shemecnebiti blogi
Sunday, May 11, 2025
Thursday, March 13, 2025
ღვინის განსხვავებული ტექნოლოგიები სხვადასხვა ქვეყნებში
საქართველოში გვაქვს ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიცია,რომელიც გულისხმობს ქვევრის განთავსებას მიწის ქვეშ.მაგრამ ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს,რომ მათი ღვინოები არანაკლებ ძველია,ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ განსხვავებები.
ქართული ქვევრი იდება მიწისქვეშ.ამით მიიღწევა სტაბილური ტემპერატურა,ვიცავთ ღვინოს სინათლისგან,ვიცავთ ღვინოს ოქსიდაციისგან(ჟანგბადის კონტაქტი ნივთიერებებთან).მიწასთან კონტაქტის გამო ღვინო მდიდრდება მინერალებით.ქვევრი ზომით დიდია და ფორმით წააგავს ხახვის ბოლქვებს,ხოლო ყელი ვიწრო აქვს.
ამისგან განსხვავებით,სომხური კარასი მიწის ზემოთ ინახებოდა ხოლმე,შედეგად ტემპერატურის კონტროლის ნაკლები საშუალება იყო,ღვინოს მეტი სინათლე მიეწოდებოდა და მეტი კონტაქტი ჟანგბადთან.ამის შედეგად ღვინის არომატი უფრო მეტად არის დამოკიდებული ვაზის ჯიშზე და კარასის (ერთგვარი ამფორა) შემადგენლობაზე.კარასი ფორმით უფრო ცილინდრს წააგავს.
საინტერესოა კომანდარია ღვინის განხილვაც კვიპროსიდან.ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინო,რომელსაც დღემდე აწარმოებენ.ამ ღვინის წარმოება დაიწყეს ქრისტეს შობამდე მე-8 საუკუნეში.მე-13 საუკუნის საფრანგეთში ჩატარდა პირველი ღვინის ფესტივალი სადაც სწორედ კვიპროსულმა კომანდარიამ გაიმარჯვა.მოგვიანებით,ეს ვაზის ჯიში წაიღეს პორტუგალიაში და მან დასაბამი დაუდო პორტუგალიურ პორტვეინს.კომანდარიას 14 სოფელი აწარმოებს კვიპროსზე.გადამწიფებულ ყურძენს დებენ მზეზე 10-15 დღე.ამ დროს ყურძენი კარგავს სითხეს,წყალს და გამოდის კარამელიზებული.აქვს მზისგან დამწვარი გემო.ინგლისურად sub burnt aroma. 1 ლიტრი კომანდარიას მოსამზადებლად 3 კილო ყურძენია საჭირო.
ასევე,უნიკალურია ბერძნული რეცინა.ეს არის ფიჭვის ფისით არომატიზებული ბერძნული თეთრი ან ვარდისფერი ღვინო.ძველად საბერძნეთში ღვინის ჭურჭელს ლუქავდნენ ფიჭვის ფისისგან დამზადებული საცობით.ეს საცობი იცავდა ღვინოს ოქსიდაციისგან და ამავე დროს ამდიდრებდა ღვინოს ფისის გემოთი.
ქვეყანა ლიბანი დღესდღეობით ისლამური სახელმწიფოა.თუმცა,ლიბანელებს საკუთარი თავი ფინიკიელების შთამომავლებად მიაჩნიათ და ამაყობენ,რომ მათთან ღვინის წარმოება 6000 წლის წინ დაიწყო.ლიბანში არის ქალაქი ბაალბეკი და იქ დგას ბახუსის ტაძარი.
არსებობს ებრაული კოშერი ღვინოებიც,რაც მზადდება კოშერი ტრადიციების დაცვით.
თუმცა,როგორც ხედავთ,საქართველოს პირველობა ვერავინ ჩამოართვა.
