ეს არის ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის რომანი.
ბაჭია 26 წლის ყოფილი კალათბურთელია .მას აღიზიანებს ცოლის ორსულობა და ლოთობა. ცოლსაც არ სუამოვნებს საკუთარი ორსულობა. ბაჭიას აღიზიანებს ჯენისის უჭკუობა .გულში მას იდიოტს უწოდებს. იგი სახლიდან გაიქცა ახლომახლო ქალაქში. გაიქცა უმისამართოდ. სამხრეთში უნდოდა წასვლა, მაგრამ დასავლეთში ამოყო თავი.შემდეგ ისევ თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და მწვრთნელთან გამოძინება გადაწყვიტა, რადგან სახლში დაბრუნება არ უნდა. მწვრთნელი გაოგნებული დარჩა , თუ რამ აქცია მისი მოსწავლე ასეთ მონსტრად. თუმცა ეს მწვრთნელიც დიდ ნაძირალად მომეჩვენა .მომდევნო დღეს მან ბაჭიას ქალები მოუყვანა და ჯენისს მანაც იდიოტი უწოდა .
ბაჭიას პიროვნება დიდად არ მომწონს. ნამდვილი ნაძირალაა. ყველაფერზე ზიზღით ფიქრობს. ცოლისგან გაქცევა ხომ ლაჩრობაა .მისი ნაძირალური მსოფლმხედველობა არის, რომ თუკი მოახერხებ და იმად დარჩები, რაც ხარ,შენ მაგივრად პასუხს სხვა აგებს.
მას ცხოვრება ფეხებზე ჰკიდია.
მან ცოლს უღალატა მეძავთან. იგი მეძავის მიმართ სითბოს გრძნობს. მას რუთი ჰქვია. იგი მას მიეჯაჭვა და მასთან იწყებს ცხოვრებას.
ზოგჯერ დადებითი თვისებებიც აქვს. იგი მორწმუნეა და ილოცა, რომ მისი ცოლ-შვილი კარგად იყონ .
ბაჭიას გადარწმუნებას ცდილობს მღვდელი. იგი კი, ისეთი ნაძირალაა , რომ მღვდლის ცოლს საჯდომზე ხელი მიარტყა.
მეორე შვილის დაბადებას დაესწრო . მათ გოგონა შეეძინათ. ბაჭია ოჯახში ბრუნდება. ბავშვის გაჩენამ ისინი ისევ დააახლოვა.
თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მას რაღაც არ ასვენებს. თრგუნავს, რომ დედამისი რძალს ვერ იტანს . ეშინია , იმ მომენტის, როცა ჯენისი საავადმყოფოთან სახლში დაბრუნდება .თან, მას მღვდლის ცოლი აღაგზნებს, თუმცა ცდუნებას გაუძლო.
ჯენისი დაბრუნდა. მას სექსი არ შეუძლია 6 კვირა. ბაჭია კი ატეხილია. უარის გამო ისევ სახლიდან გაიქცა. მისი ცოლი დათვრა და შემთხვევით ახალშობილი აბაზანაში დაახრჩო.
შვილის სიკვდილის მერე ისევ სძულს მეუღლე და ისევ რუთს დაუბრუნდა. იქაც სიურპრიზი ელოდება. რუთი ორსულად არის. ახლა რა უნდა ქნას? ის ისევ გარბის.პრობლემებისგან გაქცევის შინაგანი მოთხოვნილება აქვს.
ნაწარმოები საერთო ჯამში, ძალიან რეალისტურია. ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს. ამიტომაც წიგნმა ძალიან დამთრგუნა. ძნელია სიმართლის მოსმენა.
გამოთქმები წიგნიდან :
1.სამყარო ასეა მოწყობილი -სწორი გზა თავდაპირველად მცდარი გვეჩვენება, ჩვენი რწმენის გამოსაცდელად.
2.სამართლიანობა და უსამართლობა ციდან არ ცვივა. მათ ჩვენ ვქმნით.