Tuesday, June 18, 2019

ონორე დე ბალზაკის "30 წლის ქალი"

  ნაწარმოები იწყება ნაპოლეონთან გამომშვიდობების სცენით.ამ სახალხო მსვლელობაზე ახალგაზრდა ქალი ჟიული მოდის,რომ იხილოს საკუთარი სატრფო ოფიცერი ვიქტორ დეგლემონი.ჟიულის მამა შეშფოთებულია,რადგან ვიქტორი ჯარისკაცისთვის დამახასიათებელ თვისებებს ატარებს;მფლანგველია,ეგოისტია,უქნარა და მექალთანე.ჟიული მაინც გაყვა ცოლად ვიქტორს.მამაც მალე გარდაიცვალა.საომარი მდგომარეობის გამო ვიქტორმა ჟიული თავის ნათესავ მარკიზასთან გადაიყვანა ქალაქ ტურში.გათხოვების მერე ჟიული ძველებურად ანთებული აღარ არის ქმრის მიმართ.ტურში ჟიული ერთ ინგლისელ აზნაურს,არტურ ორმონდს შეუყვარდა.ჟიულის საიდუმლო ვიქტორის მამიდამ გაიგო.ჟიულის ილუზიები დაემსხვრა.გათხოვებამ ის მახინჯ,სნეულ და მობერებულ ქალად აქცია.მამიდა დახმარებას შეპირდა,მაგრამ ამ დროს ვიქტორმა რეჟიმის დაცემა აუწყა და საჩქაროდ ორლეანში წამოსვლა ურჩია.
  ჟიულიმ მიატოვა ვიქტორის მამიდა და გზას გაუდგა,შეყვარებული ინგლისელი მას თან დასდევს.
  მისი ქმარი გენერალი გახდა.ქმრის მამიდა გარდაიცვალა და ჟიული სრულიად მარტო დარჩა.ჟიული ქმართან პოზიციებს არ ამყარებს და მორჩილად აკეთებს ყველაფერს.ვიქტორმა საზოგადოებაში მაღალი ადგილი დაიმკვიდრა,ყველას ჭკვიანი ჰგონია,მაგრამ სინამდვილეში ჟიული განაგებს მის საქმეებს და მისი მრჩეველია.ჟიულის არ მოსწონს მამაკაცური როლი ოჯახში და პასიური ქალობა ურჩევნია.ამიტომაც იტანჯება.ტანჯვა ცოტა ხნით გოგონას დაბადებამ შეუმსუბუქა.თუმცა კი,მალევე შეამჩნია,რომ ქმარი საერთოდ გადაეჩვია.საბრალო ჟიული სიცოცხლით ტკბობას ვერ ახერხებს.მალე ისიც აღმოაჩინა,რომ ქმარი ღალატობს.ჟიულიმ საზოგადოებაში ხშირად გამოჩენა და შურისძიება და ქმრის დაბრუნება გადაწყვიტა,და აი,ისევ გამოჩნდა არტური.
  არტურმა ჟიულის მკურნალობა იკისრა.მათ 1 წელი გაატარეს სანატორიუმში.ერთი წლის თავზე კი სიყვარულში გამოუტყდნენ ერთმანეთს.მაგრამ ჟიულიმ არტურს საფრანგეთის დატოვება მოსთხოვა,რადგან მისთვის მოვალეობა ოჯახის წინაშე წმინდაა.ამის შემდეგ ჟიული და ვიქტორი ერთად აღარ იწვნენ,მხოლოდ გარეგნულად დარჩნენ ცოლ-ქმრად.არტური საფრანგეთიდან არ წავიდა.ერთხელაც სცადა ჟიულისთან ყოფნა და ქალის ცივი უარის მერე თავი მოიკლა.ჟიული ისევ ლოგინად ჩავარდა და დაიწყო ისევ ტანჯული ცხოვრება.