Thursday, May 18, 2023
Tuesday, May 4, 2021
პაბლო პიკასო
15 წლისა უკვე რელიგიური შინაარსის ნამუშევრებს ქმნიდა.თუმცა,ამბობენ უფრო პატარაობიდან დაიწყოო.მამამისიც მხატვარი იყო,მაგრამ ღირებული არაფერი შეუქმნია.პიკასო დედის გვარია.ბავშვობაში ერთი და გარდაეცვალა.ბავშვობიდან უყვარდა კორიდა.გამოირჩეოდა ირონიით და ხშირად დასცინოდა სხვებს.
საკუთარ თავზე ლეგენდებს ქმნიდა ხოლმე,თითქოს ყველაფერი ხელიდან იოლად გამოსდიოდა.არადა,დაუღალავი შრომით მიაღწია ყველაფერს.
სანამ თავის შედევრებს მიაგნებდა,აკადემიურ სტილში მუშაობდა.მისი კუბიზმი კი ყველანაირი აკადემიურობის წინააღმდეგ ამბოხებაა.
საროსკიპოების ხშირი სტუმარი იყო.ბუნებასთან სიახლოვეც უყვარდა.როცა გამდიდრდა,სახლში მაინც დახეული ტანსაცმლით დადიოდა.ყველა აღნიშნავდა,რომ ის ხშირად სევდიანი და გარიყული იყო.მომნუსხველი მზერა ჰქონდა.
საკუთარ ნახატებს აწერდა,რომ ის მეფეა.
19 წლისა უკვე ნახატებს ყიდიდა.პაბლო სიცოცხლეშივე აღიარეს.
მისი ერთ-ერთი მეგობარი თავს მოიკლავს უიმედო სიყვარულის გამო და ამბობენ,რომ ამის მერე იყო,რომ პაბლო სასიყვარულო ურთიერთობებში სისასტიკეს იჩენდა.
ქალები მისთვის სათამაშოებივით იყვნენ.და არც თავისი გარდაცვლილი მეგობრის შეყვარებულთან რომანის გაბმას მორიდებია.იქნებ,შური იძია გოგონაზე?
პიკასოს ძალიან მოსწონდა პოეზია და ბევრი პოეტი მეგობარი ჰყავდა.თავად პიკასომაც დაწერა ლექსები,თან უამრავი.
მისი ნამუშევრები პარიზში უფრო იყიდებოდა,ვიდრე ესპანეთში.
ეზიზღებოდა ვაჭრობა და მისი ნახატების გაყიდვით მისი მეგობრები იყვნენ დაკავებულები.
30 წლამდე ფაქტიურად სიღარიბეში ცხოვრობდა.
მეგობრობდა გერტრუდა სტაინთან.პირველად სწორედ გერტრუდა გამოსახა გაქვავებული,სასტიკი ნიღბით,უხეში ნაკვთებით და დაიბადა კუბიზმი.ასევე,მეგობრობდა კოკო შანელთან.
ამბობენ,რომ პიკასომ აფრიკული სკულპტურებისგან ისწავლა,როგორ დაერღვია ადამიანის სხეულის პროპორციები.მის ტილოებზე ადამიანი პირდაპირ გვიყურებს,მაგრამ ცხვირი ისეა მობრუნებული,როგორც პროფილში.შეიძლება ადამიანი ზურგით იჯდეს,მაგრამ პირდაპირ გვიყურებდეს.
პაბლოს შემოქმედება რომ გაიგო,ეს იგივეა,რაც ბენზინი სვა.ასეთი დახასიათება მისცა მას მისმა მეგობარმა. სიხარული და ბედნიერება ვნებს,სევდა ამაგრებს,ამბობდნენ მასზე.
პაბლო იმდენად შთანთქმული იყო თავისი ხელოვნებით,რომ მისი ქალი ფერნანდა უყურადღებობას და ეგოიზმს უჩიოდა მისას.ულამაზეს ფერნანდას უსახურ კუბებად აქცევდა ხოლმე და ეს ფერნანდას სწყინდა.მისი უსახური ქალები,ეს არის წინასწარმეტყველება როგორები გავხდებით სიბერეში.კუბებად დანაწევრებული სახე უმისამართოდ დალაგებული კუბები სულაც არ არის.პიკასო ცდილობდა ადამიანის შინაგან სამყაროს ჩასწვდომოდა.
უყვარდა იშვიათი ნივთების შეგროვება,კატები.
