1.ამერიკის უმაღლესი მწვერვალია მაკ-კინლი,6194 მეტრი.
2.ყველაზე დიდი ტბა არის ზემო ტბა(lake superior). 82,103 კვადრატული კმ.
ყველაზე გრძელი მდინარე მისისიპი 3734 კმ.
3.40000 წლის წინ აზიიდან ამერიკაში მოვიდნენ ინდიელები,ზოგი ვერსიით 20000 წლის წინ.4000 წლის წინ მოვიდნენ ესკიმოსები.
4.მაიას ტომები ცხოვრობდნენ ძვ.წ 2000 ახ.წ მე-10 საუკუნეებში ცენტრალურ ამერიკაში და მექსიკაში.
ინკები ცხოვრობდნენ პერუში ძვ.წ 1200 ახ.წ მე-16 საუკუნეებში.
აცტეკები მექსიკაში ახ.წ მე-12 მე-16 საუკუნეებში.
5.ამერიკის კონტინენტზე არის კლდეში ნაკვეთი ქალაქებიც და გველის ფორმის ყორღანებიც.
6.1564 წელს ფრანგები მოვიდნენ ფლორიდაში.ერთ წელიწადში ესპანელები დაეტაკნენ ფრანგებს.
7.california -ესპანურიდან მომდინარეობს და ნიშნავს მითიურ სამოთხე-კუნძულს.kentucky-ინდიელების სიტყვაა,ნიშნავს meadowland. oregon -ნიშნავს ლამაზ წყალს.mississippi -დიდი წყალი.moccasin პირველად ამერიკელმა ინდიელებმა შეკერეს.პამიდორი პირველად აცტეკებმა და ინკებმა იგემეს ახ.წ 700 წელს უკვე იყო.ევროპაში მე-16 საუკუნიდან გამოჩნდა.
8.სკანდინავიელმა ლეიფ ერიქსონმა პირველმა დაადგა ფეხი ამერიკაზე 1000 წელს კანადის ნიუფაუნდლენდში. 1492 წელს კი იტალიელმა ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.აღმოჩენილ ხალხს ინდიელები უწოდა,რადგან თავი აზიაში ეგონა.
9.1534 წელს ფრანგმა ჟაკ კარტიემ აღმოაჩინა კანადა.1608 წელს დააარსეს კვებეკი.1718 წელს ახალი ორლეანი.1585 წელს ინგლისელები სახლდებიან ამერიკის კონტინენტზე.აარსებენ ვირჯინიას.1620 წელს პილიგრიმები სახლდებიან.1661 წელს ვირჯინიაში აფრიკელების მონობა ლეგალურად გამოცხადდა.1521 წელს ესპანელებმა დაანგრიეს აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი და მის ადგილას ააშენეს მეხიკო.1532 წელს ესპანელებმა პერუში დაამარცხეს ინკები და დააარსეს ქალაქი ლიმა.
10.ნიუ-იორკი დააარსეს ჰოლანდიელმა კოლონისტებმა და მას ადრე ახალი ამსტერდამი ერქვა.ჰოლანდიელებმა კედელი ააგეს ინდიელებისგან თავდასაცავად.ქუჩა,რომელიც ამ კედელს მიუყვებოდა იწოდებოდა wall street-ად.wall street ახლა ნიუ-იორკის საფინანსო ცენტრია.ჰოლანდიელების კოლონია მცირერიცხოვანი იყო და ინგლისელებმა დაამარცხეს.ქალაქსაც სახელი შეუცვალეს,new york.
11.boston არის ასევე ქალაქი ინგლისში.ინგლისური ქალაქის საპატივცემულოდ დაარქვეს ამერიკაშიც.
12.აშშ-ს უძველესი უნივერსიტეტია ჰარვარდის უნივერსიტეტი.1636 წელს დაარსდა და ატარებს ამერიკაში ემიგრირებული ინგლისელი მინისტრის ჯონ ჰარვარდის სახელს.
13.1776 წელს 4 ივლისს 13-მა კოლონიამ უარი განაცხადა ბრიტანეთის მეფე გიორგი მესამის მმართველობაზე.ეს არის დამოუკიდებლობის დღე.დამოუკიდებლობას მოჰყვა ბრიტანელების წინააღმდეგ ომები.1777 წელს ფრანგი გენერალი მარკიზ დე ლაფაიეტი,რომელიც სულ 20 წლის იყო უერთდება ამერიკელებს და ეხმარება მათ განმათავისუფლებელ ომში.ბრიტანულმა პოლიტიკამ უბიძგა კოლონისტებს,რომ დამოუკიდებლობა ეძიათ.ისინი დასახლდნენ ამერიკის კონტინენტზე,რომ მოეპოვებინათ რელიგიური თავისუფლება.ინგლისში საუკენეების მანძილზე მიმდინარეობდა რელიგიური დისკრიმინაცია.ადამიანები ისჯებოდნენ წირვაზე დაუსწრებლობის გამო.ამერიკის კონსტიტუციაში კი ჩაიწერა,რომ ყველას აქვს უფლება სწამდეს ან არ სწამდეს იმისი რაც უნდა.
14.1763 წელს საფრანგეთ-ინგლისის ომი დამთავრდა ინგლისის გამარჯვებით,მათ განდევნეს ფრანგები ჩრდილოეთ ამერიკიდან.ამ ომის მერე,ინგლისს ფული სჭირდებოდა,რადგან ამ ომზე უამრავი თანხა დაიხარჯა და ინგლისმა ამერიკულ კოლონიებს გადასახადები გაუზარდა.ამას მოჰყვა ხალხის უკმაყოფილება და ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის და ბრიტანელი ჯარისკაცების სისხლიანი დაპირისპირება.
