მთხრობელ ბიჭს ჰყავს დედა,მამა,უფროსი ძმა.მამას რაღაც ფსიქიკური დაავადება აქვს.საკუთარ თავს ელაპარაკება და უცნაური ახირებები აქვს.შვილებმა შეამჩნიეს, რომ ჩიტების მიმართ უცნაური ლტოლვა აქვს.მკერავი გოგონების მოშიშვლებული მუხლებით ტკბება და ამბობს,შემოქმედი რომ ყოფილიყო ნაკლებ შინაარსს და მეტ ფორმას აირჩევდა.როცა სახლის სხვენზე უამრავი ჩიტი დაასახლა,შვილებმა იფიქრეს,რომ ასე ცდილობდა ქალაქის მოწყენილობა შეევსო.
მამა ამბობს,რომ ზოგჯერ ძალადობა გამართლებულია,თუ ის სპობს არსებობის ჭირვეულ ფორმებს,რომლებსაც სარგებელი არ მოაქვთ.უნდა,რომ ღმერთივით ქმნის სიხარულს ეზიაროს.მას იაკობი ჰქვია.მას ახალი ადამიანის შექმნა უნდა.
იგი ამბობს,რომ უსულო სამყარო სულაც არ არის უსულო.თოჯინა,რომელსაც მრისხანე გამომეტყველება მისცეს,განწირულია იმისთვის,რომ მარად ეს გამომეტყველება ატაროს და იტანჯება ამ მატერიაში,ფორმაში.
მისი აზრით,მაგიდებიც და სკამებიც ცოცხლობენ.
ლამაზად არის აღწერილი,ლეკვის სახელად ნებროთის ამბავი.ჭამიდან ჭამამდე ცდილობს ცხოვრების სიცარიელე რამით ამოავსოს.აუხსნელი დარდი და მოუსვენრობა აწუხებს.რამე უნდა აკეთოს უმიზნო ყოფის,მიუსაფრობის და სიმარტოვის ამოსავსებად.როდესაც ახალშობილი ლეკვი თვითონ ხვდება საჭმელი როგორ ჭამოს,ან რძე როგორ დალიოს,ეს იმიტომ რომ მის მეხსიერებაში მრავალთაობა გამოვლილი სიბრძნე დევს.
დარიჩინის ქულბაქები ქალაქში ცნობილი სავაჭრო უბანია.რიგებს ყვითელი ფერის კედლები აქვთ და ამიტომაც უწოდებს ბიჭი მათ დარიჩინის ქულბაქებს.
ერთი თავი ეთმობა ნიანგების ქუჩის აღწერას.ნიანგების ქუჩა ქალაქის ყველაზე გარყვნილი უბანია.
ამ წიგნის კითხვისას,ხან ფრანკენშტეინი წარმოგიდგება თვალწინ,ხან სერიული მკვლელი,ხანაც კაფკას მეტამორფოზა.
მართლაც,მამა იწყებს იატაკზე ხოხვას ტარაკანივით.ბოლოს,სულ გაქრა სახლიდან.
ბოლო თავში ვიგებთ,რომ მან გამოიყვანა ფრინველები საკუთარ სხვენზე,შემდეგ ეს ფრინველები ოჯახის წევრებმა გააქციეს.რაღაც დროის გასვლის მერე ფრინველები დაბრუნდნენ,მაგრამ სრულიად გადაგვარებულები და ნახევრად გახრწნილები.ანუ იაკობის ექსპერიმენტები წარუმატებელი აღმოჩნდა.