  ის სოფლად გადასახლდა,რადგან შინაგანად მკვდარია და განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა.მას მხოლოდ სოფლის მღვდელთან საუბარი ანუგეშებს.ის მღვდელს უამბობს,რომ დედობა აღარ სიამოვნებს,რადგან,როცა შვილს უყურებს ახსენდება ის,რაც უნდა ჰქონოდა და არ აქვს.როცა შვილს უყურებს,უნდა რომ მას მისი სატრფოს თვალები ჰქონდეს და არა ქმრის.ჟიულის საზოგადოების ნორმების დანგრევა უნდა. მღვდელს არ მოეწონა ჟიულის საუბარი.იგი თვლის,რომ ჟიულის ეგოიზმი ალაპარაკებს.მას არც ოჯახი ადარდებს,არც რელიგია და ეს ყველაფერი ჰედონიზმამდე მიიყვანს.მღვდელი თვლის,რომ ყალბ ფილოსოფიას და გამოსავლის ძიებას სიკვდილში,ჯობია რელიგიას მიმართოს,მაგრამ ჟიულის არაფრის მოსმენა არ უნდა.
  ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ჟიულის შეუყვარდა მასზე პატარა კაცი,ვინმე შარლ დე ვანდენესი.
  შარლი და ჟიული საყვარლები არიან.მათ ვაჟიც შეეძინათ.ახალი ბავშვის შეძენამ ის გამოიწვია,რომ დედამ საყვარელი მამაკაცისგან შეძენილ ბავშვს მიანიჭა უპირატესობა და პირველი გოგონა სახელად ელენი დაიჩაგრა.ამ გოგონამ ეჭვიანობის ნიადაგზე ბიჭი დაახრჩო.ჟიულიმ ეს ბავშვი თავისი ქმრის ბავშვად გაასაღა.ქმრისგან კიდევ ერთი ბიჭი გუსტავიც შეეძინა.ამას მოჰყვა კიდევ 2 შვილი.უფროსმა ელენმა იცის დედის საიდუმლო და ის დედის მიმართ გაცივდა და გულჩათხრობილ ადამიანად გაიზარდა.მას მამა უფრო უყვარს.
  ელენს მამის მიერ 2 საათით შეფარებული მკვლელი შეუყვარდა,რადგან თვითონაც ბოროტმოქმედად აღიქვამს თავს და მკვლელთან ერთად დატოვა სახლი.წლების მერე,მამამ ელენი მეკობრეთა ხომალდზე ნახა.მკვლელი ხომალდის მეთაური გახდა.იგი ელენს ფუფუნებაში აცხოვრებდა და ერთად 4 შვილი შეეძინათ.ელენი უზომოდ ბედნიერი იყო,მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.წლების მერე ის იტალიის მთებში შეხვდა ჟიულის.ელენის ქმარი და 3 შვილი ზღვაში შეტაკების დროს დაიღუპა.ელენი თავის უკანასკნელ შვილთან ერთად ჟიულის თვალწინ გარდაიცვალა.
  შემდეგ ჟიულის მომდევნო 2 ვაჟი გარდაიცვალა.დარჩა 1 გოგონა.4 შვილი დაკარგა და მაინც მიკერძოებულად ძლიერად უყვარდა მოენა.მოენა დედას სიბერეში გულცივად ეპყრობოდა.ასეთ დარდებში გარდაიცვალა 50 წლის ჟიული.საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ მიმართული და დედობისთვის შეუფერებელი.ინტროვერტი და ეგოისტი ქალები კარგი დედები ვერ იქნებიან.
  ვფიქრობ,რომ ეს არ არის ბალზაკის საუკეთესო ნაწარმოები.ბევრი რამ ბუნდოვანია.გაუგებარია მაინც რის გამო შეიძულა ჟიულიმ თავიდანვე ქმარი.ქმარს ხომ იგი ყოველთვის უყვარდა!გენერალი დეგლემონი უზომოდ მზრუნველი მამა აღმოჩნდა და როგორც მკითხველს გამიჭირდა მისი შეძულება.
  ასევე,გაუგებარია სიკვდილის წინ რისი თქმა უნდოდა ელენს.ინანა მკვლელთან ერთად გაქცევა?აპატია დედას?ან საერთოდ რა იცოდა დედის საიდუმლო სიყვარულზე და რას ფიქრობდა?
  თუმცა კი,ნამდვილად ჩამთრევი რომანია.უგუნურებამდე შეყვარებული ჟიულის გრძნობებიდან უცებ მეკობრეთა ხომალდზე ვხვდებით და დიდი თავგადასავლები იწყება.