ამბობენ ქალებთან სასტიკი იყოო.ისიც უნდა გვახსოვდეს,რომ ბევრმა ქალმა მიატოვა,რადგან მეტისმეტად გულჩათხრობილად მიაჩნდათ.
მას შემდეგ რაც რუსი ქალი მოიყვანა ცოლად,მდიდრულად ცხოვრება დაიწყო და მეგობრებს ჩამოშორდა.
ამბობენ,რომ მან შეძლო ერთ ნახატში კუბიზმის და კლასიკური სტილის გაერთიანება.ზოგან,უზარმაზარი მაჯებით და ფეხებით გვხვდება ადამიანები.ამბობენ,რომ ეს იმიტომ რომ ბავშვობაში უყურებდა თავისი დეიდის გასიებულ ფეხებს.ან ეს არის სურვილი თავი შეეფარებინა მკერდსავსე დედის კალთის ქვეშ.
სიურრეალისტები აღმერთებდნენ პაბლოს.პაბლო კი გაურბოდა ამ მიმდინარეობას.თუმცა,ბოლოს სიურრეალიზმი მის შემოქმედებაშიც გამოჩნდა.
პიკასომ ფიროსმანის ცნობილი გრავიურა 1971 წელს შექმნა.უამრავი სხვა გრავიურაც შეუსრულებია.მთელი ცხოვრება მუშაობდა გაუჩერებლად.
პიკასოს,ასევე,იზიდავდა სკულპტურა.რუს ცოლთან ბედნიერი არ იყო და ჰყავდა ახალგახრდა საყვარელი.ასევე,იყო კერამიკოსი.
პიკასოს ურჩხულები თითქოს მინიშნებაა ცხოვრების სისასტიკეზე,ადამიანების ბნელ მხარეებზე.
ესპანური ქალაქის გერნიკას დაბომბვა მოხდა 1937 წელს და ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომასწავებელი იყო.გერნიკა გერმანელებმა დაბომბეს.ხელოვანი ხალხის დისკრიმინაციას ფაშისტი გერმანელებიც ახდენდნენ.პიკასო გადარჩა,რადგან ომის საკითხებში არ ერეოდა და საკმაოდ ფრთხილი იყო.სიბერეში კომუნისტური პარტიის წევრი გახდა,რომ დაეცვა თავისი ხელოვნება ფაშისტებისგან.მაგრამ სულაც არ ასრულებდა კომუნისტური პარტიის დაკვეთებს.
პიკასოს არ უყვარდა ომის ხატვა,არც ისტორიული ჟანრის მხატვრობა იზიდავდა.ამბობდა,რომ უფრო ამაღლებულს ეძებდა.
არ ახასიათებდა მიჯაჭვულობა მისი ქალების მიმართ.მას სჭირდებოდა ქალი,რომელიც შეუქმნიდა კეთილსაიმედო გარემოს,რომ თავით გადაშვებულიყო ხელოვნებაში.ის სულაც არ იყო ადამიანი,რომელიც თავისი ქალების კარიერაზე იზრუნებდა.დორა მაარი მის ხელში ჩაქრა.
იყო ცრუმორწმუნე.თმას ერთსა და იმავე პარიკმახერთან იჭრიდა.სჯეროდა მისტიკური ძალების.
91 წლის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.
გამოთქმები:ყველა ფოტოგრაფის შიგნით მხატვარი ცხოვრობს,რომელიც ცდილობს გარეთ გამოღწევას.
როდის აქეთ არის სურათი მათემატიკური გამოსახულება?ის იმიტომ კი არ არის,რომ ავხსნათ,არამედ იმიტომ,რომ ემოციები გააჩინოს მაყურებლის სულში.
Monday, May 3, 2021
სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრების ამბავი
ბავშვობაში ძალიან ონავარი იყო.სულ ვიღაცას სცემდა ხოლმე .ბევრს საუბრობს ჭამაზე.ძალიან მდიდარი ფანტაზია ჰქონდა.ბავშვობიდან მის მიერ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა და მისი ავტობიოგრაფიის კითხვისას გაუგებარია რა არის რეალობა და რა წარმოსახვა.ბავშვობიდან აკვირდებოდა შუქების და ჩრდილების ცვლილებას.
