Saturday, May 30, 2020

კონსტანტინე გამსახურდიას 80-ზე მეტი ფერი აქვს გამოყენებული "დიდოსტატის მარჯვენაში".ყველას დაწერა საჭირო არ არის,მაგრამ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფერებს:
1.ქლიავისფერი-   sloe-like
2.ხვლიკისფერი-  lizard green
3.ქარვისფერი-  amber-fringed
4.მრუმე-  gloomy
5.ქერა-   fair-haired
6.ფოლადისფერი-  steel-coloured
7.ისრიმისფერი-   grey
8.ჩალისფერი-  straw-coloured
9.ცერცვისფერი-  pea-coloured
10.თავთუხისფერი-  yellow as the ripe ears of corn
11.მტრედისფერი-  bluish grey
12.ქორისფერი-  hawk-coloured
13.თუჯისფერი-  pig iron-coloured
14.ჟანგისფერი-  rust-coloured
15.ცარცისფერი- chalk coloured
16.მიწისფერი-  ashen
17.სადაფისფერი-  nacre-coloured
18.ავაზასფერი-  leopard-coloured
19.თაფლისფერი-   honey-coloured
20.შაბიამნისფერი-  vitriol-coloured
21.ლომისფერი-  tawny as lion
22.გიშრისფერი-  jet black
23.მუქყვითელი-  dark yellowish
24.მწყრისფერი-  quail brown coloured
25.დურაჯისფერი-  partridge-coloured
26.მიხაკისფერი-  cinnamon-brown
27.წითელყვითელი-  red-and-yellow
28.ფეტვისფერი-  yellow-coloured
29.ქედანისფერი-  wild pigeon-coloured
30.მგლისფერი-  wolf-coloured
31.ზღვისფერი-  sea-coloured
32.ცეცხლისფერი-  flame-coloured
33.შინდისფერი-   maroon, cornel-coloured
34.სხივისფერი- tawny
35.ზეთისხილისფერი-  olive-coloured
36.ყორნისფერი-  raven-black
37.სოსანისფერი-  saffron-yellow coloured
38.გვიმრისფერი-  fern-coloured
39.ენდროსფერი-  madder orange
40.ლაინისფერი-  luminous white
41.ბროწეულის ყვავილისფერი-  pomegranate-coloured
42.ძველთუძველესი სპილოს ძვლისფერი-  ancient ivory
43.ნუშისგულისფერი-   white as the core of almond
44.ხოხბისყელისფერი-   pheasant's neck coloured
45.სინგურისფერი-   vermilion
46.ჟრუნი(ჩიტი)-    hazel-grouse coloured
47.თევზისფერი-  fish-eyed colour
48.მშვლისფერი-   deerskin coloured
49.საფირონისფერი-  sapphire-coloured
50.ცვილისფერი-   wax-coloured
51.გველისფერი-   snake-coloured
52.ჯაჭვისფერი-   iron-grey
53.ხოჭოსფერი-  lizard-green
54.ძერასფერი-   greyish-brown
55.ქვიშისფერი-  sand-grey
56.ლოპინარისფერი-  lupine-coloured
57.პირისფერი-  grey
58.უნაბისფერი-  ripe cornel coloured
59.უშავესი-   coal black
60.ხორბლისფერი-  corn-coloured
61.ვაშლის ყვავილისფერი-  white as apple blossom
62.მოყვითალო-  marigold
63.სპილენძისფერი-  brass-coloured
64.ნარინჯისფერი-   red damask
65.ლალისფერი-  ruby

Monday, May 18, 2020

პოლიტიკური ტერმინები

➤ხრუშჩოვის ვოლუნტარიზმი:ანუ თვითნებობა.
➤საბჭოეთის სტაგნაცია:უძრაობა.ითქმის ბრეჟნევის ეპოქაზე.
➤უნიპოლარიზმი:სისტემა,როდესაც მსოფლიოში ერთი ჰეგემონია.
➤კვაზირეფორმა:ვითომ რეფორმა,ხრუშჩოვზე ამბობენ ხოლმე.
➤ფორპოსტი:მოწინავე პოსტი.
➤გერონტოკრატია:მხცოვანთა მმართველობა.
➤ულტრა ნაციონალიზმი:ნაციონალიზმის ნაირსახეობა,რომელიც ერთი ერის უფლებებს განადიდებს.

