Monday, May 3, 2021

სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრების ამბავი

 ბავშვობაში ძალიან ონავარი იყო.სულ ვიღაცას სცემდა ხოლმე .ბევრს საუბრობს ჭამაზე.ძალიან მდიდარი ფანტაზია ჰქონდა.ბავშვობიდან მის მიერ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა და მისი ავტობიოგრაფიის კითხვისას გაუგებარია რა არის რეალობა და რა წარმოსახვა.ბავშვობიდან აკვირდებოდა შუქების და ჩრდილების ცვლილებას.

სწავლა არ უყვარდა,რადგან გაკვეთილებზე წარმოსახვით თამაშობდა.და ბავშვობიდან თავისთავი მეფედ და გამორჩეულად მიაჩნდა.

მთელი ცხოვრება ყველას გიჟად მიაჩნდა დალი და მას ეს მოსწონდა.საკუთარ მიმიკებზე მუშაობდა და თეატრალური მეტყველება გამოიმუშავა.

იმდენად მორიდებული იყო,რომ ლაპარაკი უჭირდა.

ახალგაზრდობაში პიესაც კი აქვს დაწერილი.

ჰქონდა ხილვები,რაც შემდეგ ტილოებზე გადაჰქონდა.საკუთარი პათოლოგიების ფროიდისეულ ახსნას იძლევა.

უნივერსიტეტში სწავლა არ მოსწონდა,რადგან იქ ერთთავად იმეორებდნენ,რომ მთავარია მხატვარმა წესები დაარღვიოს და არაფერს ეუბნებოდნენ გამომსახველობით ტექნიკებზე.

შემდეგ უნივერსიტეტიდან გარიცხეს,რადგან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ყოველთვის უნდოდა იმის საპირისპირო ეკეთებინა,რასაც ყველა დანარჩენი აკეთებდა.

"ძვლები სხეულის გარეთ უფრო უპრიანია,ვიდრე შიგნით."ამბობდა იგი.

ცვილი დალისთვის სიკვდილთან ასოცირდება,გვამთან,ხრწნასთან.

ინსპირაციას პოულობდა ყველის დნობის ცქერით და ეს დნობადი ყველი ძალიან ჰგავს მის ცნობილ საათებს. მექანიკური საგნების სიხისტე აღიზიანებდა და უნდოდა,რომ საათები თხევადი ყოფილიყო. მექანიკური საგნების სიხისტე მუდამ ამაზრზენი იყო ჩემთვის,როგორც ვთქვათ,მაჯის საათების.ჩემი წარმოდგენით,ისინი ან რბილი და თხევადი უნდა ყოფილიყო,ანდა საერთოდ აზრი არ ჰქონდა მათ არსებობას.

უყვარდა ფსიქიატრია.საშოში ყოფნას სამოთხეში ყოფნას უწოდებს და თვალებზე თითის მიჭერით ცდილობდა სამოთხეში დაბრუნებას.დედის წიაღის ძიება ჩანს მის ხელოვნებაში.მდედრი კენტავრების სახით.მიდრეკილება ჰქონდა ქალურობისკენ,მაგრამ ჰომოსექსუალი არასდროს ყოფილა.სექსუალური აქტივობით არ გამოირჩეოდა.გალას რომ შეხვდა ვაჟიშვილი იყო.

სულიერ კავშირს გრძნობდა რუსეთთან.რუსეთი,თოვლი მისთვის მის მეფურ ბუნებასთან ასოცირდებოდა.

პაბლო პიკასო მისი კუმირი იყო,თუმცა პიკასოს საპირისპიროდ დალის სულაც არ მოსწონდა პრიმიტიული აფრიკული ქანდაკებები.თუ პიკასომ კუბიზმი რენესანსული ხელოვნების საწინააღმდეგოდ შექმნა,დალიმ სიურრეალიზმი დაუპირისპირა კუბიზმს.დალის ნოსტალგია იპყრობდა რენესანსის მიმართ და სულაც არ ეომებოდა მას.

დალის გავლენა ჰქონდა ხელოვნების სხვა დარგებზეც.მის ფორმებს იყენებდნენ ,მაგალითად მოდაში.

იგი სწუხდა,რომ მის იდეებს იპარავდნენ და მას სძარცვავდნენ,თვითონ კი არაფერი ხეირი არ ჰქონდა.

ადამიანის თავზე დადებული უმი ხორცი,ეს არის მშობლების მიერ შვილების მსხვერპლშეწირვის თემა დალისთან.

მან შეამჩნია,რომ ბებერი ევროპა სიახლეს ეძებდა,ახალგაზრდა ამერიკა კი სიძველეებს ეტრფოდა.

მას მიაჩნდა,რომ ორი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ხელოვნების გაგება სრულიად დეგრადირებული იყო.ამ დროს,დალი ცდილობდა მისი ირაციონალური სიურრეალიზმის მოთვინიერებას და რენესანსთან სინთეზს.

დიდ პატივს სცემდა ქართველ თეატრის მხატვარს,ალექსანდრე შერვაშიძეს.


მისი გამოთქმები:1.სრული სიმარტოვის დაუძლეველი გრძნობა მეძვირფასებოდა.

2.ყოველივე კოლექტიურს მხოლოდ საკუთარი თავის განადგურებამდე მიჰყავხარ...შესაბამისად,გამოიყენე კოლექტიური,როგორც მცდელობა,შემდეგ კი ჰკა მაგას!და ისევ ეულად უნდა დარჩე! 

3.არ მესმის,როგორ ერთიანად დაიცალა ეს ხალხი ფანტაზიებისგან!ვთქვათ,რატომ არც ერთ ავტობუსის მძღოლს თავშიც კი არ მოსდის,ერთხელ მაინც დააჯახოს მანქანა კამფეტების ავტომატს და იქვე,ქუჩაში მიმავალი ბავშვების გული გაახაროს!

4.სალვადორ დალის იმიტაცია მხოლოდ სალვადორ დალის ძალუძს.


No comments:

Post a Comment