Wednesday, January 22, 2020

#ჰერბერტუელსი #სამყაროთა ომი

  მწერალი გვიამბობს,რომ სიცოცხლე მარსზე დედამიწაზე ადრე გაჩნდა და რომ მარსი დედამიწაზე ადრე ჩაქვრა.მარსელებმა ახალი სახლის ძებნა დაიწყეს და დედამიწას ჭურვები დაუშინეს.
  შემდეგ დედამიწაზე რაღაც ცილინდრი ჩამოვარდა,რომელშიც ურჩხულები ისხდნენ.ცილინდრიდან ორი საცეცებიანი ნაცრისფერი ურჩხული ამოძვრა.შემდეგ მწვანე ალი ამოვარდა ორმოდან და უამრავი ადამიანი დაიხოცა.გადარჩა ამბის მთხრობელი,რომელიც პირველ პირში გვიამბობს მოვლენებს.ეს ადამიანი ფიქრობს,რომ მარსელები დედამიწას ვერ შეეგუებიან,რადგან დედამიწაზე მიზიდულობა სამჯერ მეტია,ვიდრე მარსზე.
  შემდეგ მეორე ცილინდრი ჩამოვარდა.დაიწყო შეტაკება მარსელებსა და დედამიწელ ჯარისკაცებს შორის.ამბის მთხრობელმა ცოლთან ერთად სახლი მიატოვა.შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და მესამე ჩამოვარდნილი ცილინდრი ნახა.შემდეგ ეს საცეცებიანი ურჩხულები ლითონის მანქანებად გადაიქცნენ და არე-მარე გადაწვეს.მათი რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.დედამიწელებმა ერთი მარსელი მოკლეს.მარსელები დამხმარე ძალას ღებულობენ დღითი-დღე,ადამიანები კი საომარ იარაღს იმარაგებენ.
  ამასობაში მარსელებმა ლონდონამდე მიაღწიეს.მათ განადგურების ახალი იარაღი გამოიყენეს,ანუ გაზის კვამლები გაუშვეს.მარსელები ადამიანებს ჩანაფიქრს მიუხვდნენ და ამ გაზის კვამლით ადამიანების იარაღი გაანადგურეს.დაიწყო ლონდონის დაცარიელება.ქალაქში სრული განუკითხაობაა.
  რამდენიმე მარსელი კიდევ მოკლეს საზღვაო შეტაკების დროს ჭურვებით.ამბის მთხრობელმა დაინახა,რომ მარსელმა რამდენიმე ადამიანი აიტაცა და ლითონის კალათაში ჩაისვა,ანუ მარსელებს მხოლოდ დედამიწის განადგურება არ უნდათ და სხვა მიზნებიც აქვთ.
  მთხრობელმა აღმოაჩინა,რომ მარსელები ადამიანის სისხლით იკვებებიან.უსქესო არსებები არიან და ახალი მარსელი დედის კანზე ამოდის სოკოსავით.
  საზარლად არის აღწერილი მარსელების მიერ ადამიანის დაჭერა და მოკვდინება სისხლით ძღომის მიზნით.
  მათ მთხრობელის თანამგზავრი მღვდელიც მოკლეს.
  მთხრობელი 15 დღე ემალებოდა მარსელებს ერთ სახლში.როდესაც გამოვიდა გარშემო უამრავი ჩონჩხი იხილა და გაუდაბურებული გარემო.
  შემდეგ ერთ გადარჩენილ ჯარისკაცს გადაეყარა,რომელიც ფიქრობს,რომ მარსელები ადამიანებს მოათვინიერებენ.ვინც არ დაემორჩილება მათ საცხოვრებლად საკანალიზაციო სისტემაში უნდა გადავიდეს და დაუბრუნდეს პირველყოფილ ყოფას.
 როდესაც კაცობრიობის გადარჩენის იმედი გადაწურული იყო,მაშინ მოხდა სასწაული.მარსზე ბაქტერიები არ არის და მარსელების აგებულება დედამიწის ბაქტერიებს ვერ მოერია,დაავადდნენ და ყველანი ერთად დაიხოცნენ.
  დედამიწა გადარჩა.ლონდონმა დახმარება მიიღო სხვადასხვა ქვეყნებიდან.
  ეს ნაწარმოები თითქოს გვამზადებს,რომ ერთ დღესაც შეიძლება მართლა შემოიჭრან მარსელები და საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.მარსელები დაუმარცხებლები არ არიან.