საბჭოთა მემკვიდრეობა

➨ახლა მშენებლობებიდან ფულს რომ აკეთებენ,ეს კორუფციის საბჭოთა ტრადიციაა.სპიტაკში მიწისძვრის დროს შენობები დაინგრა,რადგან საბჭოთა ლიდერებმა მშენებლობა თავის დროზე ცუდად წარმართეს და ბევრი ფული ჩაიჯიბეს.
➨კალენდარში რომ უამრავი დასვენების დღე გვაქვს,ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირში დაწყებულა.მათ უამრავი დღესასწაული დააწესეს,რომ ხალხს მეტი არაფერზე ეფიქრა.

#რევაზგაჩეჩილაძე #ჩემიმეოცესაუკუნე #1953-2000

გთავაზობთ მოკლე ცნობებს წიგნიდან:
➤საბჭოთა კავშირს მართავდა უმაღლესი საბჭო,რომელიც პარლამენტის დონის ერთეული იყო.ეს თეორიულად,ხოლო პრაქტიკულად კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო.ცენტრალურ კომიტეტში(ცეკა) 100-ზე მეტი წევრი იყო,პოლიტბიუროში 10.
➤ანდრეი ჟდანოვის(პოლიტბიუროს წევრი) ვაჟი იური ჟდანოვი სვეტლანას მეორე ქმარია.
➤გეორგი ჟუკოვი იყო საბჭოთა გენერალი და ასევე თავდაცვის მინისტრი.
➤ლავრენტი ბერია მონაწილეობდა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის პროექტში.ბერია ბევრ პროექტში მონაწილეობდა,რომელსაც ჰქონდა გამოხატული ნაციონალური ხასიათი,რაც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას.უნდოდა საქართველოში და უკრაინაში ადგილობრივი ორდენები დაეარსებინა ხელოვანთა წასახალისებლად.სტალინის სიკვდილის შემდეგ უამრავი ხალხი გაანთავისუფლა.რად უნდოდა?შესაძლოა ბელადობისთვის ემზადებოდა და იცოდა რომ ეს ადვილი არ იქნებოდა .კიდევ ერთ ქართველ ბელადს მიიღებდნენ კი?
➤ნიკიტა ხრუშჩოვმა მტრები მოსკოვიდან განდევნა.მოლოტოვი გახდა მონღოლეთის ელჩი,მალენკოვი გახდა ციმბირში ჰესის დირექტორი,კაგანოვიჩი სამრეწველო კომბინატის დირექტორი.დანარჩენები პენსიაზე გაუშვა.ხრუშჩოვი სტალინიზმის გამაგრძელებელი იყო,მაგრამ უსისხლოდ ,ჰუმანური მეთოდებით.
მისი მოკავშირე იყო ფიდელ კასტრო.
➤სტალინის სიკვდილიდან 3 წლის მერე 1956 წელს ხრუშჩოვმა დაგმო სტალინიზმი თავის მოხსენებაში.მანამდე 1953 წელს ისრაელის მთავრობის უფროსმა დავით ბენგურიონმა დაგმო ბოლშევიზმი.
➤ედუარდ შევარდნაძე იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი,პოლიტბიუროს დაქვემდებარებული პირველი პირი საქართველოში.ასევე,იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.სტალინის დროს პირველი მდივანი იყო კანდიდ ჩარკვიანი.სტალინის სიკვდილის შემდეგ საქართველოში ცეკას პირველი მდივნები იყვნენ ვასილ მჟავანაძე,ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი.
➤დსთ_ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.გაერთიანება რომელიც შეიქმნა 1991 წელს,საბჭოთა კავშირის დაშლის მერე.
➤საბჭოთა კავშირის დროს არჩევნებიც ტარდებოდა.ირჩევდნენ საბჭოს დეპუტატებს.ქვეყანაში ერთი პარტია იყო და ბიულეტენშიც ერთი კანდიდატი ეწერა ყოველთვის.
➤ბრეჟნევის გარდაცვალების მერე,15 თვე საბჭოთა კავშირის ლიდერი იყო იური ანდროპოვი.
➤სტალინური არქიტექტურა,ანუ კლასიციზმის სტილი 1930-1955 წლებში იყო.უფრო ლამაზი იყო,ვიდრე ხრუშჩოვკები.
➤1959 წლამდე სოფლელებს შიდა პასპორტს არ აძლევდნენ და სხვაგან გადასახლებას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.ასე იჭერდნენ ხალხს სოფელში.
➤ახლა ტელევიზიები მარტო ცუდ ამბებს რომ აცხადებენ,საბჭოთა კავშირში პირიქით იყო.მხოლოდ ზღაპრებს უყვებოდნენ ხალხს.
➤აზერბაიჯანში ცეკას პირველი მდივანი იყო ჰეიდარ ალიევი,ბრეჟნევის მიერ დანიშნული.ალიევი კაგებე-ს ხელმძღვანელი იყო.
➤1978 წელს საბჭოთა კავშირს ჰქონდა მცდელობა სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა.შევარდნაძე ხალხთან დათმობაზე წავიდა.ქართული ენა შევინარჩუნეთ,სისხლისღვრა ავიცილეთ.დაწესდა დედა-ენის დღე.დედა ენის ძეგლი დადგეს მშრალ ხიდთან,ყოფილი მადათოვის კუნძულზე.