სწავლა არ უყვარდა,რადგან გაკვეთილებზე წარმოსახვით თამაშობდა.და ბავშვობიდან თავისთავი მეფედ და გამორჩეულად მიაჩნდა.
მთელი ცხოვრება ყველას გიჟად მიაჩნდა დალი და მას ეს მოსწონდა.საკუთარ მიმიკებზე მუშაობდა და თეატრალური მეტყველება გამოიმუშავა.
იმდენად მორიდებული იყო,რომ ლაპარაკი უჭირდა.
ახალგაზრდობაში პიესაც კი აქვს დაწერილი.
ჰქონდა ხილვები,რაც შემდეგ ტილოებზე გადაჰქონდა.საკუთარი პათოლოგიების ფროიდისეულ ახსნას იძლევა.
უნივერსიტეტში სწავლა არ მოსწონდა,რადგან იქ ერთთავად იმეორებდნენ,რომ მთავარია მხატვარმა წესები დაარღვიოს და არაფერს ეუბნებოდნენ გამომსახველობით ტექნიკებზე.
შემდეგ უნივერსიტეტიდან გარიცხეს,რადგან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ყოველთვის უნდოდა იმის საპირისპირო ეკეთებინა,რასაც ყველა დანარჩენი აკეთებდა.
"ძვლები სხეულის გარეთ უფრო უპრიანია,ვიდრე შიგნით."ამბობდა იგი.
ცვილი დალისთვის სიკვდილთან ასოცირდება,გვამთან,ხრწნასთან.
ინსპირაციას პოულობდა ყველის დნობის ცქერით და ეს დნობადი ყველი ძალიან ჰგავს მის ცნობილ საათებს. მექანიკური საგნების სიხისტე აღიზიანებდა და უნდოდა,რომ საათები თხევადი ყოფილიყო. მექანიკური საგნების სიხისტე მუდამ ამაზრზენი იყო ჩემთვის,როგორც ვთქვათ,მაჯის საათების.ჩემი წარმოდგენით,ისინი ან რბილი და თხევადი უნდა ყოფილიყო,ანდა საერთოდ აზრი არ ჰქონდა მათ არსებობას.
უყვარდა ფსიქიატრია.საშოში ყოფნას სამოთხეში ყოფნას უწოდებს და თვალებზე თითის მიჭერით ცდილობდა სამოთხეში დაბრუნებას.დედის წიაღის ძიება ჩანს მის ხელოვნებაში.მდედრი კენტავრების სახით.მიდრეკილება ჰქონდა ქალურობისკენ,მაგრამ ჰომოსექსუალი არასდროს ყოფილა.სექსუალური აქტივობით არ გამოირჩეოდა.გალას რომ შეხვდა ვაჟიშვილი იყო.
სულიერ კავშირს გრძნობდა რუსეთთან.რუსეთი,თოვლი მისთვის მის მეფურ ბუნებასთან ასოცირდებოდა.
პაბლო პიკასო მისი კუმირი იყო,თუმცა პიკასოს საპირისპიროდ დალის სულაც არ მოსწონდა პრიმიტიული აფრიკული ქანდაკებები.თუ პიკასომ კუბიზმი რენესანსული ხელოვნების საწინააღმდეგოდ შექმნა,დალიმ სიურრეალიზმი დაუპირისპირა კუბიზმს.დალის ნოსტალგია იპყრობდა რენესანსის მიმართ და სულაც არ ეომებოდა მას.
დალის გავლენა ჰქონდა ხელოვნების სხვა დარგებზეც.მის ფორმებს იყენებდნენ ,მაგალითად მოდაში.
იგი სწუხდა,რომ მის იდეებს იპარავდნენ და მას სძარცვავდნენ,თვითონ კი არაფერი ხეირი არ ჰქონდა.
ადამიანის თავზე დადებული უმი ხორცი,ეს არის მშობლების მიერ შვილების მსხვერპლშეწირვის თემა დალისთან.