Monday, June 17, 2019

მილორად პავიჩის "უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში"

  ნაწარმოები იწყება კარტის მოკლე ისტორიით,რომ იგი ბოშებმა ქალდეადან და ეგვიპტიდან ისრაელში და საბერძნეთში შეიტანეს და ტაროს კარტში ასტროლოგია და ნუმეროლოგია ურევია.
  პირველ თავში,სახელად მასხარა ვეცნობით სოფრონი ოპუიჩს.იგი საფრანგეთის არმიის კავალერისტია.უყვარს ქალები და დროსტარება,მაგრამ აქვს საიდუმლო.უნდა,რომ შეიცვალოს,მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის მისი იდუმალი ოცნება.მას სამყაროს წესრიგის შეცვლა უნდა.ის თვლის,რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ არის განწყობილი და ის მარტოსულია.განდეგილი მას ურჩევს,რომ მამის ჩრდილიდან გამოვიდეს,რადგან გამარჯვებული მამა შვილს ცხვარივით წინ გაირეკავს.
ნაწარმოები ძალიან პოეტურია.გვხვდება საინტერესო გამოთქმები.ძალიან მისტიკურია.ზოგჯერ შინაარსის გასაგებად დიდი დრო გვჭირდება.ნაწარმოებში ბევრი დაფარული აზრია.რას უნდა ნიშნავდეს სამი სიკვდილი და ორი წარსული?რას უნდა ნიშნავდეს,რომ მამაკაცებს ერთი სქესი აქვთ და ქალებს ორი? გაბრიელ გარსია მარკესის გავლენა იგრძნობა პავიჩის შემოქმედებაში.
  ოპუიჩს უნდოდა სურვილი ჩაეფიქრებინა მაგთან,მაგრამ მაგს მისი სურვილის შეეშინდა და კონსტანტინოპოლში გაუშვა.ასევე,ოპუიჩი ეძებს მამას.
  პაპესამ (ქურუმმა ქალმა)ოპუიჩს უთხრა,რომ ის მამამისივით სამხედრო პირი არასდროს იქნება და მას სულ სხვა გზა აქვს გასავლელი ცხოვრებაში.იგი საუბრით ტკბობას ისწავლის.
  ის შეხვდა დედას.დედა ურჩევს,რომ ცოლი მოიყვანოს.
  ნაწარმოებში ორი დაპირისპირებული მხარე გამოიკვეთა.ოპუიჩის მამა და მეორე გენერალი ტენეცკი.ტენეცკის ვაჟმა სოფრონის და გააუპატიურა.მამა ოპუიჩმა მოკლა უფროსი ტენეცკი და მოკლულის ქალიც მას შეხვდა.
  შემდეგ რამდენიმე თავი ამ ქალს ეხება.მას რასტინა ქვია.რასტინა გათხოვდა,რადგან ოპუიჩს მისი ომში წაყვანა არ შეეძლო.ერთი გოგო და ერთი ბიჭი შეეძინა.ბიჭმა ,სახელად არსენმა თავისი საუკეთესო მეგობარი შემოიკედლა.ამ მეგობარს კი სექსი ჰქონდა რასტინას ქალიშვილთან და რასტინამ ორივე გააგდო სახლიდან.
  რასტინას ქალიშვილი კაპიტან ოპუიჩის საყვარელი გახდა,მას შემდეგ რაც,ოპუიჩმა მოკლა ამ გოგონას სატრფო. ეს გოგონა მოგვიანებით უმცროს ოპუიჩთანაც დაწვება.რასტინას ვაჟმა,არსენმა გადაწყვიტა თავისი საუკეთესო მეგობრის გამო შურისძიება და კაპიტან ოპუიჩის მოკვლა.ამავე დროს,უფროსი ოპუიჩი არსენის მამაა.
  უმცროს ტენეცკისაც ჰყავს და.მას ერისენა ჰქვია.უმცროსმა ტენეცკიმ სოფრონი დაჭრა და სწორედ ერისენამ გადაარჩინა იგი.მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.ერისენა მესამე ფეხსაცმელია,ანუ ქალი,რომელიც დოგმებს არ მისდევს.ოპუიჩის და ერისენას შეხვედრა თავიდანვე ნაწინასწარმეტყველები იყო.
  ერისენა ცდილობს დაარწმუნოს ოპუიჩი,რომ ომი უაზრობაა და მეომრის პროფესიას შეეშვას.ოპუიჩი შეეშვა კიდევაც,მაგრამ რაღაც არ ასვენებს.ბოლოს,ერისენამ ურჩია მამამისთან ერთად კონსტანტინოპოლში წასვლა,რადგან საიდუმლო იქ გაცხადდება.ოპუიჩმა სურვილი ჩაიფიქრა კონსტანტინოპოლში,როდესაც ფარის ნახვრეტში თითი ჩაყო და ხელისგულით წრე შემოხაზა.
  ბოლო ეპიზოდში ერისენა ოპუიჩის მამას უყურებს ვნებიანი თვალებით და ფიქრობს,რომ მისგან ეყოლება შვილი.უმცროსი ოპუიჩისგან არ ეყოლა შვილი.ამ დროს ოპუიჩი მწარედ განიცდის,რომ მისი ოცნება მის გარეშე,სადღაც შორს ასრულდა და ვერც ვიგებთ მაინც რა იყო მისი ოცნება.უფროსი ოპუიჩი კი უცებ აორთქლდა და მეორე დღეს ვერავინ იპოვა.
  ეს არის რომანი ომის უაზრობაზე,მამებზე და ვაჟებზე,სიყვარულზე,ბედისწერაზე,გამარჯვებასა და დამარცხებაზე.
  ის,ვინაც ომში გაიმარჯვა,რეალურად დამარცხებულია,მას მომავალი არ აქვს.მაშ,რომელი ჯობია გამარჯვება თუ დამარცხება,გვეკითხება მწერალი...