Monday, May 4, 2020

#აკაკიგელოვანი #მარადცოცხალი ხელოვნება

ამ წიგნში საუბარია ცნობილ მხატვრებზე.ბევრია ამ მხატვრების ქება-დიდება,მაგრამ არ არის მათი ნამუშევრების ანალიზი.ამ წიგნის წაკითხვის მერე ვერ გაიგებ მაინც რაში მდგომარეობს ლეონარდო და ვინჩის გენიალობა და ცოტა მოსაწყენია.
სასიამოვნო წიგნია,მაგრამ როგორ უნდა გავარჩიოთ რენესანსი,ბაროკო,როკოკო,კლასიციზმი და რომანტიზმი მხატვრობაში?კლასიციზმი არქიტექტურაში და ლიტერატურაშიც არსებობს,მაგრამ ამ წიგნიდან ვერ შეიტყობთ მათ საზღვრებს.
პირველ თავში აღწერილია ანტიკური საბერძნეთი და ხელოვნების ტრადიციები,რაც საბერძნეთმა მსოფლიოს დაუტოვა.
საბერძნეთი 1453 წლიდან 1821 წლამდე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა,რის გამოც უამრავი ბერძნული ხელოვნების შედევრი დაზიანდა და დავკარგეთ.
შემდეგ საუბარია სანდრო ბოტიჩელიზე.იგი ადრეული რენესანსის წარმომადგენელია ანუ კვატროჩენტისტი.ფსევდონიმი ბოტიჩელი თავისი ოქრომჭედელი მასწავლებლისგან აიღო.მის ტილოებში ოქროსფერი ჭარბობს.მისი საუკეთესო ნამუშევრებია:"გაზაფხული," "ვენერას დაბადება",  "ათენა და კენტავრი",  "ქრისტეს დატირება".
ბოტიჩელის ქერათმიანი მადონები დიდად არ მომწონს.თითქოს არისტოკრატი,ამპარტავანი ქალი პოზირებდა მისთვის როცა მადონას ხატავდა.მისი მადონები სამკაულებით არიან მორთულები და გვირგვინს იდგამენ და უცხოა ჩემთვის.სამაგიეროდ შეუდარებელია მისი ქალღმერთები(ათენა და აფროდიტე).
იტალიაში დამკვიდრდა შემდეგი ტერმინები:ტრეჩენტო-მე-14 საუკუნის მხატვრობა.კვატროჩენტო-მე-15 საუკუნის მხატვრობა,ანუ 1420წლიდან და ჩინკვეჩენტო ანუ მე-16 საუკუნის მხატვრობა 1500 წლიდან.
ლეონარდო და ვინჩი საფრანგეთში გარდაიცვალა.მას უამრავი დაუმთავრებელი პროექტი დარჩა.დაწყებულ საქმეს იშვიათად ასრულებდა.და ვინჩის ტილოებზე ერთი და იგივე კლდე მეორდება.ნეტავ,რა კლდეებია?
მიქელანჯელომ სიქსტინის კაპელის ჭერი წარმოსახვით მოხატა მოდელების გარეშე,მაშინ როცა ლეონარდო და რაფაელი ყოველთვის მოდელზე იყვნენ დამოკიდებულნი.
ბერძნულ ქანდაკებაში კუნთების ამობურცულობა ნაკლებია,მიქელანჯელო კი პირიქით ზრდიდა კუნთებს.
განმარტებები:
1.პანო:კედელზე შესრულებული ფერწერული სურათი.
2.ფრესკა:კირიან წყალში გახსნილი საღებავით ახლად შელესილ კედელზე ხატვა.
3.ტილო:სახატავად მომზადებულ ქსოვილს ადებენ გრუნტს.
4.ოფორტი:ლითონზე შესრულებული გრავიურა.
5.გრავიურა:ლითონზე ამოკვეთილი ნახატი,შემდეგ ქაღალდზე გადატანილი.
6.გრაფიკა:ქაღალდზე ხატვა ნახშირით,კალმით,ტუშით,ფანქრით,ცარცით.


