Friday, December 27, 2019

#გამოთქმები ვიქტორ ეროფეევის წიგნიდან

1.იცხოვრო რუსეთში,ნიშნავს იარო ჭერზე.ესაა გადაბრუნებული თვალთახედვა.
2.შვილები,როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი,ჩვენს ცხოვრებას ხაფანგად გარდაქმნიან.
3.ლიტერატორები არ არიან გენიოსები.ლიტერატურა არც ფილოსოფიაა და არც რელიგია.
4.რუსეთი არ ეკუთვნის ევროპას:მას აქვს სხვა,ხშირად ევროპის მიმართ მტრული ბუნება.
5.ხელისუფლება,რომელსაც დამარცხების ეშინია,საყოველთაო დაშინებით იარაღდება,ისაა ერთადერთი მტკიცე საყრდენი.
6.მწერალი-გაგიჟებული მაღვიძარაა,რომელიც რეკავს,რათა სამყარო გააღვიძოს.
7.მე მგონი,სტალინი რუსების ანტიდემოკრატიულობის,მათი ანტიევროპული ღირებულებების,მათი აზრთა აპოგეაა.შემთხვევითი არაა,რომ დღევანდელი ნახევარი რუსეთი სტალინში ბოროტმოქმედს ვერ ხედავს.სტალინი რუსებისაგან შეიკერა.

#ვიქტორ ეროფეევი #მამაჩემი კარგი სტალინი

  ვიქტორ ეროფეევი გვიამბობს,რომ როდესაც იგი 32 წლის იყო მან მამამისი პოლიტიკურად მოკლა,რადგან მამამისი საბჭოთა კავშირის გავლენიანი დიპლომატი იყო და საბჭოთა კავშირმა დაგმო მისი შვილის,ანუ ვიქტორის ანტისაბჭოური მოთხრობა.
  ეროფეევი თვლის,რომ რუსეთი ყველაზე სასაცილო ერია მსოფლიოში.უაზრობაა რუსს მოუწოდო თვითშემეცნებისაკენ.
  ვიქტორის მოთხრობა დედამაც კი  დაგმო.მამამისი კი სტალინის ერთგულად დარჩა.
 წიგნში ავტორის მოგონებებია თავმოყრილი.იგონებს ბავშვობას და საბჭოთა ყოფას.ბავშვობა უზრუნველი ჰქონდა.
  წიგნში კარგად ჩანს საბჭოთა ცენზურა ლიტერატურის მიმართ.
  საბჭოთა კავშირში სიკვდილი სამარცხვინო იყო,რადგან შენი სიცოცხლე პარტიას ეკუთვნოდა.
  ეროფეევი ბავშვობაში გონებაჩლუნგი ეგონათ,რადგან გვიან დაიწყო ლაპარაკი და ზოგადად ლაპარაკი არ უყვარდა.
  ავტორი იხსენებს,რომ მის ბავშვობაში სტალინმა ერთ პოეტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ლექსების გამო.პოლიციელმა ველოსიპედი წაართვა,რომელიც პარიზიდან იყო ჩამოტანილი.თავად საძაგელი ბავშვი იყო.ეზოში მამის თოფით კატა მოკლა.
  შემდეგ ეროფეევი გვიამბობს მამის წარსულს.მამა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.ბევრჯერ გადარჩა დაღუპვას და ვიქტორის დაბადება მართლაც გამართლება იყო.
 ამ ნაწარმოებში არ არის მძაფრი კრიტიკა.მწერალი უბრალოდ ფაქტებს გადმოგვცემს და ხშირად სიყვარულითაც კი იგონებს სტალინს.
 ეროფეევი ამბობს,რომ სტალინს მესამე მსოფლიო ომი უნდოდა და მას ამერიკის დაპყრობაც კი უნდოდა.
  ეროფეევის მამა ვერ იტანდა ინტელიგენციას,რადგან ისინი სახელმწიფოს ეწინააღმდეგებოდნენ.ვიქტორი პირველად სწორედ ამ ზიზღის გამო განუდგა მამას.
  სტალინის სიკვდილის შემდეგ ეროფეევის ოჯახი პარიზში გადასახლდა.პარიზი ვიქტორისთვის მეორე სამშობლო გახდა.
  პარიზში დედა სტალინიზმს დაშორდა და ევროპული წეს-ჩვეულებები შეიძინა.ვიქტორი დედის მხარეს იხრებოდა.იგი მეამბოხე სულის იყო.მამა კი მაინც სტალინის ერთგული დარჩა.საბჭოთა კავშირი კი გამოირჩეოდა დასავლეთის სიძულვილით.
  ვიქტორის მამას პარიზში საბჭოთა კავშირის ჯაშუშობა დააბრალეს.რაღაც თვალსაზრისით,ის მართლაც უყვებოდა კრემლს ყველაფერს,რასაც გაიგონებდა.შემდეგ უცხოელებთან ფუქსავატური მეგობრობა დაუწუნეს და უკან მოსკოვში გაიწვიეს.ამით დამთავრდა პარიზული ცხოვრება.მოსკოვში დახვდა უღიმღამობა,ხულიგნები და ბაღლინჯოები.
  შემდეგ მამამისი გახდა საბჭოთა კავშირის ელჩი სენეგალსა და გამბიაში.ამ დროისთვის,ვიქტორი იდეოლოგიურად ძალიან დაშორდა მამას.
 ისეთი შთაბეჭდილება რჩება,რომ ეროფეევს საბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტი მხოლოდ იმის გამო აქვს,რომ იქ არ იყო ვან გოგი და მოდილიანი.სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულები სულ არ აღელვებს.
  პოლიტ ბიუროს თანამშრომლებისთვის და სტალინისთვის ხელოვნება სახელმწიფოს როლის შესუსტება იყო.
  შემდეგი თანამდებობა ვიქტორის მამისთვის იყო იუნესკოს ვიცე-პრეზიდენტობა.
  შემდეგ აღწერილია როგორ იბრძოდა ვიქტორი სხვა ანტისაბჭოურად განწყობილ მწერლებთან ერთად ცენზურის წინააღმდეგ.ეს მოხდა 1980 იან წლებში.
  "კგბ"მ დაიწყო ეროფეევის თვალთვალი.მას ემუქრებოდნენ.მისგან ხელნაწერის ჩაბარებას ითხოვდნენ.ამ დროს კი მისი ხელნაწერი უკვე დაბეჭდილი იყო დასავლეთში.შემდეგ მამამისს დაემუქრნენ,რომ თუ პატიებით წერილს არ დაწერდა მისი ვაჟი,მამამისს ევროპიდან გაიწვევდნენ.მამამისმა მართლაც დაკარგა სამსახური და წონა საზოგადოებაში.ვიქტორი კი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.სხვებს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს.ზოგი საარსებო წყაროს გარეშე დატოვეს.
  ასე გავიდა 25 წელი.ეროფეევმა ახალი რომანი დაწერა.იგი თვლის,რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო,რომ ის გარდაქმნილიყო თავისუფალ მწერლად.

