მთავარი პერსონაჟია რასელ გრინი.მას ჰყავს ცოლი ვივიენი,რომელიც მას სულ იდიოტს ეძახის.ნაწარმოები იწყება ვივიენის მშობიარობით.მათ პატარა გოგონა, ლონდონი შეეძინებათ.რასელი გაოცდება იმ გრძნობების მოზღვავებით,რომელიც მასში ახალშობილმა გამოიწვია.
შემდეგ რასელი აღიარებს,რომ დიდი ჭკუა გონებით არ გამოირჩევა.ჭკუა რომ ჰქონოდა ვივიენთან საქმეს არ დაიჭერდა.ნანობს ცოლის მოყვანას.თუმცა კი,ყოველთვის ქალებთან ურთიერთობა ერჩივნა,კაცებთან მეგობრობას.აღიარებს,რომ მთელი ცხოვრება ვერ მომწიფდა გონებრივად.
ვივიენი არაჩვეულებრივი დედა იყო,თუმცა ბავშვის გაჩენიდან მალევე გაცივდა.სულ გაღიზიანებული დადიოდა და რასელმა მალევე აღმოაჩინა მიზეზი.რასელის უფროსი ვივიენს ეფლირტავება.იმავე პერიოდში,რასელი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებს,რაზეც ვივიენი ძალიან გაბრაზდა.
რასელის ბიზნესმა არ გაამართლა.ცოლი სულ უფრო და უფრო აგდებულად ელაპარაკება.წამოჭრილ პრობლემებზე საუბარს ორივე თავს არიდებს.ცოლმა გადაწყვიტა მუშაობა დაიწყოს და ყველაზე საშინელება ის არის,რომ რასელის მტრების გარემოში ტრიალებს.ვივიენი ცდილობს,რასელს შინაყუდა მამობა ააღებინოს თავზე.რასელი მისტერ დედა გახდა.ვივიენი იგონებს,რომ სადღაც მიფრინავს და ღამ-ღამობით სახლში არ მოდის ხოლმე.პატარა ლონდონს უჭირს უდედობა და მამასთან პირველი კონფლიქტი მოუვიდა.ვივიენი ცდილობს შვილი მამის საწინააღმდეგოდ განაწყოს.
რასელი შეხვდა თავის პირველ სიყვარულს,ემილიას.ისინი წლების წინ დაშორდნენ.არადა,შეეძლოთ იდეალური ურთიერთობა ჰქონოდათ.მათი ურთიერთობა ღრმავდება,რადგან პატარა ლონდონი ემილიას პატარა ბიჭთან მეგობრობს.
ამასობაში,რასელმა პირველი კლიენტი იპოვა.
ვივიენი მაინც უკმაყოფილოა და რასელს ადანაშაულებს,რომ მას ოჯახის შენახვა არ შეუძლია.ამავე დროს,ეჭვიანობს რასელზე და ემილიაზე.ვივიენი კი სულ უფრო ხშირად დაფრინავს სამსახურის საქმეებზე და სახლში ცოტა დროს ატარებს.უფროსი კორპორატიული ბინის დაქირავებას აპირებს ვივიენისთვის.ამასობაში,პატარა ლონდონი დედას გადაეჩვია და მამას მიეჩვია.
შემდეგ იყო ვივიენის და ლონდონის პირველი ჩხუბი ძვირადღირებული კაბების გაფუჭების გამო.ვივიენი ვერ ეგუება,რომ ბავშვი გადაეჩვია და რასელს ბრალი დასდო,ბავშვს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებო.
ბოლოს ვივიენი გამოტყდა,რომ თავისი უფროსი შეუყვარდა და სხვა ქალაქში აპირებს გადაბარგებას.ვივიენმა რასელი მიატოვა.რასელს მაინც უყვარს ვივიენი და თუ ის დარეკავს,მზად არის აპატიოს.მაგრამ ვივიენი არ ჩანს.რასელი ცდილობს გაიაზროს,რატომ მიატოვა ვივიენმა და ფიქრობს,რომ ის ძლიერი მამაკაცი არ არის და იმიტომ.ახლა საინტერესოა ბავშვს ვინ წაიყვანს.ვივიენს ბავშვის წაყვანა უნდა.
რასელი თავს არასრულფასოვნად გრძნობს.უნებისყოფო და ჩვარივით კაცია.ვივიენი თავის ნებაზე ათამაშებს ღალატის შემდეგაც კი,რადგან რასელს ის მაინც უყვარს.რასელი საკუთარ თავზე ბრაზდება,რომ თანდაყოლილი მაამებლობის გამო ვივიენს ვერ უბრაზდება.
ამასობაში კი,რასელის პირველი შეყვარებული ემილია ძალიან აქტიურობს.ვივიენისგან განსხვავებით,ემილია ძალიან უბრალოა.
განქორწინების პროცესიც დაიწყეს.ვივიენს ბავშვი და ქონების ნახევარი უნდა.
ამასობაში,რასელი მიხვდა,რომ ემილიასთან ყოფნა სიამოვნებს.
როდესაც ლონდონი ველოსიპეტიდან გადმოვარდა და თავი გაიხეთქა,ვივიენი მაშინვე შვილთან გაჩნდა,მაგრამ შვილის თანდასწრებით ყველასთან მოყვარული ცოლის როლს თამაშობს.
რასელი ფიქრობს,რომ ვივიენთან დაშორების მიზეზი ის არის,რომ ცოლს არასდროს შეწინააღმდეგებია.
ამასობაში ვივიენმაც დაუთმო რასელს,როდესაც რასელმა ლონდონი ცეკვის გაკვეთილიდან გამოიყვანა.თან ეჭვიანობაც დაიწყო ვივიენმა,რადგან რასელი გვიანობამდე რჩება ემილისთან.
რასელი ნელ-ნელა გადაეჩვია ვივიენს და მისმა დაარსებულმა კომპანიამაც ნელ-ნელა ამოქაჩა.
ვივიენი კი არაფრის დათმობას არ აპირებს.მან გაიგო რასელის ემილისთან გახშირებული ვიზიტების შესახებ და აპირებს ეს სასამართლოში გამოიყენოს.რასელი სახლს ყიდის.იგი ემილის სიყვარულში გამოუტყდა.რასელის დას კი კიბო აღმოაჩნდა,მეოთხე სტადია.
ბავშვობაში რასელის დას საშინელებათა ფილმების ყურება უყვარდა.სიამოვნებდა,რომ ეშინოდა.რადგან რეალურ ცხოვრებაში უფრო საშიში რამ რომ მომხდარიყო,აღარ შეშინებოდა.თითქოს,გრძნობდა,რაც ელოდა.რასელის და ეთხოვება ყველას და ბოლო წუთამდე ცდილობს რასელი და ემილია უფრო დააახლოვოს.
ვივიენი კი სასამართლოში ბინძური მეთოდებით აპირებს ბრძოლას და სასამართლო უნდა დაარწმუნოს,რომ რასელი შეუფერებელი მამაა.
უკანასკნელ თავებში მარჯის სიკვდილთან ბრძოლაა აღწერილი.
მარჯის სიკვდილის მერე რასელი ატლანტაში გადავიდა.ასე,რომ ლონდონი ორივე მშობელთან ახლოს არის.ემილიც რასელს გაჰყვა და ყველაფერი დალაგდა.
No comments:
Post a Comment