Saturday, September 8, 2018

#გამოთქმები #ელიფ შაფაქი #სიყვარულის 40 წესი

1.ვინც ღმერთს გმობს,ის თავის თავს გმობს.
2.ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია.თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს,ეს იმას ნიშნავს,რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე.ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ,მაშინ შენც ასეთივე ხარ.
3.როცა საკუთარ მეს შეიცნობ,შეიცნობ ღმერთსაც.
4.სულიერად ერთმანეთს ვგავართ.
5.ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა.
6.უნდა იპოვო ადამიანი,რომელიც შენი სარკე გახდება.
7.ადვილია,გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი სპეტაკი და შეუცდომელი.ბევრად უფრო ძნელია,გიყვარდეს მოძმე შენი ადამიანი,უამრავი ზადის მქონე.
8.ეშმაკი რაღაც განსაკუთრებული ძალა კი არ არის,არამედ შენივე შინაგანი ხმა.
9.ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს,პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს.
10.მარადისობა უსასრულო დროს როდი ნიშნავს,არამედ უდროობას.თუ გსურს ეზიარო მარადისობის ნათელს,გონებიდან ამოიშალე წარსულიცა და მომავალიც და სამუდამოდ დარჩი აწმყოში.

No comments:

Post a Comment