Sunday, March 26, 2017
Saturday, March 25, 2017
ლეგენდა ჭადარზე
თელავში ჭადრების ულამაზესი ხეივანი იყო.ერთ-ერთი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.ხალხს სჯეროდა რომ ეს ხე იყო კავშირი ცასა და მიწას შორის.იკრიბებოდნენ მის გარშემო და უყვებოდნენ თავის სატკივარს.ჭადრების ხეივნიდან მხოლოდ ერთი ჭადარი გადარჩა.ამ ხემ მადლიერების ნიშნად ხალხის სურვილების ასრულება დაიწყო.ეს ტრადიცია ახლაც არსებობს.თუ ჭადარს მნახველთა ჯგუფი წრეს შემოავლებს და სურვილს ჩაიფიქრებს,ის აუცილებლად ასრულდება.ეს ხე მდებარეობს თელავში,ერეკლე მეორის სასახლესთან.
პრომეთეს ქანდაკება
2007 წლის ნოემბერში თამარ მეფის ხიდთან პრომეთეს ქანდაკება დაიდგა.მისი ავტორია ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე დევი ხმალაძე. იგი მოიწვია დედაქალაქის მერიამ.ამჟამად ქანდაკება ბორჯომის ისტორიულ პარკს ამშვენებს.
იცით თუ არა რომ ტიბეტური სიბრძნის მიხედვით ძროხა კარიერიზმს გამოხატავს,ვეფხვი თავმოყვარეობის გრძნობაა,ცხვარი სიყვარული,ცხენი ოჯახი,ღორი
კი ფული.
თქვენი ასოციაცია ძაღლთან ეს თქვენი საკუთარი პიროვნებაა, ასოციაცია კატასთან ეს თქვენი პარტნიორი იგულისხმება, ასოციაცია ვირთხასთან ეს თქვენი მტერია, ასოციაცია ყავასთან ეს თქვენი დამოკიდებულებაა სექსთან, ასოციაცია ზღვასთან თქვენი საკუთარი ცხოვრება.
თუკი თქვენს საყვარელ ადამიანს შეუსაბამებთ რომელიმე ფერს აღმოჩნდება ,რომ ყვითელი არის ადამიანი,რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ და რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. სტაფილოსფერი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. წითელი არის ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვართ. თეთრი თქვენი მონათესავე სული,მწვანე ადამიანი ,რომელზეც მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

სევანავანკი ანუ მარიამაშენი
მონასტერი მდებარეობს სომხეთში.
ააშენა მე-9 საუკუნეში აშოტ 1 ბაგრატუნის ასულმა მარიამმა.
მონასტერში მკაცრი ცხოვრება იყო.
კომპლექსში ორი ეკლესიაა :სურბ არაკელოტსი(წმინდა მოციქულები) და სურბ ასტვაცაცინი(ღვთისმშობელი).ასევე არის მესამე დანგრეული ეკლესიის ნაშთები.
მე-10 საუკუნეში იყო შეტაკება არაბებსა და სომხებს შორის.სომხებმა მოახერხეს გამარჯვება.საბჭოთა კავშირის დროს არ მოქმედებდა.ამოქმედდა 1990 წლიდან.
ვაგრძელებთ სერიას სომხეთის შესახებ.
ამჯერად ვისაუბრებთ სევანის ტბაზე.
ქართულ საისტორიო წყაროებში მას გელაქუნის ტბა ან უბრალოდ გოგჩა ეწოდება.
მასში ჩაედინება 28 მდინარე და გამოედინება ერთი მდინარე,სახელად ჰრაზდანი.
მისი სიღრმეა 25 მეტრი,სიგანე 74 კილომეტრია,წყლის მოცულობა 3200000 კუბური კილომეტრია.
იყოფა ორ ნაწილად დიდი სევანი და პატარა.
მოცულობით კავკასიაში ყველაზე დიდია.
ზღვის დონიდან 1900 მეტრზეა.
თევზით მდიდარია,90% -ით უზრუნველყოფს თევზჭერას.
ადრე კუნძული იყო,ახლა ნახევარ-კუნძულია,რადგან გამოყენებულ იქნა არარატის პლატოს სარწყავად.ასევე,გამოიყენებოდა ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.
თვითონ ტბის დასახელების წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი ვერსიაა.ურარტულ ენაზე სუინია არის ტბა.სომხურად სევ არის შავი,ხოლო ვანქ მონასტერი.
ასევე სახელი შეიძლება მომდინარეობდეს ტბა ვანისგან,რომელიც ამჟამად თურქეთშია და საიდანაც წამოვიდა სომეხი ერი.

