Thursday, March 13, 2025

ღვინის განსხვავებული ტექნოლოგიები სხვადასხვა ქვეყნებში

  საქართველოში გვაქვს ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიცია,რომელიც გულისხმობს ქვევრის განთავსებას მიწის ქვეშ.მაგრამ ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს,რომ მათი ღვინოები არანაკლებ ძველია,ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ განსხვავებები.

   ქართული ქვევრი იდება მიწისქვეშ.ამით მიიღწევა სტაბილური ტემპერატურა,ვიცავთ ღვინოს სინათლისგან,ვიცავთ ღვინოს ოქსიდაციისგან(ჟანგბადის კონტაქტი ნივთიერებებთან).მიწასთან კონტაქტის გამო ღვინო მდიდრდება მინერალებით.ქვევრი ზომით დიდია და ფორმით წააგავს ხახვის ბოლქვებს,ხოლო ყელი ვიწრო აქვს.

  ამისგან განსხვავებით,სომხური კარასი მიწის ზემოთ ინახებოდა ხოლმე,შედეგად ტემპერატურის კონტროლის ნაკლები საშუალება იყო,ღვინოს მეტი სინათლე მიეწოდებოდა და მეტი კონტაქტი ჟანგბადთან.ამის შედეგად ღვინის არომატი უფრო მეტად არის დამოკიდებული ვაზის ჯიშზე და კარასის (ერთგვარი ამფორა) შემადგენლობაზე.კარასი ფორმით უფრო ცილინდრს წააგავს.

  საინტერესოა კომანდარია ღვინის განხილვაც კვიპროსიდან.ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინო,რომელსაც დღემდე აწარმოებენ.ამ ღვინის წარმოება დაიწყეს ქრისტეს შობამდე მე-8 საუკუნეში.მე-13 საუკუნის საფრანგეთში ჩატარდა პირველი ღვინის ფესტივალი სადაც სწორედ კვიპროსულმა კომანდარიამ გაიმარჯვა.მოგვიანებით,ეს ვაზის ჯიში წაიღეს პორტუგალიაში და მან დასაბამი დაუდო პორტუგალიურ პორტვეინს.კომანდარიას 14 სოფელი აწარმოებს კვიპროსზე.გადამწიფებულ ყურძენს დებენ მზეზე 10-15 დღე.ამ დროს ყურძენი კარგავს სითხეს,წყალს და გამოდის კარამელიზებული.აქვს მზისგან დამწვარი გემო.ინგლისურად sub burnt aroma. 1 ლიტრი კომანდარიას მოსამზადებლად 3 კილო ყურძენია საჭირო.

   ასევე,უნიკალურია ბერძნული რეცინა.ეს არის ფიჭვის ფისით არომატიზებული ბერძნული თეთრი ან ვარდისფერი ღვინო.ძველად საბერძნეთში ღვინის ჭურჭელს ლუქავდნენ ფიჭვის ფისისგან დამზადებული საცობით.ეს  საცობი იცავდა ღვინოს ოქსიდაციისგან და ამავე დროს ამდიდრებდა ღვინოს ფისის გემოთი.

   ქვეყანა ლიბანი დღესდღეობით ისლამური სახელმწიფოა.თუმცა,ლიბანელებს საკუთარი თავი ფინიკიელების შთამომავლებად მიაჩნიათ და ამაყობენ,რომ მათთან ღვინის წარმოება 6000 წლის წინ დაიწყო.ლიბანში არის ქალაქი ბაალბეკი და იქ დგას ბახუსის ტაძარი.

  არსებობს ებრაული კოშერი ღვინოებიც,რაც მზადდება კოშერი ტრადიციების დაცვით.

  თუმცა,როგორც ხედავთ,საქართველოს პირველობა ვერავინ ჩამოართვა.