მან შეამჩნია,რომ ბებერი ევროპა სიახლეს ეძებდა,ახალგაზრდა ამერიკა კი სიძველეებს ეტრფოდა.
მას მიაჩნდა,რომ ორი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ხელოვნების გაგება სრულიად დეგრადირებული იყო.ამ დროს,დალი ცდილობდა მისი ირაციონალური სიურრეალიზმის მოთვინიერებას და რენესანსთან სინთეზს.
დიდ პატივს სცემდა ქართველ თეატრის მხატვარს,ალექსანდრე შერვაშიძეს.
მისი გამოთქმები:1.სრული სიმარტოვის დაუძლეველი გრძნობა მეძვირფასებოდა.
2.ყოველივე კოლექტიურს მხოლოდ საკუთარი თავის განადგურებამდე მიჰყავხარ...შესაბამისად,გამოიყენე კოლექტიური,როგორც მცდელობა,შემდეგ კი ჰკა მაგას!და ისევ ეულად უნდა დარჩე!
3.არ მესმის,როგორ ერთიანად დაიცალა ეს ხალხი ფანტაზიებისგან!ვთქვათ,რატომ არც ერთ ავტობუსის მძღოლს თავშიც კი არ მოსდის,ერთხელ მაინც დააჯახოს მანქანა კამფეტების ავტომატს და იქვე,ქუჩაში მიმავალი ბავშვების გული გაახაროს!
4.სალვადორ დალის იმიტაცია მხოლოდ სალვადორ დალის ძალუძს.
Sunday, May 2, 2021
სვანური რელიგიური წარმოდგენები
4 დეკემბრიდან ბარბალობას 2-3 დღე აღნიშნავდნენ.ეს 3 დღე მზე არ იძვროდა,ამის შემდეგ მზე ვერძის სამ ნახტომს აკეთებდა.
ბარბალობის დროს აცხობდნენ ლემზირებს,როგორც კვირიკობის დროს.საქონლის კეთილდღეობის და ადამიანის ავადმყოფობის წინააღმდეგ დღესასწაული იყო.
9 დეკემბერს იანობა იყო ხოლმე.იგივე იანაში.იანს თვალების ტკივილისგან დაცვას შესთხოვდნენ.
10 დეკემბერს იენშიერი იყო.იანს ფეტვის მოსავალს შესთხოვდნენ.იანი ანგელოზი იყო.ასევე,ფეტვის მოსავლიანობის ღვთაება.
11 დეკემბერი იყო ჭიშდურობა.
24 დეკემბერი იყო შობა.ლამარიასთვის ხის კოვზს და ჩოგანს ამზადებდნენ,მშობიარობისას დასჭირდებაო.
ლამარიასთვის დაფქულ ხორბალს ცალკე კიდობანში ინახავდნენ ხოლმე.ნამშობიარებ ქალს ფაფას უმზადებდნენ ხოლმე და აქედან წამოვიდა ტრადიცია,რომ შობას ფაფას ამზადებდნენ.
24 დეკემბერს ჭანტილობაც ჰქვია.
25 დან 31 დეკემბრამდე იარუნენსგას აღნიშნავდნენ.სვანეთის,სამეგრელოს და ლეჩხუმის ყველა წმინდანს ახსენებდნენ.როგორ არ ჰგავს სვანურ ჩაკეტილობას და როგორი ინტერნაციონალურია.იარუნენსგა(ორთაშუა) შობასა და ახალ წელს შორის.
31 დეკემბერი.ეშხუამი ანუ ახალი წელი.ჰყავდათ წყლის მეკვლე და გარეშე მეკვლე.წყლის მეკვლეს დილით წყალი მოჰქონდა.გარეშე მეკვლეს ოჯახი თვითონ ირჩევდა.
კარგი შუშხვამი გშუშხვამებოდეს,ანუ კარგი ახალი წელი გქონოდეს.
ზოგ სვანურ სოფელში ახალი წლის ღამეს მხოლოდ ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ და უცხო პირის დასწრება აკრძალული იყო.
აშირათას კანდა ხოჩა გუჟი (კარგ გულზე,კარგი გულით),ანუ ასიათასი ახალი წელი გქონოდეს კარგ გულზეო.
