ეს წიგნი გვასწავლის ღმერთის სიყვარულს.ეს არის სიყვარულის რელიგიის 40 წესი.წიგნში ბევრია საუბარი ისლამზე და რა უნდა იყოს მისი დანიშნულება.
წიგნში არის ორი სიუჟეტური ხაზი.პირველია ელა რუბინშტეინის და შოტლანდიელი მწერლის აზიზის სიყვარული.ელას ჰყავს სტომატოლოგი ქმარი,3 შვილი და 1 ძაღლი.სჯერა,რომ ცოლ-ქმრობა მიმტევებლობა და ურთიერთგაგებაა და არა სიყვარული.ცხოვრობენ ამერიკაში.ელამ 20 წლიანი იდილიური ცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტა.იგი ინგლისური ენის სპეციალისტია.იგი კრიტიკოსობაზე ოცნებობდა,მაგრამ ქმარმა სახლში გამოკეტა.ბავშვები რომ წამოიზარდნენ,თავისუფალი დრო გამოუჩნდა და მუშაობა დაიწყო.ეს ებრაული ოჯახია.მისი აზრით,სიყვარული მხოლოდ სერიალებშია,ისევე სწრაფად მიდის,როგორც მოდის.მთავარია იპოვო კაცი,რომელიც კარგი მამა და ქმარი იქნება.სწორედ ეს სიტყვები უთხრა შვილს,რომელმაც გათხოვება გადაწყვიტა.მას შესაფასებლად მისცეს შოტლანდიელი მწერლის წიგნი,სადაც ჯალალ-ედ დინ რუმი და შამს თებრიზი ერთმანეთს ესაუბრებიან.ეს წიგნი სიყვარულზეა.ელას თავზარი დაეცა.
ელამ ქალიშვილის საქმროს დაურეკა და მისი გოგონას ცოლად შერთვა აუკრძალა.ამას მოჰყვა ის,რომ გოგონამ და ქმარმა ღამე სახლში არ გაათიეს.
ელამ წიგნის ავტორს მესიჯი მისწერა,თითქოს უნდა გაარკვიოს მართლა არსებობს თუ არა სიყვარული.მწერალმა მისწერა,რომ რისი შეცვლაც არ შეუძლია,უნდა მიუშვას თავის ნებაზე.
ელა იწყებს ოცნებას,რომ მიატოვოს მოდუნებული ცხოვრება და ფათერაკებს გადაეყაროს.
ელა თავის ქალიშვილს შეურიგდა.პირველი ნაბიჯი გოგონამ გადადგა და დედას აპატია.
ელას და აზიზის მიმოწერა სისტემატიური გახდა.ელა გრძნობს,რომ ქმარი ღალატობს.მაგრამ თავს იკატუნებს,რომ არაფერი იცის,რადგან სიმშვიდე უნდა.
ამასობასი,ელას აზიზთან მიმოწერა ფლირტში გადავიდა.მათ უკვე მეგობრობაზე მეტი აქვთ.ელამ სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და ქმრის მიმართ სულაც გულგრილი გახდა.იგი გამოუტყდა თავის თავს,რომ აზიზის მიმართ ვნებას განიცდის.იგი აზიზს სიყვარულში გამოუტყდა კიდეც.აზიზი მალევე ჩამოვიდა ბოსტონში.ისინი ერთმანეთს სასტუმროში შეხვდნენ.პირველივე დღეს სექსი არ ჰქონიათ,რადგან ელა ყოყმანობდა.აზიზმა კი საკმაოდ ინტიმური სცენა დადგა,როდესაც თან ეფერებოდა და თან ლოცულობდა.
ერთად 5 დღე გაატარეს,თუმცა სექსი არ ჰქონიათ.წასვლის წინ აღიარა აზიზმა,რატომ იკავებდა თავს.მას კანის კიბო აქვს.მას ელასთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია.იგი ელას ურჩევს,რომ დაშორების შემდეგ რუმივით ფერი იცვალოს და არ შეეშინდეს ცვლილებების.ელამ ქმარი მიატოვა.ერთი წელი გაატარა აზიზთან,მაგრამ სიკვდილმა მაინც მოაკითხა აზიზს.ელას სიყვარული დასრულდა.ფერისცვალება შედგა.ელამ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.
ახლა რაც შეეხება აზიზის წიგნს.თავიდანვე ვიგებთ,რომ შამს თებრიზს მოკლავენ.შამს თებრიზმაც იხილა საკუთარი სიკვდილი ხილვაში.შამსი და რუმი ერთსა და იმავე სიზმარს ხედავენ,რაც მათ შეხვედრას წინასწარმეტყველებს.
თურმე ისლამში ღმერთს 99 სახელი ჰქვია.
