ეს არის ფრანგი მხატვარი,რომელიც ღია ცის ქვეშ ხატვის დროს ქარიშხალში მოყვა,დასნეულდა და გარდაიცვალა.
მისი მეტსახელი იყო "ფერწერის ჯვრის წმინდა იოანე".
ბავშვობიდან მეგობრობდა ემილ ზოლასთან.თუმცა,როდესაც ზოლამ გამოსცა წიგნი "შემოქმედება" (ქართულად არის თარგმნილი),სადაც უნებისყოფო მხატვრის ცხოვრებაა აღწერილი,სეზანმა საკუთარი თავი ამოიცნო და მათი მეგობრობა დასრულდა.
სეზანს ხშირად ეუბნებოდნენ უარს სალონში მონაწილეობაზე,მაგრამ არასდროს დაუყრია ფარ-ხმალი.
სეზანს არ სურდა მისი შემოქმედება სინამდვილის პირდაპირი ასახვა ყოფილიყო,ამიტომ ცდილობდა საგნების არსს ჩასწვდომოდა.მისი ტილოები თითქოს ბლარშია,ფოკუსს მიღმაა დარჩენილი.
მას უყვარდა თვით მხატვრობა.უნდოდა,რომ მხატვრობა ვიზუალური სიამოვნება კი არა,უდიდესი სულიერების სამყარო ყოფილიყო.მან გვაიძულა ახლებურად გავიაზროთ მხატვრობა,გვაიძულებს ვიფიქროთ ფერთა სიმბოლიკაზე(მასთან ლურჯი ჰაერია,წითელი და ყვითელი შუქია),გეომეტრიაზე(პარალელური ხაზები უსასრულობაა,პერპენდიკულარული კი სიღრმე).მაგალითად,ხელის მტევნებზე გამოყენებული წითელი საღებავი რაღაცის ანარეკლია.
თვალების მაგივრად ყოველთვის ჩრდილებია.პერსონაჟები კი არაამქვეყნიურ არსებებს ჰგვანან.თვალები არ გვაძლევს საშუალებას წავიკითხოთ ფსიქოლოგიურად პორტრეტი,მაგრამ პორტრეტის გააზრებაში გვეხმარება ქუდი ან პოზა ან ის მაგალითად თუ სად გადაჭრა კადრი მხატვარმა.მაგ,რამდენიმე ტილოზე ადამიანებს ზურგი მოჭრილი აქვთ.ეს შეიძლება მეტყველებდეს სულიერ მოტეხილობაზე,არასტაბილურობაზე,ან განცდილ მარცხზე.
სეზანის ნატურმორტები ქმნის ხალისიან განწყობას.
მისი ტილოების წაკითხვისას საჭიროა დავაკვირდეთ გეომეტრიულ ხაზებს.ტერმინიც კი გამოიყენა ერთმა ხელოვნებათმცოდნემ:"სეზანის გეომეტრია".
სეზანმა ცოლად მოიყვანა მოდელი გოგონა,რომელიც მისთვის ხშირად პოზირებდა.