1 იანვარი ანუ კანდა.ამ დღეს მეკვლეს სცემდნენ ხოლმე პატივს.წყლის მეკვლე ხარით და ცარიელი კოკით მიდიოდა წყალზე.ხარი რაც უფრო მეტ წყალს დალევდა ,მით უფრო ბარაქიანი წელი იქნებოდა.
2 იანვრიდან რამდენიმე დღე კუიმტარი იყო ხოლმე.ერთმანეთს პურის ფქვილს და ვერცხლის ფულს უცვლიდნენ ხოლმე,ქეიფობდნენ და მხიარულობდნენ.კუიმტარი ან კუიმტარეში ან კვიმატობა.
ახალი წლის მეორე დღეს სარკმელზე ჯამით წყალს დადგამდნენ,ეშმაკი თუ მოვა წყალში ჩავარდებაო და დაიხრჩობაო.
ბომბღა არის ახალი წლის საღამო.
სვანური ღვთაებები:აფსასთი-ნადირთა ღვთაება.სოლომი- ფრინველების მოკვლის ნებას აძლევდა.ფუსნაბუასდია-ღვთაება ხარისა და მზის კულტის შერწყმით შექმნილი.
არსებობდა მეზირის,ანუ ოჯახის მფარველის თაყვანისცემის ტრადიცია.ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ან გველი,ან თაგვი,ან მამალი ან ხბო.მეზირი არ უნდა გაებრაზებინათ და რიტუალს მხოლოდ ქალები ასრულებდნენ.
დღეობებზე გამომცხვარი ლემზირები ოჯახის წევრების გარდა არავის უნდა ენახა,რადგან უცხო თვალისგან გათვალვის ეშინოდათ.მხოლოდ ახალ წელს შეეძლო უცხო პირს დასწრებოდა ლემზირების ცხობას.
ქალები და კაცები ერთად მოილხენდნენ ხოლმე და ცეკვავდნენ დღეობებზე.
იყო რიტუალები,რომლებიც ქალებს განცალკევებით უნდა შეესრულებინათ ლამარიას სახელზე და კაცები გარეთ იცდიდნენ.შემდეგ ქალები აცნობებდნენ,რომ რიტუალი შეასრულეს და შემოსვლა შეეძლოთ.
არაყი წმინდა სასმელი იყო სვანეთში.თუ სახლში თვიურიანი ქალი იყო,კაცი არყის გამოხდაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
სვანური ლოცვა:მაცხვარო ლატალისაო,შენი გაშვებული სენი არავის მიაკარო და შენ მოედანზე ჩვენზე დიდი არავინ ქნა.
სახსრების ტკივილს ნუ მოგვაკარებ და საქნელს და სათქმელს მიგვახვედრე.იანო ლატალისაო,ამ კვირის შენავედრები წინ დაგვახვედრე.
თხილის ტოტების შეკვრას ერქვა გუიზი,რომელსაც საახალწლოდ აგროვებდნენ.
სვანური წარმოდგენით მზის და მთვარის დაბნელება იმიტომ ხდება,რომ გველეშაპი ცდილობს მათ გადაყლაპვას.სვანურ მითოლოგიაში არსებობს ციურ მნათობთა მცველები:ქაუშელდიანი და ქალბაბარი.მთვარის დაბნელება რომ იწყებოდა,სვანები გარეთ გამოდიოდნენ და ყვიროდნენ:ქაუ,ქაუ,ქაუშელდიან,სად ხარ,მთვარე წაგვართვეს,გაიღვიძე!
ლენჯერში ცარიელი ჭიქის გადაწოდება ხელიდან ხელში არ შეიძლებოდა,ბარაქა დაიკარგებაო.
მთელი წელი სვანები დაუღალავად ასრულებდნენ რიტუალებს ლემზირების გამოყენებით.იცავდნენ მზის და მთვარის კალენდრებს და მნათობებზე დაკვირვებით იცოდნენ,რომელ დღეს რა იყო მავნე და რომელი დღე იქნებოდა იღბლიანი.საოცარია!