გამოთქმა წიგნიდან:
სულით ღატაკთ არ შურთ სულით მდიდრებისა,რადგან არ ესმით.

Sunday, May 3, 2020

#არკადიდაბორისსტრუგაცკები #ორშაბათიიწყებაშაბათს

 ახალგაზრდა კაცი,ალექსანდრე პრივალოვი სოლოვეცამდე გაიყოლებს ორ მონადირეს და მოხვდება იდუმალებით მოცულ სახლში,სადაც უზარმაზარი კატა დასეირნობს და გარედან აწერია ჯადოქრობის ინსტიტუტი.ალექსანდრემ ამ სახლში ღამე გაათია  და იხილა უამრავი უცნაურობა.მან იხილა მოლაპარაკე კატა;წიგნები,რომელთა სათაურები წამდაუწუმ იცვლება და ქოხი,რომელმაც ფეხი აიდგა.ასევე,მოლაპარაკე სარკე.შემდეგ ჭაში მოლაპარაკე ქარიყლაპიას გადაეყარა.ალექსანდრეს ეს ყველაფერი მოსწონს და უნდა,რომ უფრო მეტი გაიგოს ამ უცნაურობათა შესახებ.იგი ფიქრობს,რომ საჭირო არ არის მოვლენას სასწაული ვუწოდოთ,თუკი მისი არსი არ გვესმის.შემდეგ მაღაზიაში ყიდვის მერე,გაცემული ხურდა ისევ ჯიბეში უბრუნდება.
 შემდეგ მისი ოთახიდან დივანი გაქრა.მის ოთახში დივნის გამო უცნობმა ადამიანებმა კონდენსირება დაიწყეს,ზოგი ადამიანი ტუალეტში გაიჟონა.ადამიანები ჩნდებიან და ქრებიან და ეძებენ დივანს,რომელსაც ტრანსლატორს და თეზისს ეძახიან.ტრანსლატორი რეალურ სინამდვილეს ზღაპრულ სინამდვილედ აქცევს.
  წიგნში არის ასევე უჩინმაჩინის ქუდი,ფილოსოფიური ქვა,ალქიმია და მაგია.ეს წიგნი ჰარი პოტერის მამად შეიძლება ჩაითვალოს.
 ორშაბათი იწყება შაბათს,ანუ არასამუშაო დღეს მუშაობას რომ გაიძულებენ,ყოველდღე რომ მუშაობ,მაგრამ შენი საქმე გიყვარს და სულერთი ხდება ორშაბათია თუ შაბათი.
  შემდეგ ალექსანდრემ მაგიის ინსტიტუტში დაიწყო მსახურება,სადაც ევალება არ დაუშვას ხანძარი.აქ მან გაიცნო უამრავი მაგიის დოქტორი.თვითონაც დაეუფლა მაგიის ხერხებს,მაგალითად მსხალი შექმნა.ეს დოქტორები ცდილობენ მიაგნონ ბედნიერებას ყველა ადამიანისთვის,რომელიც თეთრი თეზისია და რომელიც დივანშია.ამიტომ ელოლიავება ყველა  დივანს.