#ნიკოლას სპარკსი #მხოლოდ ჩვენ ორნი

  მთავარი პერსონაჟია რასელ გრინი.მას ჰყავს ცოლი ვივიენი,რომელიც მას სულ იდიოტს ეძახის.ნაწარმოები იწყება ვივიენის მშობიარობით.მათ პატარა გოგონა, ლონდონი შეეძინებათ.რასელი გაოცდება იმ გრძნობების მოზღვავებით,რომელიც მასში ახალშობილმა გამოიწვია.
  შემდეგ რასელი აღიარებს,რომ დიდი ჭკუა გონებით არ გამოირჩევა.ჭკუა რომ ჰქონოდა ვივიენთან საქმეს არ დაიჭერდა.ნანობს ცოლის მოყვანას.თუმცა კი,ყოველთვის ქალებთან ურთიერთობა ერჩივნა,კაცებთან მეგობრობას.აღიარებს,რომ მთელი ცხოვრება ვერ მომწიფდა გონებრივად.
  ვივიენი არაჩვეულებრივი დედა იყო,თუმცა ბავშვის გაჩენიდან მალევე გაცივდა.სულ გაღიზიანებული დადიოდა და რასელმა მალევე აღმოაჩინა მიზეზი.რასელის უფროსი ვივიენს ეფლირტავება.იმავე პერიოდში,რასელი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებს,რაზეც ვივიენი ძალიან გაბრაზდა.
  რასელის ბიზნესმა არ გაამართლა.ცოლი სულ უფრო და უფრო აგდებულად ელაპარაკება.წამოჭრილ პრობლემებზე საუბარს ორივე თავს არიდებს.ცოლმა გადაწყვიტა მუშაობა დაიწყოს და ყველაზე საშინელება ის არის,რომ რასელის მტრების გარემოში ტრიალებს.ვივიენი ცდილობს,რასელს შინაყუდა მამობა ააღებინოს თავზე.რასელი მისტერ დედა გახდა.ვივიენი იგონებს,რომ სადღაც მიფრინავს და ღამ-ღამობით სახლში არ მოდის ხოლმე.პატარა ლონდონს უჭირს უდედობა და მამასთან პირველი კონფლიქტი მოუვიდა.ვივიენი ცდილობს შვილი მამის საწინააღმდეგოდ განაწყოს.
  რასელი შეხვდა თავის პირველ სიყვარულს,ემილიას.ისინი წლების წინ დაშორდნენ.არადა,შეეძლოთ იდეალური ურთიერთობა ჰქონოდათ.მათი ურთიერთობა ღრმავდება,რადგან პატარა ლონდონი ემილიას პატარა ბიჭთან მეგობრობს.
  ამასობაში,რასელმა პირველი კლიენტი იპოვა.
  ვივიენი მაინც უკმაყოფილოა და რასელს ადანაშაულებს,რომ მას ოჯახის შენახვა არ შეუძლია.ამავე დროს,ეჭვიანობს რასელზე და ემილიაზე.ვივიენი კი სულ უფრო ხშირად დაფრინავს სამსახურის საქმეებზე და სახლში ცოტა დროს ატარებს.უფროსი კორპორატიული ბინის დაქირავებას აპირებს ვივიენისთვის.ამასობაში,პატარა ლონდონი დედას გადაეჩვია და მამას მიეჩვია.
 შემდეგ იყო ვივიენის და ლონდონის პირველი ჩხუბი ძვირადღირებული კაბების გაფუჭების გამო.ვივიენი ვერ ეგუება,რომ ბავშვი გადაეჩვია და რასელს ბრალი დასდო,ბავშვს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებო.
 ბოლოს ვივიენი გამოტყდა,რომ თავისი უფროსი შეუყვარდა და სხვა ქალაქში აპირებს გადაბარგებას.ვივიენმა რასელი მიატოვა.რასელს მაინც უყვარს ვივიენი და თუ ის დარეკავს,მზად არის აპატიოს.მაგრამ ვივიენი არ ჩანს.რასელი ცდილობს გაიაზროს,რატომ მიატოვა ვივიენმა და ფიქრობს,რომ ის ძლიერი მამაკაცი არ არის და იმიტომ.ახლა საინტერესოა ბავშვს ვინ წაიყვანს.ვივიენს ბავშვის წაყვანა უნდა.
