სოფელ ყიზილქილისადან 7 კმში არის კიდევ ერთი მენჰირი.

თავფარავნელი ჭაბუკის ლეგენდა და სომხური ახტამარის ლეგენდა ერთმანეთს ჰგავს.თავფარავანი უნდა ყოფილიყო სოფელი ფარავნის ტბასთან.

ერატიპა ქვახვრელი ეს არის ნახვრეტი ქვაში,სადაც უშვილო ქალი უნდა გამძვრალიყო,რომ შვილი ჰყოლოდა.უკავშირდება ძველ წარმოდგენას,რომ ჩვენი წინაპრების სული ქვაში სახლდებოდა და როცა ქალი ამ ქვაში 3-ჯერ გაძვრებოდა სული ქალის საშოში გადადიოდა და ყოველი ახალშობილი ჩვენი წინაპრის სულია.

ძალიან ჰგავს რაჭაში სიყვარულის ჩანჩქერის ქვეშ გაძვრომის რწმენას.თუ ამ ჩანჩქერის ქვეშ გაძვრები,გათხოვდებიო ამბობენ.

Wednesday, November 4, 2020

ჯონ სტეინბეკის "რუსული დღიური"

ჯონ სტაინბეკი და რობერტ კაპა საბჭოთა კავშირში გაემგზავრნენ,რომ რეპორტაჟი მოემზადებინათ იმაზე,რაზეც არავინ წერდა.ანუ უბრალო რუსი ხალხის ცხოვრებაზე.მათ უნდოდათ დაემსხვრიათ ის სტერეოტიპები,რაც ამერიკულ მედიაში არსებობდა საბჭოთა კავშირზე.გადაწყვიტეს დაეწერათ და გადაეღოთ ის, რასაც ნახავდნენ ქების და ლანძღვის გარეშე.

ლენინგრადი ნახევრად დანგრეული დახვდათ.თვითმფრინავები დაკაწრული და შეუხედავი.მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მხოლოდ ორი წელია გასული.გერმანელებს მოსკოვამდეც მიუღწევიათ და მოსკოვსაც ეტყობოდა ომის კვალი.

სტაინბეკს გაუმართლა,რომ ომი ახალი დამთავრებულია და რუსეთს სულაც არ უნდა ამერიკასთან ომი.ამიტომ ამ მოგზაურობამ უსიამოვნებების გარეშე ჩაიარა.

სტაინბეკმა შეამჩნია,რომ საბჭოთა რეჟიმმა თავისი კვალი დაატყო ახალგაზრდობას.რუსი ახალგაზრდები სერიოზულები არიან და ქუჩაში არავინ არ იღიმება.ამის გამო,ქალაქში გასეირნება სტაინბეკისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა.

შემდეგ მათ უკრაინა დაათვალიერეს.უკრაინელები უფრო მხიარული ხალხი აღმოჩნდა.ისინი სხვანაირი სლავები არიან.მათი ენა,უფრო ჩეხურს ან უნგრულს ჰგავს.

ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში გაჭირვება იგრძნობა.

სტაინბეკი და კაპა ხანდახან ერთმანეთს ვერ უგებენ და ერთმანეთს აჯავრებენ.

უკრაინელები სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხია.სტეინბეკს და კაპას დიდი სუფრები გაუშალეს.

ვოლგოგრადი ადრე სტალინგრადი იყო.კიევის მერე სტალინგრადს ესტუმრნენ.სტალინგრადის ფრონტზე რუსების დაწინაურებამ გადაწყვიტა ომის ბედი.მათ იხილეს ნანგრევებს შორის მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა,რომელიც სანაგვიდან საზამთროს ნარჩენებს ჭამდა.ეს გოგონა თავისი კორპუსის ნანგრევებში ცხოვრობს და არ უნდა სხვაგან წასვლა.

სტაინბეკი ამბობს,რომ კაცობრიობის ორი უდიდესი პოტენციალია შენება და ნგრევა.

გენიალურია რობერტ კაპას ჩანართი/საყვედური სტაინბეკის მიმართ.ისეთია ბევრს რომ იცინებ.რობერტ კაპას,როგორც ჩანს წერის ნიჭიც ჰქონდა.ის წუხს,რომ რუსები ძალიან სერიოზულები და მორალურები არიან და ფოტოების გადაღება არ უყვართ.

შემდეგ იწყება ქართული მოგზაურობა.პირველად სოხუმში გაჩერდნენ.სტაინბეკი ქართველებს სემიტებს უწოდებს.შუმერებადაც მოიხსენიებს.

საქართველოში სტაინბეკმა და კაპამ ამოისუნთქეს.რუსული სიცივის მერე თავი ისე იგრძნეს,როგორც საკუთარ სახლში.

მთელი წიგნი მსუბუქი იუმორით არის დაწერილი.არ იგრძნობა ღვარძლი არც ერთი ერის,არც ერთი მოვლენის მიმართ.სტაინბეკმა ნამდვილად შეძლო ყოფილიყო ობიექტური.ის ნამდვილად იმსახურებს,რომ ერთ ქუჩას მისი სახელი დავარქვათ.სტაინბეკი საქართველოდან აღფრთოვანებული წამოვიდა.

სტაინბეკი ამბობს,რომ ქართველებს ძალიან უყვართ პოეზია.ამერიკელები კი საერთოდ არ კითხულობენ პოეზიას.

საინტერესოა,რომ სტაინბეკმა სტალინის მუზეუმში 1947 წელს ნახა ის ექსპონატები,რომლებიც 1957 წელს გახსნილ შენობაშია.მაგ,მისი პატიმრობის ამსახველი რუკა,მისი დაწერილი წიგნები.

საინტერესოა,რომ ბათუმში ყველგან ამერიკული მუსიკა ისმოდა,რადგან რუსებს მოსწონდათ ამერიკული მუსიკა.

ბათუმშიც იგივე მოხდა,რაც უკრაინაში.სტეინბეკი და კაპა ჭამით გახეთქეს.

საბჭოთა კავშირში სრულიად მოუწესრიგებელი ფრენის განრიგი იყო.სრული ქაოსი აეროპორტში.თვითმფრინავები საათობით იგვიანებდნენ ხოლმე.ბორტზე საუზმეს არავინ არიგებდა ხოლმე და არც კონდიცირება იყო.

მოსკოვში კრემლი დაათვალიერეს შიგნიდან.არ მოეწონათ რუსული გემოვნება და კრემლი დაახასიათეს, როგორც ყველაზე დამთრგუნველი ადგილი მსოფლიოში.

ამბობენ,რომ რუსეთში საუკუნეების განმავლობაში ბევრი არაფერი იცვლება.

ამერიკაში გაფრენის დრო რომ დადგა,კაპას ფირებმა ცენზურა გაიარეს და რამდენიმე ფირი ჩამოართვეს.

შესანიშნავი წიგნია,მაგრამ პატარ-პატარა უზუსტობებია.სტაინბეკი ამბობს,რომ მსოფლიოში უძველესი ეკლესია კიევშია და მე-11 საუკუნით თარიღდება.კიდევ ერთი უზუსტობა არის ის,რომ სტეინბეკი ამბობს,ყველას უკრაინაში უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ფოტო ეკიდაო.არადა,მაშინ პირველი მდივნის თანამდებობა არსებობდა საბჭოთა კავშირში.