გამოთქმები:
1.ქარმა წონაში მოიმატა და მას მერე არ მინახიხარ.
2.ყოველივე,რაც მიწის წიაღში ხდება,მხოლოდ ვარსკვლავების ციმციმის ანარეკლია.
3.მთვარის სუნთქვას ეპასუხება მდინარეების სუნთქვა.
4.ხორბალს ქრისტეს სხეულის სუნი ასდიოდა...
5.გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს,დამარცხება კი მუდამ ობოლია.გამარჯვებას და დამარცხებას ერთი დედა ჰყავთ.
6.მაინც როგორ დაუშვი,ღმერთო,რომ ჩვენს წინ კი არ გაყენებთ,არამედ ზურგს უკან გმალავთ?
7.თუ იმ მიმართულებით წახვალ,საითაც შენი შიში უფრო მძაფრდება,მაშინ სწორ გზას ადგახარ.
8.გამარჯვებას შვილები არა ჰყავს,მას მხოლოდ მამა ჰყავს.დამარცხებას კი 100 შვილი მაინც ჰყავს.ახლა იფიქრე,მათგან რომელი უფრო ძლიერია?
9.სიზმარი-ეს ჩვენი სამშობლოა ბაბილონის გოდოლის დროისა.
 
 

Wednesday, June 12, 2019

ბალზაკის პოლკოვნიკი შაბერი

პოლკოვნიკი შაბერი რუსებთან შეტაკების დროს დაიჭრა.იგი ყველამ მკვდრად გამოაცხადა.ის კი გადარჩა.ძმათა საერთო სასაფლაოზე გვამებს შორის გზა გაიკვლია და გადარჩა.ახლა კი საკუთარი პიროვნების საიდენტიფიკაციოდ საბუთების მოძიება სჭირდება და ვექილ დერვილს მიადგა.ეს ის დერვილია გობსეკთან რომ მუშაობდა.შაბერის ცოლი,ამასობაში უკვე სხვას გაჰყვა ცოლად.
შაბერის სიმართლე არ სჯერათ და დერვილის კანტორაში გადამწერებმა სიცილი დააყარეს.შაბერს კი ახლა მხოლოდ ცოლზე შურისძიება უნდა,რადგან ცოლმა იცის მისი არსებობა,მაგრამ არ ღებულობს მას სახლში და თავს არიდებს.
დერვილი დაინტერესდა ამ ამბით და პოლკოვნიკს დახმარებას შეჰპირდა.თუმცა,მოგვიანებით აღმოაჩინა,რომ პოლკოვნიკის მხოლოდ მცირე ქონება გადარჩა,დანარჩენი კი ცოლმა მიიტაცა.ცოლი არც მისი სიკვდილის დოკუმენტის გაბათილებას დათანხმდება,რადგან ქონების გაყოფა არ უნდა.საბოლოოდ ცოლმა გაიმარჯვა.შაბერს შეზიზღდა იგი ფარისევლობის გამო,თავისი ვინაობის აღდგენაზე უარი თქვა და დარჩენილი ცხოვრება მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა.