 ალექსანდრეს ევალება ასევე,რომ შეულოცოს დემონებს და მან იხილა სამაგიდო თამაშით გართული ორი დემონი.
 ინსტიტუტში არის ასევე ბედნიერების განყოფილება,სადაც სიცილის კონდენსირებას ახდენენ.ცდილობენ ადამიანების სულიერი ტონუსის ამაღლებას და ქმნიან ექსტრაქტებს.
 წიგნში შეხვდებით ასევე დამავოის და კოშჩეი ბესმერტნის.
 ასევე,წიგნში არის წინასწარმეტყველება კლონების შექმნაზე.ჯადოქრები ქმნიან საკუთარ კლონებს და მათ აკეთებინებენ საკუთარ საქმეს.
  ახალი წლის ღამეს ყველა ინსტიტუტში მოვიდა,რადგან საკუთარ საქმეზე უგონოდ შეყვარებულები არიან და ურჩევნიათ რამე კარგი საქმე დაამთავრონ,ვიდრე არყით გაილეშონ.ალექსანდრეც მუშაობის დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო.
  ინსტიტუტში უჩვეულო ამბები ხდება.მაგ,ვამპირი,რომელიც გაუჩერებლად ჭამდა,გასკდა.ეს ვამპირი ექსპერიმენტი იყო,რომელიც მეორედაც უნდა ჩატარებულიყო,მაგრამ ექსპერიმენტი სხვა მაგებმა ჩაშალეს,რადგან ეს ვამპირი იდეალური ადამიანის ნიმუში უნდა ყოფილიყო და ნაცვლად ამისა მას სულ შიოდა და ჭამდა.
 ნაწარმოებში შეხვდებით ასევე დროის მანქანას.ალექსანდრემ დროში იმოგზაურა და იხილა,რომ მომავალში ადამიანები შიშვლები ივლიან,რომ რობოტები ადამიანებს აუმხედრდებიან და რომ დედამიწას სხვა ცივილიზაცია დაიმორჩილებს.მისი დროში მოგზაურობა გამოცხადების წიგნს ჰგავს.
 ჩვენი მაგები ინსტიტუტის გაზეთსაც ბეჭდავენ და პოეზიით არიან დაკავებულნი.
 შემდეგ ბიჭებმა ამოხსნეს კონტრამოცია,ანუ დროში მოძრაობა მომავლიდან წარსულისკენ.ინსტიტუტის დირექტორი მომავლიდან წარსულისკენ ტრანსგრესირდება და იცის ვის რა ბედი ეწევა.კონტრამოციით ახსნეს,ასევე, ტუნგუსკის მეტეორის საიდუმლო.მეტეორის კვალს ვერავინ მიაგნო და ბიჭებმა ივარაუდეს,რომ მეტეორი ერთი დღით უკან გადაადგილდა დროის სიბრტყეზე და გაქრა.
  ამ დროს,ბიჭები აღმოჩენით გამოწვეულ ნეტარებას ეძლევიან და მკითხველსაც ხიბლავენ მეცნიერების ჯადოსნური სამყაროთი.