რუმს ცოლი,ორი ვაჟი და ერთი ნაშვილები გოგონა ჰყავს.მას სიღარიბე არასდროს უგრძვნია.იგი მოწაფეებითაა გარშემორტყმული და სულაც არ ჰგავს თაბრიზს.იგი წარჩინებული ოჯახის შვილია და მორთულ მოკაზმული დადის.იგი თურქებისთვის იესოსავით იყო,მათი სულიერი წინამძღოლი.
შამსის თქმით ყოველი ადამიანი მიმდინარე სამუშაოა,ღმერთს არ დაუსრულებია მათი ქმნა და ყველა მიელტვის სრულქმნას.
გულისამაჩუყებელია ეპიზოდი,როდესაც შამსმა იესოსავით მეძავი ჩაქოლვას გადაარჩინა.შემდეგ კი დაარწმუნა ეს მეძავი,რომ იგი წყაროს წყალივით სუფთაა.
მუსლიმ სწავლულებს არ მოსწონდათ სუფიები,რადგან მიაჩნდათ,რომ ადამიანი მარტივი არსებაა და მას ღმერთზე ზერელე წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.
რუმი და შამსი ერთმანეთს საჯაროდ შეხვდნენ პირველად.შამსმა შეკითხვა დაუსვა,თუ ვინ უფრო ახლოსაა ღმერთთან:მუსლიმი ღვთისმეტყველი თუ სუფი.აქედან დაიწყო მათი მეგობრობა.თებრიზმა რუმს სიყვარულის 40 წესი გადასცა.
არ მომეწონა ის ეპიზოდი,სადაც შამსი თითქოს ყურანის გამართლებას ცდილობს.ეს ის ეპიზოდია,რომელიც კაცებს ნებას რთავს ქალები სცემონ.შამსი კი ამბობს,ეს ეპიზოდი სხვანაირად უნდა გაიაზროო.
საბოლოოდ,შამსმა მოახერხა რუმის ფერისცვალება.რუმიმ უარი თქვა სახელზე,დიდებაზე,ამპარტავნებაზე და შამსის წინაშე თავი დაიმდაბლა.მან ლექსების წერა დაიწყო.
შამსის თქმით,ღვთისმეტყველი გონების კარნახით მოქმედებს,მისტიკოსი კი გულის.
ცნობილი დავრიშების ცეკვა ნიშნავს ადამიანს,რომელიც ღმერთს ეძებს.
შამსის თქმით,მეხუთე ელემენტია სიცარიელე.
შამსს რუმის შვილობილი ცოლად შერთეს,მაგრამ ქმრობა არ იყო შამსის საქმე.მან გოგონასთან სარეცელი არ გაიზიარა და გოგონა დარდით მოკვდა.
შემდეგ შამსი მოკლეს,რადგან მისი პირდაპირობა არავის ეპიტნავებოდა.რუმი სიცოცხლის ბოლომდე ნატრობდა თავის საყვარელ მეგობარს.
Saturday, September 8, 2018
#გამოთქმები #ელიფ შაფაქი #სიყვარულის 40 წესი
1.ვინც ღმერთს გმობს,ის თავის თავს გმობს.
2.ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია.თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს,ეს იმას ნიშნავს,რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე.ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ,მაშინ შენც ასეთივე ხარ.
3.როცა საკუთარ მეს შეიცნობ,შეიცნობ ღმერთსაც.
4.სულიერად ერთმანეთს ვგავართ.
5.ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა.
6.უნდა იპოვო ადამიანი,რომელიც შენი სარკე გახდება.
7.ადვილია,გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი სპეტაკი და შეუცდომელი.ბევრად უფრო ძნელია,გიყვარდეს მოძმე შენი ადამიანი,უამრავი ზადის მქონე.
8.ეშმაკი რაღაც განსაკუთრებული ძალა კი არ არის,არამედ შენივე შინაგანი ხმა.
9.ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს,პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს.
10.მარადისობა უსასრულო დროს როდი ნიშნავს,არამედ უდროობას.თუ გსურს ეზიარო მარადისობის ნათელს,გონებიდან ამოიშალე წარსულიცა და მომავალიც და სამუდამოდ დარჩი აწმყოში.

Friday, September 7, 2018
გამონათქვამები წიგნიდან "იესოს სახარება"
1.ღმერთი მისივე ნებით ჩადენილ ცოდვებს არავის პატიობს.
2.შვილებს შესაძლოა იგივე დაესიზმროთ,რაც მამებს.
3.თუ დროს საკმარის დროს მივცემთ,აუცილებლად დადგება დღე,როცა სიმართლე სიცრუედ იქცევა,სიცრუე კი-სიმართლედ.