15.ფილადელფია იყო დედაქალაქი 1790 -1800 წლებში.ამ ქალაქში გამოცხადდა დამოუკიდებლობა და დაიწერა კონსტიტუცია.
16.პრეზიდენტობამდე ჯორჯ ვაშინგტონი იყო კონტინენტალური არმიის მთავარსარდალი.1789 წლიდან ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია.მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი იყო პირველი ვინც თეთრი სახლიდან მართავდა შტატებს.
17.ერთ დოლარიანი კუპიურის უკანა მხარეს არწივია,რომელსაც უჭირავს 13 ნაყოფი,13 ფოთოლი,13 ისარი და თავზე 13 ვარსკვლავი ადგას.ეს 13 კოლონიის სიმბოლოა. 1 დოლარიანზე წარწერებია:annuit coeptis-ის ამართლებს ჩვენ ქმედებას.novus ordo seclorum-ახალი თაობის წესრიგი.uncle sam და არწივი ამერიკის სიმბოლოებია.
18.ნაპოლეონ ბონაპარტმა ტომას ჯეფერსონს მიჰყიდა ახალი ორლეანი 1803 წელს.
19.1814 წელს ამერიკა-ინგლისის ომის დროს ბრიტანელებმა ვაშინგტონში,თეთრ სახლში შეაღწიეს და დაწვეს შენობა.
20.1821 წელს მექსიკა განთავისუფლდა ესპანური ბატონობისგან.
21.1836 წელს შეიქმნა ტეხასის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.იარსება 1845 წლამდე,როდესაც ამერიკის შტატად გამოცხადდა.
22.1850-დან 1860 წლამდე შავკანიანმა ქალბატონმა ჰარიეტ ტუბმანმა 19 მოგზაურობა განახორციელა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ.მან კანადისკენ უწინამძღვრა 300-ზე მეტ ადამიანს თავისუფლებისკენ.თავისი მოახლოება,რომ ეცნობებინა მას ჰქონდა კოდური სიმღერა go down moses,რაც ნაწყვეტია ბიბლიური გამოსვლიდან.ამისთვის მას მოსე შეარქვეს.მოგვიანებით ეს სიმღერა ჩაწერა ლუი არმსტრონგმა.ეს სიმღერა ერთნაირად იწვევს ებრაელთა გამოსვლის და აფრო-ამერიკელთა მონობის ასოციაციას.
23.1861-1865 წლებში 4 წლიანი სამოქალაქო ომი იყო 23 ჩრდილოეთის და 11 სამხრეთის შტატს შორის.11 შტატი გამოეყო შეერთებულ შტატებს.ამ 11 შტატში არსებობდა მონობა.ჩრდილოეთი და სამხრეთი ვერ შეთანხმდნენ მონობის საკითხზე.ამ დროს პრეზიდენტი იყო აბრაამ ლინკოლნი.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეზიდენტი,რომელიც გმობდა მონობას.მან გააუქმა მონობა და შავკანიანები მიიღო ჯარში.მან მოიგო სამოქალაქო ომი,თუმცა თეატრში მოულოდნელად ვიღაცამ ესროლა და მოკლა.
24.მიუხედავად იმისა,რომ მონობა დასრულდა 1880 წლიდან 70 წლის განმავლობაში რასობრივი სეგრეგაცია არსებობდა,ანუ შავკანიანები მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღოთ 2 დოლარი უნდა გადაეხადათ.
25.ამერიკა გამომგონებლების ქვეყანაა.აქ მოიგონეს სარეცხი მანქანა,ასანთი,ნათურა,ბულავკა,მიკროფონი და ა.შ
26.1898 წელს დაიწყო ამერიკა-ესპანეთის ომი.ამ ომში სახელი მოიხვეჭა თეოდორ რუზველტმა.ამერიკამ კუბა გაანთავისუფლა ესპანეთის ბატონობისგან.დაახლოებითიგივე რამ გააკეთა,რაც ერთი საუკუნის მერე კუვეიტში გააკეთა ამერიკამ,როცა კუვეიტი იხსნა ერაყისგან.1898 წელს ამერიკამ მოიპოვა კუბა,პუერტო რიკო,ფილიპინები.1902 წელს კუბას მისცეს დამოუკიდებლობა,1946 წელს ფილიპინებს.
27.1867 წელს ალიასკა იყიდა ამერიკამ რუსეთისგან.
28.თეოდორ რუზველტმა პირველმა მიიღო ამერიკელებს შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.ის იყო ფრანკლინ რუზველტის ცოლის,ელეონორას ბიძა.
29.relocation camps - გადაადგილების ბანაკები.მეორე მსოფლიო ომის დროს ,ამერიკელებმა იაპონელი ამერიკელები გამოამწყვდიეს ამ ბანაკებში,რომ ისინი არ დახმარებოდნენ იაპონელებს,რომლებმაც pearl harbour დაბომბეს.
30.1963 წელს ვაშინგტონში გაიმართა აქცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მარტინ ლუთერ კინგი.ის მოითხოვდა სეგრეგაციის წესის გაუქმებას და თანასწორობას.სეგრეგაცია 1964 წელს გაუქმდა.