ონორე დე ბალზაკის "გობსეკი"

გობსეკი ინგლისურად მშრალ ხახას ნიშნავს.ეს მოთხრობა მამა გორიოს გაგრძელებაა.გობსეკი ერთი მევახშეა.მის ისტორიას გვიამბობს ვექილი დერვილი,რომელიც ვიკონტესა დე გრანლიეს ოჯახის მეგობარია.ვიკონტესა დე გრანლიე ნერვიულობს,რომ მის ქალიშვილს კამილას მოსწონს გრაფი დე რესტო.ეს სწორედ იმ დე რესტოს ვაჯია,რომელიც მამა გორიოშია ნახსენები.გობსეკი ახალგაზრდობაში მეკობრე იყო.მან ყველაფერი ნახა.გულგრილი გახდა ადამიანური ვნებების მიმართ.მისთვის ბედნიერება ბევრი ფულის ფლობაა,რადგან ფული სიძლიერე და პატივმოყვარეობაა.მას არ უყვარს სიკეთის კეთება,რადგან სიკეთე მის მქმნელს არაფერს ავნებს,მაგრამ მისგან დავალებულ ადამიანს აუცილებლად ავნებს.მისი აზრით,ცხოვრება მანქანაა,რომელსაც ფული ამოძრავებს.ოქროა პარიზელების სული და გული.
ეს კაცი თან საზიზღარია,თან საზოგადოებრივი ცხოვრების მამხილებელია.
ერთ დღესაც ამ ვექილს მოუწია გობსეკთან მისვლა სასესხებლად ფულის,რომ საკუთარი კანტორა გაეხსნა.გობსეკმა მას ფული ასესხა და დერვილმა მოახერხა ამ ვალის დაბრუნება 5 წელზე ნაკლებ დროში,რადგან ვიკონტესა დე გრანლიეს საქმე კარგად წარმართა.დერვილი დე გრანლიეს ახარებს,რომ ახალგაზრდა გრაფი დე რესტო დიდძალ ქონებას მიიღებს და კამილას შეუძლია მასზე გათხოვება.
გობსეკის გარდაცვალების დროს დერვილმა აღმოაჩინა,რომ გობსეკის დაგროვებული დიდძალი ქონება ტყუილად ფუჭდებოდა.გობსეკი მთელი ცხოვრება ქონებას აგროვებდა,მაგრამ ამ მომხვეჭელობას მიზანი არ ჰქონია.

Friday, June 7, 2019

საინტერესო ფაქტები ღვინოზე

1.მსოფლიოში 10000 ვაზის ჯიშიდან რქაწითელი მე -16 ადგილზეა.
2.სერბეთში და ბულგარეთში აქვთ იქ გამოყვანილი რქაწითელი.
3.საფერავი არის ამერიკაში,კერძოდ კალიფორნიაში.
4.კონიაკი ღვინის ნაწარმია.
5.მეტი თიხიანობის გამო მუკუზანი უფრო მძიმე სხეულიანი გამოდის.
6.ალექსანდრე ჭავჭავაძემ ბორდოდან გამოიძახა მეღვინე.
7.საფერავისგან აბსოლუტურად თეთრ ღვინოს ვერ დააყენებ,მაგრამ წითელი თავკვერისგან შეგიძლია დააყენო თეთრი ღვინო.თუმცა ,ასევე საფერავისგანაც გამოდის თეთრი ღვინო.
8.ზამთარში გასათბობად უნდა დალიო მაღალ ალკოჰოლიანი ღვინო.
9.კასრში ნამყოფ ღვინოს ვანილის არომატი აქვს.
10.მუსკატი არის რამდენიმე სახეობის ღვინო ერთად,რომელიც გვაძლევს მეტ არომატს.
11.ქვევრის ღვინო არის ჩალისფერი და ჩირის და თაფლის არომატით.
12.ხოლო ევროპული ღვინო ჩალისფერი ,ან ქარვისფერი ვერ იქნება.
13.ბოთლში ლექი ნიშნავს გაუფილტრავს.
14.ძველი ღვინო ყოველთვის კარგი არ არის.მხოლოდ წითელი ღვინის დაძველება შეიძლება. თეთრი მალევე უნდა დალიო.
15.საფერავს აძლევდნენ რადიაციის წინააღმდეგ წყალქვეშა ნავებზე,ასევე ჩერნობილის ტრაგედიის გადატანილებს.
16.საფერავში ჭარბობს ალუბლის არომატი.
17.ტერასულ ღვინოში უფრო მეტი მზე აღწევს და არომატული გამოდის.
18.ოჯალეშს აქვს ზევით ასული მტევნები,რომ ნესტმა არ გააფუჭოს.
19.ქინძმარაული=ქინძმორეული,ან ქინძი და ვაზი ერთად.
20.ტკბილი ღვინო არის,როდესაც ფერმენტაცია ანუ დუღილი წყდება მაცივრის ჩართვით.
21.ქისი ნიშნავს ლამაზ ქალს.