ჩილთერნების ოჯახში მოდის მისის ჩივლი,რომელიც რობერტ ჩილთერნზე ზეწოლას ცდილობს.მას უნდა რომ,რობერტმა პარლამენტში არგენტინის არხის მშენებლობას დაუჭიროს მხარი.წინააღმდეგ შემთხვევაში მისის ჩივლი გამოააშკარავებს,თუ როგორ გაყიდა სახელმწიფო საიდუმლო რობერტ ჩილთერნმა.
ლორდი გორინგი ურჩევს ჩილთერნს რომ ცოლისგან დამალული საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს.
გორინგი ამას იმიტომ ამბობს,რომ ჩილთერნმა მართლაც გაყიდა სახელმწიფო საიდუმლო და ეს მისმა ცოლმა არ იცის.ჩილთერნი თავს იმით იმართლებს,რომ მას ძალაუფლების და თავისუფლების მოსაპოვებლად ფული სჭირდებოდა.
საინტერესოა,როგორ მორალურ ნაბიჯს გადადგამს რობერტი.
ჩილთერნი გადაწყვეტს ცოლს არაფერი უთხრას და მისის ჩივლის წინააღმდეგ რამე მაკომპრომეტებელი მოიპოვოს.
საბოლოოდ,ცოლმა მაინც გაიგო სიმართლე და ქმარზე გული გაუტყდა.
მისის ჩივლი ორმაგ თამაშს თამაშობს.ის ლორდ გორინგს აშანტაჟებს და ავალდებულებს,რომ იგი მისის ჩივლიზე უნდა დაქორწინდეს.ლორდი გორინგი ჩილთერნის მეგობარია.გორინგმა შეძლო ჩივლის გამოაშკარავება,რომ ის ქურდია და დაწვა ის წერილი,რომლითაც ეს ქალი მას აშანტაჟებდა.მაგრამ ჩივლი დანებებას არ აპირებს.მან ლორდი გორინგის მაგიდიდან ჩილთერნის მეუღლის წერილი მოიპარა.
პიესას ბედნიერი დასასრული აქვს.მისის ჩივლის ეშმაკობები მალე გამოაშკარავდება.
გამოთქმები:
1.როდესაც ღმერთები ჩვენს დასჯას გადაწყვეტენ,ისინი ჩვენს ლოცვებს შეისმენენ.
2.მორალი ხომ მხოლოდ პოზაა,რომელსაც ვიჭერთ ხოლმე იმ ადამიანების მიმართ,ვინც არ მოგვწონს.
3.კაცის სიყვარული უფრო ბრძნული,ფართო და მიმტევებლურია,ვიდრე ქალისა.ქალებს ჰგონიათ,რომ კაცებს აიდეალებენ,არადა,ყალბ კერპებად გვაქცევენ და მეტი არაფერი.
4.სხვა ხალხი საშინელებაა,ერთადერთი ასატანი საზოგადოება შენივე თავია.
5.ქალის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ტრაგედია არსებობს,როგორც წესი.ქალის წარსულში საყვარლები,მომავალში კი უცვლელი ქმარი.
6.ქალები კაცების განსასჯელად კი არა,მისატევებლად არსებობენ,თუკი მისატევებელია რამე.
No comments:
Post a Comment