  რასელი თავს არასრულფასოვნად გრძნობს.უნებისყოფო და ჩვარივით კაცია.ვივიენი თავის ნებაზე ათამაშებს ღალატის შემდეგაც კი,რადგან რასელს ის მაინც უყვარს.რასელი საკუთარ თავზე ბრაზდება,რომ თანდაყოლილი მაამებლობის გამო ვივიენს ვერ უბრაზდება.
  ამასობაში კი,რასელის პირველი შეყვარებული ემილია ძალიან აქტიურობს.ვივიენისგან განსხვავებით,ემილია ძალიან უბრალოა.
 განქორწინების პროცესიც დაიწყეს.ვივიენს ბავშვი და ქონების ნახევარი უნდა.
  ამასობაში,რასელი მიხვდა,რომ ემილიასთან ყოფნა სიამოვნებს.
  როდესაც ლონდონი ველოსიპეტიდან გადმოვარდა და თავი გაიხეთქა,ვივიენი მაშინვე შვილთან გაჩნდა,მაგრამ შვილის თანდასწრებით ყველასთან მოყვარული ცოლის როლს თამაშობს.
  რასელი ფიქრობს,რომ ვივიენთან დაშორების მიზეზი ის არის,რომ ცოლს არასდროს შეწინააღმდეგებია.
  ამასობაში ვივიენმაც დაუთმო რასელს,როდესაც რასელმა ლონდონი ცეკვის გაკვეთილიდან გამოიყვანა.თან ეჭვიანობაც დაიწყო ვივიენმა,რადგან რასელი გვიანობამდე რჩება ემილისთან.
  რასელი ნელ-ნელა გადაეჩვია ვივიენს და მისმა დაარსებულმა კომპანიამაც ნელ-ნელა ამოქაჩა.
  ვივიენი კი არაფრის დათმობას არ აპირებს.მან გაიგო რასელის ემილისთან გახშირებული ვიზიტების შესახებ და აპირებს ეს სასამართლოში გამოიყენოს.რასელი სახლს ყიდის.იგი ემილის სიყვარულში გამოუტყდა.რასელის დას კი კიბო აღმოაჩნდა,მეოთხე სტადია.
  ბავშვობაში რასელის დას საშინელებათა ფილმების ყურება უყვარდა.სიამოვნებდა,რომ ეშინოდა.რადგან რეალურ ცხოვრებაში უფრო საშიში რამ რომ მომხდარიყო,აღარ შეშინებოდა.თითქოს,გრძნობდა,რაც ელოდა.რასელის და ეთხოვება ყველას და ბოლო წუთამდე ცდილობს რასელი და ემილია უფრო დააახლოვოს.
  ვივიენი კი სასამართლოში ბინძური მეთოდებით აპირებს ბრძოლას და სასამართლო უნდა დაარწმუნოს,რომ რასელი შეუფერებელი მამაა.
  უკანასკნელ თავებში მარჯის სიკვდილთან ბრძოლაა აღწერილი.
  მარჯის სიკვდილის მერე რასელი ატლანტაში გადავიდა.ასე,რომ ლონდონი ორივე მშობელთან ახლოს არის.ემილიც რასელს გაჰყვა და ყველაფერი დალაგდა.
 

Friday, December 6, 2019

#betania

                                    ბეთანიის ეკლესია და ორბელიანების საძვალე















Thursday, December 5, 2019

ლორე-ტაშირი

ლორე-ტაშირში მონახულებული ქობაირის ეკლესია და თამარის ხიდი.












ფოტოები ახალქალაქის ეკვდერიდან,სადაც ტურინის სუდარის ასლია დაბრძანებული.სამწუხაროდ,სუდარის ფოტოები არ გვაქვს,რადგან გადაღება აკრძალულია.