ვიქტორ ეროფეევი გვიამბობს,რომ როდესაც იგი 32 წლის იყო მან მამამისი პოლიტიკურად მოკლა,რადგან მამამისი საბჭოთა კავშირის გავლენიანი დიპლომატი იყო და საბჭოთა კავშირმა დაგმო მისი შვილის,ანუ ვიქტორის ანტისაბჭოური მოთხრობა.
ეროფეევი თვლის,რომ რუსეთი ყველაზე სასაცილო ერია მსოფლიოში.უაზრობაა რუსს მოუწოდო თვითშემეცნებისაკენ.
ვიქტორის მოთხრობა დედამაც კი დაგმო.მამამისი კი სტალინის ერთგულად დარჩა.
წიგნში ავტორის მოგონებებია თავმოყრილი.იგონებს ბავშვობას და საბჭოთა ყოფას.ბავშვობა უზრუნველი ჰქონდა.
წიგნში კარგად ჩანს საბჭოთა ცენზურა ლიტერატურის მიმართ.
საბჭოთა კავშირში სიკვდილი სამარცხვინო იყო,რადგან შენი სიცოცხლე პარტიას ეკუთვნოდა.
ეროფეევი ბავშვობაში გონებაჩლუნგი ეგონათ,რადგან გვიან დაიწყო ლაპარაკი და ზოგადად ლაპარაკი არ უყვარდა.
ავტორი იხსენებს,რომ მის ბავშვობაში სტალინმა ერთ პოეტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ლექსების გამო.პოლიციელმა ველოსიპედი წაართვა,რომელიც პარიზიდან იყო ჩამოტანილი.თავად საძაგელი ბავშვი იყო.ეზოში მამის თოფით კატა მოკლა.
შემდეგ ეროფეევი გვიამბობს მამის წარსულს.მამა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.ბევრჯერ გადარჩა დაღუპვას და ვიქტორის დაბადება მართლაც გამართლება იყო.
ამ ნაწარმოებში არ არის მძაფრი კრიტიკა.მწერალი უბრალოდ ფაქტებს გადმოგვცემს და ხშირად სიყვარულითაც კი იგონებს სტალინს.
ეროფეევი ამბობს,რომ სტალინს მესამე მსოფლიო ომი უნდოდა და მას ამერიკის დაპყრობაც კი უნდოდა.
ეროფეევის მამა ვერ იტანდა ინტელიგენციას,რადგან ისინი სახელმწიფოს ეწინააღმდეგებოდნენ.ვიქტორი პირველად სწორედ ამ ზიზღის გამო განუდგა მამას.
სტალინის სიკვდილის შემდეგ ეროფეევის ოჯახი პარიზში გადასახლდა.პარიზი ვიქტორისთვის მეორე სამშობლო გახდა.
პარიზში დედა სტალინიზმს დაშორდა და ევროპული წეს-ჩვეულებები შეიძინა.ვიქტორი დედის მხარეს იხრებოდა.იგი მეამბოხე სულის იყო.მამა კი მაინც სტალინის ერთგული დარჩა.საბჭოთა კავშირი კი გამოირჩეოდა დასავლეთის სიძულვილით.
ვიქტორის მამას პარიზში საბჭოთა კავშირის ჯაშუშობა დააბრალეს.რაღაც თვალსაზრისით,ის მართლაც უყვებოდა კრემლს ყველაფერს,რასაც გაიგონებდა.შემდეგ უცხოელებთან ფუქსავატური მეგობრობა დაუწუნეს და უკან მოსკოვში გაიწვიეს.ამით დამთავრდა პარიზული ცხოვრება.მოსკოვში დახვდა უღიმღამობა,ხულიგნები და ბაღლინჯოები.
შემდეგ მამამისი გახდა საბჭოთა კავშირის ელჩი სენეგალსა და გამბიაში.ამ დროისთვის,ვიქტორი იდეოლოგიურად ძალიან დაშორდა მამას.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება,რომ ეროფეევს საბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტი მხოლოდ იმის გამო აქვს,რომ იქ არ იყო ვან გოგი და მოდილიანი.სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულები სულ არ აღელვებს.
პოლიტ ბიუროს თანამშრომლებისთვის და სტალინისთვის ხელოვნება სახელმწიფოს როლის შესუსტება იყო.
შემდეგი თანამდებობა ვიქტორის მამისთვის იყო იუნესკოს ვიცე-პრეზიდენტობა.
შემდეგ აღწერილია როგორ იბრძოდა ვიქტორი სხვა ანტისაბჭოურად განწყობილ მწერლებთან ერთად ცენზურის წინააღმდეგ.ეს მოხდა 1980 იან წლებში.
"კგბ"მ დაიწყო ეროფეევის თვალთვალი.მას ემუქრებოდნენ.მისგან ხელნაწერის ჩაბარებას ითხოვდნენ.ამ დროს კი მისი ხელნაწერი უკვე დაბეჭდილი იყო დასავლეთში.შემდეგ მამამისს დაემუქრნენ,რომ თუ პატიებით წერილს არ დაწერდა მისი ვაჟი,მამამისს ევროპიდან გაიწვევდნენ.მამამისმა მართლაც დაკარგა სამსახური და წონა საზოგადოებაში.ვიქტორი კი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.სხვებს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს.ზოგი საარსებო წყაროს გარეშე დატოვეს.
ასე გავიდა 25 წელი.ეროფეევმა ახალი რომანი დაწერა.იგი თვლის,რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო,რომ ის გარდაქმნილიყო თავისუფალ მწერლად.
No comments:
Post a Comment