4.სიკეთე ნაზი და სათუთია და როგორც კი ბოროტება ყველაზე საზარელი ცოდვის ცხელ ოხშივარს სახეში შეასუნთქავს,წამსვე ქრება მისი სიწმინდე,ხუნდებიან და ჭკნებიან მისი შროშანისფერი ყვავილები.
5.მიეცი შეჭირვებულს,მაგრამ ნუ მოსთხოვ არასმქონეს.
6.ყველაფერი რაც ღმერთს ეხება,ასევე ეხება ეშმაკსაც.
7.ერთადერთი,რაც ღმერთს არ ძალუძს- არ შეუძლია თავის თავი რომ არ უყვარდეს.

#სარამაგუ #იესოს სახარება
ეს არის წიგნი პაროდია.პირველად სარამაგუს კაენი წავიკითხე და ამ წიგნშიც იგივე სარკაზმი და დაცინვა დამხვდა რელიგიის მიმართ.მწერალი თანმიმდევრობას არ იცავს და სახარების ახალ ვერსიას გვთავაზობს.სარამაგუს ენა თავიდან საკმაოდ რთულად აღვიქვი.ერთ წინადადებაში 10 სხვა წინადადებაა და ყველას დამოუკიდებელი ქვეტექსტი აქვს.თითქოს მრავალგანზომილებიანი სივრცეა.
წიგნის მიხედვით,მარიამი და იოსები გაუნათლებელი წყვილი იყო.მარიამი იოსებისგან დაორსულდა.მას ანგელოზი ეწვია და მანათობელი მიწა აჩუქა,რამაც იოსები ძალიან შეაშფოთა და ეს მიწა ორმოში ჩამარხა.ანგელოზი,რომელიც მარიამს გამოეცხადა მაწანწალას ჰგავდა.იგი იოსებმაც დაინახა და ჩათვალა,რომ თავისი ვაჟი დაინახა მომავლის პერსპექტივაში.მწერალი სატყუარას გვიგდებს და გვამცნობს,რომ ანგელოზი,რომელიც მარიამს გამოეცხადა,შესაძლოა ეშმაკი იყო,რადგან მან ბეთლემში სხვა ბავშვები არ გადაარჩინა.
შემდეგ მარიამი და იოსები ბეთლემში წავიდნენ,რომ საყოველთაო აღწერაში მიეღოთ მონაწილეობა.
ტექსტში ხშირად შეხვდებით ქალების დამცირებას.მაგალითად,მწერალს უკვირს,თუ რატომ უნდა იბადებოდეს ადამიანი ქალის ბინძური საშოდან.ასევე,თურმე იესოს ასწავლიდნენ,რომ ქალი არარაობაა და ამიტომ იგი დედას არ უამბობდა,თუ რას ასწავლიდნენ სინაგოგაში.ცნობილია,რომ სარამაგუ ქალთა უფლებებს იცავდა.ანუ ეს უნდა გავიგოთ,როგორც პროტესტი წმინდა წერილის მიმართ ქალთა უფლებების უგულებელყოფის გამო.
მწერალი დასცინის მსხვერპშეწირვის ტრადიციას.მარიამი მშობიარობის შემდეგ ტაძარში წაიყვანეს განსაწმენდად და ორი მტრედი დაკლეს.
შემდეგ ანგელოზი იოსებს ადანაშაულებს,რომ მან მხოლოდ იესო გადაარჩინა და სხვისი შვილები არა და მისი ცოდვა-ბრალი იესოზე გადავა.იოსები მართლაც განიცდის სინდისის ქენჯნას.
თურმე დავით წინასწარმეტყველმა აღწერა რომ ჩაატარა,ღმერთმა დასაჯა,რადგან მხოლოდ ღმერთს აქვს უფლება თავისი ხალხი დათვალოს.რომაელებმა რომ დაიწყეს აღწერა,ღმერთი საერთოდ არ ჩარეულა.
იმ დროის ისრაელში ამბოხება ბობოქრობდა.იოსებს მეამბოხეობა დაბრალდა და ჯვარს აცვეს.იგი 33 წლის იყო.
იესოს მამისგან მემკვიდრეობით ერგო სიზმარი.მან გაიგო სიმართლე,რომ მის გამო 25 ბავშვი დაიღუპა და შესძახა:"მამა,მამა,რად მიმატოვე".
13 წლის იესომ სიმშვიდე დაკარგა და სახლი მიატოვა.დაიწყო ხეტიალი,მათხოვრობა და შიმშილობა.გზად გაქურდეს კიდეც.იერუსალიმში ღვთისმეტყველს ჰკითხა,უნდა დაისაჯოს თუ არა შვილი მამის ცოდვების გამო,რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
მწერალი ირონიულად უყურებს ძველ ებრაულ სჯულის კანონებს.ერთ-ერთი კანონის თანახმად უცხოს უფლებები არ უნდა შელახო.ერთ-ერთი ღვთისმეტყველი კი განმარტავს,რომ არ უნდა შელახო,თუკი საერთოდ მიანიჭებ მას უფლებებს.
