Saturday, June 13, 2020

#ოსკარუაილდი #იდეალურიქმარი

პიესა ტრადიციული ბრიტანული წვეულებით იწყება.მოსწრებული სიტყვა-პასუხის ენციკლოპედიაა ეს პიესა.
ჩილთერნების ოჯახში მოდის მისის ჩივლი,რომელიც რობერტ ჩილთერნზე ზეწოლას ცდილობს.მას უნდა რომ,რობერტმა პარლამენტში არგენტინის არხის მშენებლობას დაუჭიროს მხარი.წინააღმდეგ შემთხვევაში მისის ჩივლი გამოააშკარავებს,თუ როგორ გაყიდა სახელმწიფო საიდუმლო რობერტ ჩილთერნმა.
ლორდი გორინგი ურჩევს ჩილთერნს რომ ცოლისგან დამალული საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს.
გორინგი ამას იმიტომ ამბობს,რომ ჩილთერნმა მართლაც გაყიდა სახელმწიფო საიდუმლო და ეს მისმა ცოლმა არ იცის.ჩილთერნი თავს იმით იმართლებს,რომ მას ძალაუფლების და თავისუფლების მოსაპოვებლად ფული  სჭირდებოდა.
საინტერესოა,როგორ მორალურ ნაბიჯს გადადგამს რობერტი.
ჩილთერნი გადაწყვეტს ცოლს არაფერი უთხრას და მისის ჩივლის წინააღმდეგ რამე მაკომპრომეტებელი მოიპოვოს.
საბოლოოდ,ცოლმა მაინც გაიგო სიმართლე და ქმარზე გული გაუტყდა.
მისის ჩივლი ორმაგ თამაშს თამაშობს.ის ლორდ გორინგს აშანტაჟებს და ავალდებულებს,რომ იგი მისის ჩივლიზე უნდა დაქორწინდეს.ლორდი გორინგი ჩილთერნის მეგობარია.გორინგმა შეძლო ჩივლის გამოაშკარავება,რომ ის ქურდია და დაწვა ის წერილი,რომლითაც ეს ქალი მას აშანტაჟებდა.მაგრამ ჩივლი დანებებას არ აპირებს.მან ლორდი გორინგის მაგიდიდან ჩილთერნის მეუღლის წერილი მოიპარა.
პიესას ბედნიერი დასასრული აქვს.მისის ჩივლის ეშმაკობები მალე გამოაშკარავდება.


გამოთქმები:
1.როდესაც ღმერთები ჩვენს დასჯას გადაწყვეტენ,ისინი ჩვენს ლოცვებს შეისმენენ.
2.მორალი ხომ მხოლოდ პოზაა,რომელსაც ვიჭერთ ხოლმე იმ ადამიანების მიმართ,ვინც არ მოგვწონს.
3.კაცის სიყვარული უფრო ბრძნული,ფართო და მიმტევებლურია,ვიდრე ქალისა.ქალებს ჰგონიათ,რომ კაცებს აიდეალებენ,არადა,ყალბ კერპებად გვაქცევენ და მეტი არაფერი.
4.სხვა ხალხი საშინელებაა,ერთადერთი ასატანი საზოგადოება შენივე თავია.
5.ქალის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ტრაგედია არსებობს,როგორც წესი.ქალის წარსულში საყვარლები,მომავალში კი უცვლელი ქმარი.
6.ქალები კაცების განსასჯელად კი არა,მისატევებლად არსებობენ,თუკი მისატევებელია რამე.