     გამოთქმა წიგნიდან:
ბედნიერება შეუცნობლის მუდმივ შემეცნებაშია და ცხოვრების აზრიც.თითოეული ადამიანი ბუნებით მაგია,მაგრამ ის მხოლოდ მაშინ ხდება მაგი,როდესაც ნაკლებად იწყებს ფიქრს საკუთარ თავზე და მეტად სხვებზე,როცა მუშაობა მისთვის უფრო საინტერესო ხდება,ვიდრე გართობა.

Saturday, May 2, 2020

#დონალდტრამპი #იფიქრეჩემპიონივით

დონალდ ტრამპის ბიზნესია უძრავი ქონება და გასართობი სამყარო.მისი წინაპრები შოტლანდიელები იყვნენ.
მწერალი რობერტ კიოსაკი ამბობს,რომ დონალდ ტრამპი პირდაპირი და მკაცრია.ტრამპის ნაფიქრალი ხდება სიტყვა,ხოლო სიტყვა ხდება ქმედება.
ტრამპი ამბობს,რომ წარმატებულია იმის წყალობით,რომ შეუძლია ნაკლებმნიშვნელოვანი უკუაგდოს და სწრაფად ჩასწვდეს მთავარს.
ტრამპი დადებითად აფასებს ობამას პრეზიდენტობას.
მას კრიტიკა არაფრად მიაჩნია.
იგი გვირჩევს ვიყოთ ნოვატორები.ამისთვის საჭიროა ძველი ელემენტები გავაერთიანოთ,ან ორ რამეზე ერთდროულად ვიფიქროთ,რადგან ორი იდეის შეჯახებას მოჰყვება ინოვაცია.
ტრამპი გვირჩევს ვისწავლოთ გუნდური თამაში.ასევე,გვირჩევს ვიყოთ მადლიერები."ტრაგიკულ დღეებში უნდა ამაღლდეთ უბედურებაზე და გაიხსენოთ,რამდენი რამის მადლიერი უნდა იყოთ ცხოვრებაში".-ამბობს იგი.
ტრამპი საკმაოდ ნაკითხი ადამიანია.იგი თითოეულ პროექტს დეტალურად შეისწავლიდა და ბევრს კითხულობდა.
ტრამპი გვირჩევს კვირაში რამდენიმე საათი დავუთმოთ ლიტერატურის ან ისტორიის კითხვას,რადგან უნდა შეგვეძლოს სხვადასხვა თემებზე საუბარი.
ტრამპი დიდ პატივს სცემს ხელოვან ხალხს და ხედავს რამხელა შრომას დებენ ისინი თავიანთ შედევრებში.იგი თავის საქმიანობას ხელოვნებას ადარებს.
როგორ მოვერიოთ შიშს?ამისთვის საჭიროა პრობლემის მოგვარება.საჭიროა მოქმედება.შიშმა ფეხი არ უნდა მოიკიდოს ჩვენს ცხოვრებაში,მისი ადგილი რწმენამ უნდა დაიკავოს.
დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები მაღალ შეფასებას აძლევენ სისხარტეს.
უნდა განეწყო სამუშაოსთვის და პასუხისმგებლობას არ გაექცე.
ტრამპს ხშირად უწოდებენ თავხედს.თავად ტრამპისთვის თავხედობა გაბედულებას ნიშნავს,რადგან თვლის,რომ მორცხვი ადამიანი ვერ მიაღწევს წარმატებას.
ტრამპი გვირჩევს საკუთარი თავი გავიპიაროთ.
იგი გვირჩევს,რომ რა საქმიანობასაც არ უნდა მივსდევდეთ,აუცილებელია ვერკვეოდეთ ფინანსურ სამყაროში,თუ რახდება მსოფლიო ბაზარზე.ეს დაწყებით სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.
ყოველი დღის გათენებისას ვთქვათ,რომ ეს მშვენიერი დღეა და რომ ამ დღეს შეუძლია ჩვენი მომავლის შექმნა!
იგი თავს უხერხულად არ გრძნობს,რომ უამრავ სასაცილო რეკლამაში მიუღია მონაწილეობა.გვირჩევს,რომ სერიოზულად მოვეკიდოთ სამუშაოს და ნაკლებად სერიოზულად საკუთარ თავს.
გვირჩევს,რომ საკუთარ თავს ხშირად ვუთხრათ,რომ გენიოსები ვართ.
       გამოთქმები წიგნიდან:
1.თითოეულ ჩვენგანს ძალუძს სამყაროს შესთავაზოს რამე უნიკალური.
2.ქაოსი ახალ გადაწყვეტილებებს წარმოშობს.
3.მაშ,რას ვფლობთ შინაგანად,რა ბუდობს ჩვენში?ბევრი კარგი იდეა,სამომავლო გეგმა.
4.პრობლემა უნდა მივიღოთ,როგორც თამაში,რომელიც უნდა მოვიგოთ.
5.გაეცალეთ კომფორტის ზონას,მოუსმინეთ საკუთარ თავს,შეიძლება თქვენი ძაბვა სხვა ჩამრთველს საჭიროებს.
6.საკუთარი ნიშა რომ შექმნათ უნდა იყოთ ორიგინალურები.ორიგინალობა კი დინების საწინააღმდეგოდ სიარულს ნიშნავს.
7.ყველა წამოწყებიდან რაიმე პოზიტიურს უნდა ელოდო.
8.ყველა ადამიანს წარმატების მიღწევის თავისი ხერხი აქვს.ზოგი საათობით უსაქმურად ზის და ბოლოს გენიალური იდეები მოსდის თავში,ზოგმა კი დღეში 7 საათი უნდა იმუშავოს.
9.იფიქრეთ იმაზე,თუ რა არ არსებობს და ეს ფიქრი მიგიყვანთ აღმოჩენამდე.