უილიამ თეკერეი მეცხრამეტე საუკუნის სახელოვანი ინგლისელი მწერალი იყო.
იგი კაპიტალისტური საზოგადოების მანკიერების მკაცრი და სასტიკი მამხილებელი იყო. კრიტიკოსები მას უმიზნო ცინიკოსად და მიზანთროპად მიიჩნევდნენ, რადგან მის თითქმის ყველა ნაწარმოებს პესიმისტური ელფერი დაჰკრავს, რომელიც შეზავებულია სატირასთან. იგი თავს ესხმის ბურჟუაზიული საზოგადოების ადამიანთა წვრილმანობას, თავკერძაობას , ეგოიზმს , ბიწიერებას.
უილიამ მეიკფის თეკერეი დაიბადა 1811წლის 18 ივლისს კალკუტაში. მამამისი ინდოეთის კომპანიის მოხელე იყო და კარგი შეძლებაც ჰქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ინგლისში ჩამოდის. სკოლაში და სტუდენტობის დროს სიბეჯითით არ გამოირჩეოდა. მაგრამ ადრევე გამოამჟღავნა სატირისტული ნიჭი.
მას კემბრიჯის უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, სამოგზაუროდ წავიდა. იმოგზაურა გერმანიაში,საფრანგეთში, იტალიაში.გაიცნო გოეთე. ცდილობდა ხატვაში დახელოვნებას და ამბობდა რომ ყველაზე მეტად ხატვა ეხალისებოდა.
ინგლისში დაბრუნებისას მან იურისპრუდენციის შესწავლა დაიწყო, მაგრამ მალევე დაანება თავი .მან მიიღო დიდძალი მემკვიდრეობა, მაგრამ მალევე გაფლანგა. ამის შემდეგ იძულებული გახდა საკუთარი შრომით ერჩინა თავი, რაც წაადგა მის მომავალ შემოქმედებას.
მან მხოლოდ ამაოების ბაზრის გამოქვეყნების მერე მოიპოვა აღიარება ,რადგან ჩარლზ დიკენსი ჩრდილავდა.
გარდაიცვალა 1863 წლის 24 დეკემბერს.
მისი დამსახურებაა სიტყვა სნობის თანამედროვე გაგება. სნობი დიდებულთა წინაშე მიწას განერთხმის,მდაბალთ კი სწიხლავს. მუდამ თავი მოაქვს სიმდიდრით ,ცდილობს გამოჩენილი კაცის სახელი დაიგდოს , ნამდვილად კი უბადრუკი რეგვენია.
No comments:
Post a Comment