15 წლისა უკვე რელიგიური შინაარსის ნამუშევრებს ქმნიდა.თუმცა,ამბობენ უფრო პატარაობიდან დაიწყოო.მამამისიც მხატვარი იყო,მაგრამ ღირებული არაფერი შეუქმნია.პიკასო დედის გვარია.ბავშვობაში ერთი და გარდაეცვალა.ბავშვობიდან უყვარდა კორიდა.გამოირჩეოდა ირონიით და ხშირად დასცინოდა სხვებს.
საკუთარ თავზე ლეგენდებს ქმნიდა ხოლმე,თითქოს ყველაფერი ხელიდან იოლად გამოსდიოდა.არადა,დაუღალავი შრომით მიაღწია ყველაფერს.
სანამ თავის შედევრებს მიაგნებდა,აკადემიურ სტილში მუშაობდა.მისი კუბიზმი კი ყველანაირი აკადემიურობის წინააღმდეგ ამბოხებაა.
საროსკიპოების ხშირი სტუმარი იყო.ბუნებასთან სიახლოვეც უყვარდა.როცა გამდიდრდა,სახლში მაინც დახეული ტანსაცმლით დადიოდა.ყველა აღნიშნავდა,რომ ის ხშირად სევდიანი და გარიყული იყო.მომნუსხველი მზერა ჰქონდა.
საკუთარ ნახატებს აწერდა,რომ ის მეფეა.
19 წლისა უკვე ნახატებს ყიდიდა.პაბლო სიცოცხლეშივე აღიარეს.
მისი ერთ-ერთი მეგობარი თავს მოიკლავს უიმედო სიყვარულის გამო და ამბობენ,რომ ამის მერე იყო,რომ პაბლო სასიყვარულო ურთიერთობებში სისასტიკეს იჩენდა.
ქალები მისთვის სათამაშოებივით იყვნენ.და არც თავისი გარდაცვლილი მეგობრის შეყვარებულთან რომანის გაბმას მორიდებია.იქნებ,შური იძია გოგონაზე?
პიკასოს ძალიან მოსწონდა პოეზია და ბევრი პოეტი მეგობარი ჰყავდა.თავად პიკასომაც დაწერა ლექსები,თან უამრავი.
მისი ნამუშევრები პარიზში უფრო იყიდებოდა,ვიდრე ესპანეთში.
ეზიზღებოდა ვაჭრობა და მისი ნახატების გაყიდვით მისი მეგობრები იყვნენ დაკავებულები.
30 წლამდე ფაქტიურად სიღარიბეში ცხოვრობდა.
მეგობრობდა გერტრუდა სტაინთან.პირველად სწორედ გერტრუდა გამოსახა გაქვავებული,სასტიკი ნიღბით,უხეში ნაკვთებით და დაიბადა კუბიზმი.ასევე,მეგობრობდა კოკო შანელთან.
ამბობენ,რომ პიკასომ აფრიკული სკულპტურებისგან ისწავლა,როგორ დაერღვია ადამიანის სხეულის პროპორციები.მის ტილოებზე ადამიანი პირდაპირ გვიყურებს,მაგრამ ცხვირი ისეა მობრუნებული,როგორც პროფილში.შეიძლება ადამიანი ზურგით იჯდეს,მაგრამ პირდაპირ გვიყურებდეს.
პაბლოს შემოქმედება რომ გაიგო,ეს იგივეა,რაც ბენზინი სვა.ასეთი დახასიათება მისცა მას მისმა მეგობარმა. სიხარული და ბედნიერება ვნებს,სევდა ამაგრებს,ამბობდნენ მასზე.
პაბლო იმდენად შთანთქმული იყო თავისი ხელოვნებით,რომ მისი ქალი ფერნანდა უყურადღებობას და ეგოიზმს უჩიოდა მისას.ულამაზეს ფერნანდას უსახურ კუბებად აქცევდა ხოლმე და ეს ფერნანდას სწყინდა.მისი უსახური ქალები,ეს არის წინასწარმეტყველება როგორები გავხდებით სიბერეში.კუბებად დანაწევრებული სახე უმისამართოდ დალაგებული კუბები სულაც არ არის.პიკასო ცდილობდა ადამიანის შინაგან სამყაროს ჩასწვდომოდა.