ამ ბოლო ხანებში სომხეთი ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დაწინაურდა,ამიტომ ვთვლი საჭიროდ ცოტა რამ შევიტყოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესახებ.
ადმინისტრაციულად 11 ნაწილად იყოფა.ესენია:არაგაცოტ,კოტაიკ,არარატ,არმავირ,გეღარკიუნიკ,ლორე,შირაკ,სიუნიკ,
ტავუშ,ვაიოტს ძორ,ერევანი.
პრეზიდენტია სერჟ სარგისიანი.
სომხური ანბანი შეიქმნა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში.
სომხური ენა შედის ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფში.
აქვთ ორი დიალექტი:აღმოსავლურ სომხური და დასავლეთ სომხური.
ყველაზე დიდი ქალაქებია:ერევანი,გიუმრი,ვანაძორი.
მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონია.
ტერიტორია 29000 კვადრატული კილომეტრი.
ისევე როგორც საქართველო, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.
სომხური კერძებია:ბასთურმა,მანტე,დოლმა,ქაბაბი,კუფტა და ა.შ

Friday, March 17, 2017
მე არც ისტორიკოსი ვარ და არც მკვლევარი,რომ რამე ვამტკიცო.მე უბრალო დამკვირვებელი ვარ ,რომელსაც ხიბლავს ყოველივე უცხო და ამოუცნობი.
ეს ფოტოები სასომხეთში, სანაინის მონასტერშია გადაღებული.
ერთი შეხედვით ამ საფლავის ქვამ მომაგონა მცხეთის სამთავროს მონასტერი,სადაც ასეთივე ფიგურაა გამოსახული,რომელიც უცხოპლანეტელს ჩამოჰგავს.
ჯვრებს კი რაც შეეხება,ერთი შეხედვით ყველა ერთნაირია,მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით ყველა განსხვავებულია განლაგებით.

Wednesday, March 1, 2017
საინტერესო ცნობები
- ცნობილი გეღარდის მონასტერი სომხეთში,რომელიც აშენდა მე-4 საუკუნეში ასევე ცნობილია შუბის მონასტრის სახელით ,რადგან ლეგენდის თანახმად აქ ინახებოდა შუბი რომელიც აძგერეს მაცხოვარს.ლეგენდა ამბობს ,რომ შუბი აქ იუდამ ჩამოიტანა.ამჟამად შუბი ინახება ეჩმიაძინის მონასტრის მუზეუმში.
- თურმე,თამარ მეფის დროს გეღარდის მონასტერში ერთი სალოცავი თამარის მხედართმთავრებსაც აუგიათ.
- მონასტრის მეორე სახელია აირივანქი ანუ გამოქვაბულის მონასტერი.
ზოგიერთი საინტერესო დეტალი სომხეთ-საქართველოს ისტორიიდან
- ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით სომხები ლეგენდარული ურარტუს შთამომავლები არიან.
- ზოგი კი თვლის რომ სომხები აბორიგენი(მკვიდრი) მოსახლეობა იყო.
- ასევე არსებობს მოსაზრება,რომ სომხების ეთნიკური ჯგუფი ირანიდან მოვიდა და დასახლდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე.
- ბაგრატიონები წარმოშობით სპერიდან იყვნენ.შემდეგ ეს გვარი ორ შტოდ გაიყო.ერთი შტო საქართველოში მეფობდა,მეორე კი სომხეთში.მეფეთა სომხურ დინასტიას ერქვა ბაგრატუნი.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა
შენობა (ყოფილი გზათა მშენებლობის სამინისტრო) აშენდა 1974 წელს არქიტექტორ გ.ჩახავას მიერ, ზ.ჯალაღონიასთან ერთად.ინჟინრები:თ.თხილავა და ა.კიმბერგი.
ნაგებობა პოსტკონსტრუქტივისტული სტილის ნიმუშია ბრუტალისტური სტილის ელემენტებით.
პეკინის ქუჩა თბილისში
ალბათ ყველას უსეირნია ან უშოპინგია პეკინის გამზირზე,მაგრამ იცით რატომ ატარებს ეს გამზირი ჩინეთის დედაქალაქის სახელს?
ყველასათვის ცნობილია ,რომ საბჭოთა კავშირს ჩინეთთან მეგობრობა აკავშირებდა.ამან ერთ-ერთი როლი ითამაშა გამზირისთვის სახელის შერჩევისას.თუმცა იყო სხვა სახელებიც.
თავდაპირველად ეს იყო სოფელ ლისში მიმავალი შარაგზა.მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა როგორც ქუჩა.1959 წელს იყო ლისის ქუჩა,1981 წელს მშვიდობის გამზირი,1990 წელს გამსახურდიას გამზირი.პეკინი ეწოდა 2006 წელს.
ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი.

Subscribe to:
Posts (Atom)