Friday, June 12, 2020

#ჩემიმეოცესაუკუნე

⇎მრგვალი მაგიდა თავისუფალ საქართველოს,ასე ერქვა ზვიად გამსახურდიას პარტიას.ამ პარტიაში შედიოდა თენგიზ კიტოვანი.მოგვიანებით,კიტოვანი პაუპირისპირდა გამსახურდიას,რადგან გამსახურდიამ მის მიერვე დანიშნული პირები გადააყენა კორუფციასთან ბრძოლის მოტივით.მან გადააყენა ძველი კომუნისტები,ვინც მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ.
⇎ზვიად გამსახურდიას იზოლაციონიზმის და რადიკალური ხასიათის გამო უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა.
⇎ჯაბა იოსელიანი პრეზიდენტობას აპირებდა.ზვიად გამსახურდია შეიძლება გამხდარიყო მორიგი სტალინი?მისი პრეზიდენტობა გულისხმობდა განუსაზღვრელ ძალაუფლებას.დაიწყო თავისი ოპონენტების დაპატიმრებები.არაქართულ მოსახლეობას ავიწროებდა,დემოკრატია ძალიან სუსტი იყო.გამსახურდია ამპარტავანი და კუდაბზიკა იყო და ვერ იტანდა განსხვავებულ აზრს.თავის თავი ეგონა ყველაფერში მართალი.
⇎1992 წელს დაიწყო შევარდნაძის პრეზიდენტობა საქართველოში.
1992 წელსვე დაიწყო აფხაზეთის ომი.თენგიზ კიტოვანმა აფხაზეთში ჯარები შეიყვანა.აფხაზების მხარეს იბრძოდნენ ჩეჩნები,ჩერქეზები,ყაბარდოელები,ოსები,რუსი კაზაკები.ომში არ ჩაებნენ დაღესტნელები.ომი 13 თვე გაგრძელდა.აფხაზებს ჰქონდათ რუსეთის მხარდაჭერა.შევარდნაძემ კი ვერ მიიღო მხარდაჭერა გერმანიისგან.
⇎გამსახურდია შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს უწყობდა ქვეყნის დაქუცმაცებას.ასლან აბაშიძე მისი კადრი იყო.აბაშიძეს კი რუსული ჯარი უმაგრებდა ზურგს.
⇎ლატვია და ესტონეთი ახალგაზრდა სახელმწიფოებია.მე-20 საუკუნეში შეიქმნა.თანამედროვე მოლდავეთი ძველად რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა.ახალგაზრდა სახელმწიფოებია ასევე ყაზახეთი,ყირგიზეთი,უზბეკეთი,ტაჯიკეთი,თურქმენეთი,რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გამოჩნდნენ.ასეთივეა,სლოვაკეთი,სლოვენია,კოსოვო,მაკედონია.
⇎იუგოსლავია ნიშნავს სამხრეთ სლავეთს.
⇎მაკედონიაში ცხოვრობენ მართლმადიდებლები და მუსლიმი ალბანელები.მაკედონიური ენა ითვლება ბულგარულის დიალექტად.
⇎ჩერნოგორია ანუ მონტენეგრო.
⇎აზერბაიჯანში და ირანში შიიტური ისლამია,თურქეთში სუნიტური.
⇎1990 იან წლებში საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი იყო.


ამ წიგნის კითხვისას,ზოგი ისტორიული მოვლენის სიზუსტეში და ობიექტურობაში ეჭვი შემეპარა.ავტორი ინდივიდუალურ მოსაზრებებსაც ურთავს ხოლმე.

#ჩემიმეოცესაუკუნე

↺1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო.
↺ავტორი ამბობს,რომ ხაშლამა თურქული ან აზერბაიჯანულია და ნიშნავს მოხარშულს.ჩიხირთმა თურქული ან სპარსული უნდა იყოსო,ასკვნის ავტორი.
↺საბჭოთა კავშირში არავინ შიმშილობდა,ამბობს ავტორი.
↺მეორე მსოფლიო ომში ამერიკა,ინგლისი და რუსეთი გაერთიანდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ .ომის შემდეგ ამერიკა და რუსეთი უკვე მტრები არიან.იქმნება სამხედრო ბლოკები ნატო და ვარშავის პაქტი.ვარშავის პაქტში შედიოდა საბჭოთა ქვეყნები.ეს პაქტი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიშალა.
↺ცივი ომის ერთ-ერთი ლოკალური კორეის ომის(1950-1953) შედეგად,კორეა ორ ნაწილად გაიყო.ჩრდილოეთ კორეა კომუნისტურია,სამხრეთ კორეა კი ამერიკული ორიენტაციის.
↺ვიეტნამის ომში ამერიკა დამარცხდა და თვით ამერიკამაც აღიარა,რომ ბევრი შეცდომა დაუშვა.
↺იყო დრო,დიდი ბრიტანეთი საკუთარ თავს,ევროპელებისგან გამორჩეულად მიიჩნევდა და ევროპელებისგან თავი შორს ეჭირა.
↺1961 წელს ააშენეს ბერლინის კედელი.
↺საბჭოთა კავშირი იყო ერთი დიდი ეკონომიკური კრახი.საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე არაწინასწარმეტყველებადი წარსულის მქონე ქვეყანა.
გორბაჩოვი ოცნებობდა სისტემის გარდაქმნაზე.მისი გლასნოსტი და პერესტროიკა საკმაოდ ლიბერალური იყო,ამ გლასნოსტმა(საჯაროობამ) დაღუპა საბჭოთა კავშირი.
↺2010 წლიდან საქართველო იყო ნახევრად_საპრეზიდენტო რესპუბლიკა.2018 წლიდან გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა,ანუ პრეზიდენტს აღარ ავირჩევთ.