უყვარდა იშვიათი ნივთების შეგროვება,კატები.
ამბობენ ქალებთან სასტიკი იყოო.ისიც უნდა გვახსოვდეს,რომ ბევრმა ქალმა მიატოვა,რადგან მეტისმეტად გულჩათხრობილად მიაჩნდათ.
მას შემდეგ რაც რუსი ქალი მოიყვანა ცოლად,მდიდრულად ცხოვრება დაიწყო და მეგობრებს ჩამოშორდა.
ამბობენ,რომ მან შეძლო ერთ ნახატში კუბიზმის და კლასიკური სტილის გაერთიანება.ზოგან,უზარმაზარი მაჯებით და ფეხებით გვხვდება ადამიანები.ამბობენ,რომ ეს იმიტომ რომ ბავშვობაში უყურებდა თავისი დეიდის გასიებულ ფეხებს.ან ეს არის სურვილი თავი შეეფარებინა მკერდსავსე დედის კალთის ქვეშ.
სიურრეალისტები აღმერთებდნენ პაბლოს.პაბლო კი გაურბოდა ამ მიმდინარეობას.თუმცა,ბოლოს სიურრეალიზმი მის შემოქმედებაშიც გამოჩნდა.
პიკასომ ფიროსმანის ცნობილი გრავიურა 1971 წელს შექმნა.უამრავი სხვა გრავიურაც შეუსრულებია.მთელი ცხოვრება მუშაობდა გაუჩერებლად.
პიკასოს,ასევე,იზიდავდა სკულპტურა.რუს ცოლთან ბედნიერი არ იყო და ჰყავდა ახალგახრდა საყვარელი.ასევე,იყო კერამიკოსი.
პიკასოს ურჩხულები თითქოს მინიშნებაა ცხოვრების სისასტიკეზე,ადამიანების ბნელ მხარეებზე.
ესპანური ქალაქის გერნიკას დაბომბვა მოხდა 1937 წელს და ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომასწავებელი იყო.გერნიკა გერმანელებმა დაბომბეს.ხელოვანი ხალხის დისკრიმინაციას ფაშისტი გერმანელებიც ახდენდნენ.პიკასო გადარჩა,რადგან ომის საკითხებში არ ერეოდა და საკმაოდ ფრთხილი იყო.სიბერეში კომუნისტური პარტიის წევრი გახდა,რომ დაეცვა თავისი ხელოვნება ფაშისტებისგან.მაგრამ სულაც არ ასრულებდა კომუნისტური პარტიის დაკვეთებს.
პიკასოს არ უყვარდა ომის ხატვა,არც ისტორიული ჟანრის მხატვრობა იზიდავდა.ამბობდა,რომ უფრო ამაღლებულს ეძებდა.
არ ახასიათებდა მიჯაჭვულობა მისი ქალების მიმართ.მას სჭირდებოდა ქალი,რომელიც შეუქმნიდა კეთილსაიმედო გარემოს,რომ თავით გადაშვებულიყო ხელოვნებაში.ის სულაც არ იყო ადამიანი,რომელიც თავისი ქალების კარიერაზე იზრუნებდა.დორა მაარი მის ხელში ჩაქრა.
იყო ცრუმორწმუნე.თმას ერთსა და იმავე პარიკმახერთან იჭრიდა.სჯეროდა მისტიკური ძალების.
91 წლის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.
გამოთქმები:ყველა ფოტოგრაფის შიგნით მხატვარი ცხოვრობს,რომელიც ცდილობს გარეთ გამოღწევას.
როდის აქეთ არის სურათი მათემატიკური გამოსახულება?ის იმიტომ კი არ არის,რომ ავხსნათ,არამედ იმიტომ,რომ ემოციები გააჩინოს მაყურებლის სულში.
No comments:
Post a Comment