იესო ეშმაკმა აიყვანა შეგირდად.ეს ის ანგელოზია მარიამს რომ გამოეცხადა.
მომხიბვლელია სცენა,როდესაც იესომ გადაიფიქრა ბატკნის მსხვერპლშეწირვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.მაგრამ,როდესაც მას უდაბნოში ღმერთი გამოეცხადა და ძალაუფლება შესთავაზა მისი სიცოცხლის სანაცვლოდ,იესომ მას გადარჩენილი ცხვარი დაუკლა.
ეშმაკმა იესო გააგდო,რადგან ჩათვალა რომ იესომ ვერაფერიც ვერ ისწავლა.ანუ თუ ერთხელ არ დაემორჩილა და ცხვარი არ დაუკლა,არც მეორედ უნდა დაეკლა.
ამის შემდეგ,იესომ ანდრია და სიმონი გაიცნო.მწერალი ამბობს,რომ უამრავი თევზის დაჭერის სცენა მხოლოდ დამთხვევა იყო და არა სასწაული.
შემდეგ იწყება იესოს და მარიამ მაგდალელის სიყვარულის ისტორია.
დედამ და ძმებმა არ დაუჯერეს,რომ მან ღმერთი ნახა და სახლიდან ხელმეორედ წავიდა.მან ისევ ნახა სიზმარი,მაგრამ ეს უკვე სხვა სიზმარია.თითქოს მამას ეძახის.რატომ მოხდა შერიგება?იესოს სინდისი აღარ ქენჯნის.იგი ამპარტავანი გახდა ღმერთთან შეხვედრის მერე.
აღწერილია ანგელოზების თვითნებობა.თითქოს ერთ-ერთი იესოს დასთან იწვა.
იესოს მალე გაუვარდა სახელი,როგორც ადამიანს,რომელსაც ქარიშხალი ემორჩილება და სიტყვით უხვ თევზს იჭერს.თუმცა,მწერალი ამბობს,რომ იესოს პირველი სასწაულები უბრალო მაგია და ფოკუსები იყო.
ცნობილ ეპიზოდში მეძავს,იმიტომ გამოესარჩლა,რომ თვითონაც მეძავთან იწვა.
როდესაც იესომ ეშმაკეულები ღორებში ჩაასახლა,განმარტა რომ 2000 ღორის სიკვდილი ღირს ერთი ადამიანის გადარჩენად.მწერალი კი ამბობს,რომ იესომ ვერ გათვალა,რომ ეშმაკეულ ღორებს სხვები შეჭამდნენ.
ღმერთმა იესო გამოიყენა,რომ თავისი ძალაუფლება მთელ დედამიწაზე გაევრცელებინა.თვითონ ღმერთი არ დაეშვა დედამიწაზე,რადგან სხვა ღმერთებთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული,რომ მათ საქმეებში არ ჩაერეოდა პირდაპირ.ამიტომ ეს ირიბად უნდა მომხდარიყო.არ არსებობს ადამიანი ცოდვის გარეშე და ამიტომ იესომ მათ ხშირად უნდა უმეოროს,რომ მოინანიონ და ამ გზით გაბატონდება მათზე.
ღმერთი ამბობს,რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და რომ მას სინდისის ქენჯნა არ აწუხებს.იგი ეშმაკს არ შეურიგდა,რადგან ეშმაკის გარეშე სიკეთე გაუფასურდება. იესო იტანჯება იმის გამო,რომ მის გამო 5 მილიონი ადამიანი უნდა დაიღუპოს.
წიგნის მიხედვით,მართა,ლაზარე და მარიამ მაგდალელი და-ძმანი იყვნენ.მართასაც შეუყვარდა იესო.ლაზარე იესომ უბრალოდ განკურნა.ხოლო როცა ის მართლა მოკვდა,მაგდალელმა არ დააცადა მისი გაცოცხლება,რადგან ადამიანისთვის ორჯერ სიკვდილი მეტისმეტია.
იესო ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წავიდა.გადაწყვიტა,რომ მოკვდეს როგორც ადამიანი და არა როგორც ძე ღვთისა,რომ ადამიანებს ტანჯვა ააცილოს.იგი მოკვდა,როგორც იუდეველთა მეფე.საკუთარი ბედი მაინც ვერ შეცვალა.სიკვდილის წინ ესღა თქვა:"შეუნდეთ,ხალხო,რამეთუ,არც კი იცის,რას აკეთებს".ეს სიტყვები ღმერთის მიმართ ითქვა.

Subscribe to:
Posts (Atom)